წმინდა ვალენტინის დღის ისტორია

st-valentine-1რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წმინდანის წმინდა ვალენტინის ირგვლივ უამრავი ისტორია არსებობს, მათი უმრავლესობა ყოველგვარი  მტკიცებულების გარეშეა. ისტორიამ კი რეალურად მხოლოდ წმინდანის სახელი და მისი თავის ხმლით მოკვეთის შესახებ თქმულება შემოინახა. 1969 წელს წმინდა ვალენტინის დღის აღნიშნვა გაუქმდა და რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანთა კალენდრიდან მისი სახელიც ამოიღო.

681x454ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ვალენტინი ჩვ.წ.აღ-ით III საუკუნეში, რომაულ ქალაქ ტერნიში ცხოვრობდა და ჩვეულებრივი მღვდელი იყო, თუმცა ზოგიერთი თქმულება წმინდა ვალენტინს ეპისკოპოსის რანგამდე ამაღლებს. ვალენტინი ძირითად პროფესიასთან ერთად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და მედიცინით იყო გატაცებული. იგი საკმაოდ ახალგაზრდა, სიმპატიური და კეთილი ადამიანი ყოფილა.

st-valentine-7ვალენტინის ცხოვრება და საქმიანობა ემთხვევა რომის იმპერატორის კლავდიუს II ხანას, რომელიც ქრისტიანებს მაინცდამაინც არ სწყალობდა, სამაგიეროდ განთქმული რომაელი მებრძოლების საომარ სიმამაცეს აფასებდა.

Roman-warriorიმპერატორმა ლეგიონერთა სამხედრო სულის შენარჩუნების მიზნით გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ლეგიონერს ქორწინება ეკრძალებოდა. კლავდიუსის აზრით, ოჯახს მოკიდებული ჯარისკაცი ბრძოლის ველზე სათანადო სიმამაცეს ვერასდროს გამოიჩენდა და ნაკლებს იფიქრებდა იმპერიის კეთილდღეობასა და სამხედრო საქმეზე.

st-valentine-4იმპერატორის რისხვის დამსახურების საფრთხის მიუხედავად, ახალგაზრდა ქრისტიანი მღვდელი ვალენტინი უბედურ შეყვარებულებს საიდუმლოდ სწერდა ჯვარს. კეთილი მოძღვარი ამითაც არ კმაყოფილდებოდა, იგი არიგებდა ნაჩხუბარ შეყვარებულებს, ცოლ-ქმარს, წერდა სასიყვარულო წერილებს ჯარისკაცების ნაცვლად, ყვავილებს ჩუქნიდა ახალდაქორწინებულებს.

ამ ყველაფრის დიდხანს საიდუმლოდ შენახვა წარმოუდგენელი იყო. 269 წლის ბოლოს კეთილი მოძღვარი დილეგში ჩააგდეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ვალენტინის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებსაც ლეგენდა რომანტიული ელფერით ბურავს. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, იგი ციხის დარაჯის ბრმა ქალიშვილს შეუყვარდა. ვალენტინს მის გრძნობებზე პასუხის გაცემა არ შეეძლო, რადგან როგორც მოძღვარს, უმანკოების ფიცი ჰქონდა დადებული. თუმცა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინა ღამეს (13 თებერვალს) ქალიშვილს ნაზი წერილი გაუგზავნა. კიდევ ერთი ვერსიით, ვალენტინს თავად შეუყვარდა მშვენიერი ქალიშვილი, თავისი სამედიცინო ცოდნით ისარგებლა და სიკვდილის მოლოდინში მყოფმა გოგონას თვალი აუხილა.

st-valentine-8სხვა ლეგენდის თანახმად, კლავდიუს II  ხანაში მცხოვრები ვალენტინი საველე ექიმი და იმავდროულად მღვდელიც იყო. მას ებრალებოდა შეყვარებული ლეგიონერები და მათი რჩეულები და საიდუმლოდ, ღამ-ღამობით წერდა ჯვარს. როდესაც ვალენტინს ეს საქციელი გაუგეს, ციხეში ჩააგდეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. პატიმრობისას ვალენტინმა ციხის ზედამხედველის მშვენიერი ქალიშვილი, იულია გაიცნო, შეუყვარდა და სწორედ მას გაუგზავნა სასჯელის აღსრულების წინა დღეს პირველი „ვალენტინის ბარათი“ წერილი, რომელშიც გოგონას სიყვარულს უხსნიდა. წერილი მხოლოდ მღვდლის სიკვდილის შემდეგ წაიკითხეს. ვალენტინი სიკვდილით 269 წლის 14 თებერვალს დასაჯეს.

st-valentine-3სხვა ლეგენდა კი გვიამბობს, რომ რომაელმა პატრიციუსმა ვალენტინმა, რომელიც ქრისტიანობას საიდუმლოდ აღიარებდა, ახალ რწმენაზე თავისი მსახურებიც მოაქცია. ერთხელ, როდესაც ორი მსახურის ჯვრისწერის რიტუალს აღასრულებდა და დასმენის თუ გარემოებათა უბედური დამთხვევის გამო კეისრის მცველებმა დააპატიმრეს. ვალენტინი, როგორც უმაღლესი კლასის წარმომადგენელი, სასჯელს გადაურჩა, თუმცა მის მსახურებს სიკვდილი ელოდათ. განწირული მსახურების გასამხნევებლად ვალენტიმა პატიმრებს  გულის ფორმის წითელი წერილები გაუგზავნა, რაც ქრისტიანულ სიყვარულს აღნიშნავდა.

ახლადდაქორწინებულებისთვის გზავნილი ბრმა გოგონას უნდა გადაეცა, მაგრამ მოულოდნელად ციხეში თავად ვალენტინი მივიდა, რომელმაც ზედამხედველები მისი სიცოცხლის სანაცვლოდ მსახურების გათავისუფლებაზე დაითანხმა. სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ ვალენტინმა მცველებს ბრმა გოგონასთვის უკანასკნელი – სიყვარულითა და რწმენით ნაკურთხი წერილი გადასცა, რომელსაც შემდეგ თვალი აეხილაst-valentine-6

როგორი იყო სინამდვილეში ვალენტინის ისტორია, არ ვიცით და ვერც ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ ერთი რამ უდავოა – ახალგაზრდა ქრისტიანი მღვდელი სიყვარულის სახელით ეწამა. გასაკვირი არაა, რომ ვალენტინი არ დაივიწყეს და ყველა შეყვარებულის მფარველად აირჩიეს, კათოლიკურმა ეკლესიამ კი მისი ქრისტიან წამებულად კანონიზირება მოახდინა.

არსებობს კიდევ  ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც წმინდა ვალენტინის დღის „წინაპარი“ ძველი რომაული დღესასწაული ლუპერკობაა – მგზნებარე სიყვარულის ქალღმერთის Juno Februata-სა და ფავნის ღმერთის (ლუპერკი მისი ერთ-ერთი სახელია), ჯოგების მფარველის პატივსაცემად გამართული ეროტიზმის ფესტივალი, რომელიც ყოველ წელს 15 თებერვალს აღინიშნებოდა.

JUnoანტიკურ პერიოდში ბავშვთა სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო. ჩვ.წ.აღ.-მდე 276 წელს რომი ლამის გაუკაცრიელდა, რადგან ხშირი იყო მუცლის მოშლისა და ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობის შემთხვევები. ადამიანებს კი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით ან საერთოდ არ ყავდა შვილი ან ცოტა ბავშვები ყავდათ, დაწყევლილებად მიიჩნევდნენ.

The_Lupercalian_Festival_in_Romeიმ დროის წინასწარმეტყველმა თქვა, რომ შობადობის გასაზრდელად აუცილებელი იყო სამსხვერპლო მათრახების მეშვეობით ქალთა დასჯის რიტუალების ჩატარება.

ადგილს, სადაც დედა მგელმა რომულუსი და რემი (რომის დაამაარსებლები) დააპურა, რომაელები წმინდად მიიჩნევდნენ. ყოველ წელს 15 თებერვალს ამ ადგილას ტარდებოდა დღესასწაული „Lupercalia“ (ლათ. lupa – ძუ მგელი) და ღმერთებს ცხოველებს სწირავდნენ, მათი ტყავებისგან კი მათრახებს ამზადებდნენ.

Romulus and Remusსმა-ჭამის შემდეგ ახალგაზრდები იღებდნენ ამ მათრახებს, შიშვლები დარბოდნენ ქალაქში და გზაზე გადაყრილ ქალებს მათრახს ურტყამდნენ. ქალების სიხარულით აძლევდნენ ამის უფლებას, რადგან სჯეროდათ, რომ მათრახის დარტყმები ნაყოფიერებასა და იოლ მშობიარობას „აჩუქებდა“. ეს რიტუალი იმდენად პოპულარული გახდა ძველ რომში, რომ მასში მაღალი წარმოშობის პირებიც კი მონაწილეობდნენ. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ლუპერკი მარკ ანტონიუსიც კი ყოფილა.

Lupercalia-Festivalზეიმის შემდეგ ქალებიც შიშვლდებოდნენ. ეს დღესასწაული იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქრისტიანობის შემოღების შემდეგ სხვა წარმართულ დღესასწაულებთან ერთად არ გაუქმებულა და კიდევ დიდხანს არსებობდა.

494 წელს პაპმა გელასიუს I  ლუპერკობის აკრძალვა სცადა.

მართლმადიდებლური ენციკლოპერდიის მიხედვით, „სავარაუდოა, რომ ვალენტინობის დღესასწაულმა ჩანაცვლა ლუპერკობა  – ქალთა ნაყოფიერების უძველესი რომაული დღესასწაული, რომელიც შუა თებერვალში აღინიშნებოდა“.

st-valentine-2

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე