იტალიური ლიქიორი “ლიმონჩელო”

5

ეს ლიქიორი იოლი მოსამზადებელია და ძალიან სასიამოვნო დასალევია როგორც ზამთარში, ისე ზაფხულის ცხელ დღეებში.

ტრადიციულად  ლიმონჩელოს მოსამზადებლად საჭიროა ლიმნის ცედრა (თეთრი ნაწილის გარეშე, რომელიც სასმელს უსიამოვნო მწარე გემოს სძენს), მარცვლეულის ალკოჰოლი (არაყი) და უბრალო სიროფი. შესაძლებელია სხვა ციტრუსის ცედრის დამატებაც. 

რაც შეეხება სიროფს. სიტკბო გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ან მოაკლოთ. ზოგი ლიმონჩელოს ზაფხულში საყინულეში ინახავს, რადგან ალკოჰოლიანი მიქსტურა ბოლომდე არ იყინება, ზამთარში კი ასეთი “უკიდურესი ზომების” მიღება საჭირო არ არის.

მძიმე საჭმლის შემდეგ ლიმონჩელო საკმაოდ სასიამოვნო დასალევია. ძალიან უხდება ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებულ კერძებს.

საკუთრივ სასმელის მომზადებას მთლიანობაში 10-15 წუთზე მეტი არ სჭირდება, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად ორი კვირის განმავლობაში უნდა შეინახოთ გრილ ადგილას.

ინგრედიენტები:

  • 15 ლიმონის ცედრა;
  • 2 ფორთოხლის ცედრა;
  • 1 ლ ხორბლის არაყი დანამატების გარეშე;
  • 4 ჭიქა შაქარი (შეგიძლიათ მოაკლოთ ან დაუმატოთ, გემოვნების მიხედვით);
  • 4 ჭიქა წყალი.

მომზადება: 

ლიმონსა და ფორთოხალს ფრთხილად მოათალეთ ცედრა და ჩაყარეთ ფართო თავსახურიან ბოთლში. დაასხით ალკოჰოლი. დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას ათი დღის ან 2 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გადაწურეთ მიღებული მიქსტურა წმინდა საწურით და დააბრუნეთ სითხე ბოთლში.

მოამზადეთ სიროფი: ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, ჩაასხით წყალი და ადუღეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. დროდადრო ურიეთ. გააგრილეთ სიროფი ოთახის ტემპერატურაზე, შეურიეთ ლიმონის მიქსტურას და კარგად აურიეთ. შეამოწმეთ სიტკბო და შეინახეთ მაცივარში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიმონჩელო მომზადებიდან ორი კვირის შემდეგ  შეგიძლიათ მიირთვათ!

მეტი საინტერესო რეცეპტისა და სამზარეულოს ამბების გასაგებად გადადით ჩვენს კულინარიულ ბლოგზე 😉

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე