ფანქრის ხელოვნება

ფიქრობთ, ფანქრებით მხოლოდ ხატვა შეიძლება? არავითარ შემთხვევაში! ეს საკუთარი შემოქმედებით დაამტკიცა სამხრეთ აფრიკელმა დიზაინერმა ჯენიფერ მაესტრემ, რომელიც ფერადი ფანქრებისგან ულამაზეს ნაკეთობებს ქმნის.

JenniferMaestre

ჯენიფერის ყოველი ნამუშევარი ორიგინალური და ნამდვილად გამაოგნებელია. მან ფანქრებისგან ისეთი სკულპტურების (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) შექმნა მოახერხა, რომ მათში ნებისმიერი აღმოაჩენს რაიმე საინტერესოს. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ ვერც კი იტყვი, კონკრეტულად რას გამოხატავს  ესა თუ ის პროექტი.

1

მაესტრეს ნამუშევართა შორის შეიძლება იპოვო კუს ან ზღარბის მსგასი ცხოველი, ყვავილები, მცენარეები, ზღვის ვარსკვლავები ან სულაც უფორმო, მაგრამ არანაკლებ ჯადოსნური ნამუშევრები.

3

ფანქრის სკულპტურების შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადია და დიდი დროც სჭირდება, მაგრამ შედეგი იმდენად ეფექტურია, რომ ყველანაირ შრომას ანაზღაურებს.

ჯენიფერი წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა, თუმცა ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს. მას საკუთარი სტუდია აქვს მეინარდში. ფანქრის სკულპტურები ხელოვანის შემოსავლის მთავარი წყაროა – მათი ფასი 1000-დან 8 ათას დოლარამდე მერყეობს.

“გარდა ამისა, ვამზადებ სხვადასხვა საიუველირო ნაწარმს და ონლაინ-მაღაზიებში ვყიდი, თუმცა მათი ღირებულება გაცილებით დაბალია – 32-დან 200 დოლარამდე”, – ამბობს ჯენიფერი.

“არ ვიცი, რომელ სტილში ჯდება ჩემი ნამუშევრები – ამ სტილისთვის ჯერ სახელი არ დამირქმევია. ალბათ, ეს არის რაღაც ორგანული, ბუნებრივი და ცოტა გიჟურიც”, – აღნიშნავს ჯენიფერ მაესტრე.

15

დაათვალიერეთ ჯენიფერ მაესტრეს შემოქმედება და ისიამოვნეთ 😉

14 2 2-1 4 5 7 8 9 10 11 12 13

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე