წმინდა ვალენტინის დღე: იდეები სახლის სადღესასწაულო მორთულობისთვის

St-Valentines_Day_hearts4რამდენად ხშირად ემიჯნებით მომაბეზრებელ ყოველდღიურობას და იძირებით სასიამოვნო ფიქრებში? გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების რომანტიკული მომენტები, იოცნებეთ სურვილების ასრულებაზე, იფიქრეთ, რა კარგია, როცა საყვარელი ადამიანები – მეუღლე, შვილები, მშობლები, მეგობრები თქვენ გვერდით არიან…

ბევრი ფიქრობს, რომ წმინდა ვალენტინის დღე მხოლოდ ახალგაზრდული დღესასწაულია და უფროს ხალხს ისედაც საკმარისი საზრუნავი აქვს, რომ რაღაც რომანტიკისთვის დრო არ დაკარგონ… იქნებ ცხოვრებას სხვანაირად შეხედოთ და დაფიქრდეთ მუდმივ კანონზე: ის, რასაც გავცემთ, უკან ასმაგად გვიბრუნდება. ეს მთელ მსოფლიოში პოპულარული დღესასწაული კი შესანიშნავი დროა, უთხრათ ახლობლებს, როგორ გიყვართ და რა ძვირფასები არიან თქვენთვის. თანაც თავი ახალგაზრდად, შეყვარებულად და ბედნიერად იგრძნოთ.

valentine-decor-misc6სიყვარულისა და სინაზის დასტურად საყვარელი ადამიანებისთვის „ვალენტინის ბარათების“ ჩუქების იდეა პირველად XIX საუკუნეში ესთერ ჰოულარდს გაუჩნდა. ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ იხილოთ მისალოცი ბარათები და ფოტოების კოლექცია, რომელიც იმედი მაქვს, საავტორო ბარათის შექმნისკენ გიბიძგებთ.

valentine-decor-cards5 valentine-decor-cards4ასევე დაათვალიერეთ სახლის დეკორის ელემენტები ვალენტინობის დღისთვის, მაგალითად, რომანტიკული სიტუაციის შესაქმნელად ტკბილეულის, ყვავილებისა და  ჩამოსაკიდი მოსართავების გამოყენების მაგალითები და სხვა უნივერსალური იდეები.

ვალენტინობის მთავარი ფერები

ფერებთან დაკავშირებით ყველა ვთანხმდებით. რასაკვირველია, ესაა თეთრთან, კრემისფერთან, შინდისფერთან და იისფერთან შეხამებული ვარდისფერი და წითელი ტონები – სიყვარულის ტრადიციული ფერები. სიმბოლოებიდან ტრადიციულ „გულებთან“ ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი, რაც რომანტიკასთან ასოცირდება, მაგალითად, ყვავილები, პეპლები და ა.შ.

St-Valentines_Day_hearts5 St-Valentines_Day_hearts3 St-Valentines_Day_hearts2 St-Valentines_Day_hearts1 St-Valentines_Day_heartsამ რომანტიკული დღის საღამოს არ უნდა დაივიწყოთ შესაფერისი განათებაც, რომელიც ქალის სილამაზეს განსაკუთრებით ეფექტურს ხდის: რომანტიკული სანთლები, სანათები და აბაჟურები ფერთა მოვარდისფრო-ატმისფერ გამაში.

St-Valentines_Day_candles-5 St-Valentines_Day_candles-4 St-Valentines_Day_candles-3 St-Valentines_Day_candles-2 St-Valentines_Day_candles-1მთელი სახლის გაფორმება ალბათ ძალიან შრომატევადი იქნება, თუმცა, 2-3 რომანტიკული კუთხის მოწყობა შესაფერის ატმოსფეროს შექმნის და თქვენს განწყობასაც დაეტყობა.

valentine-decor-misc5 valentine-decor-misc4 valentine-decor-misc2 valentine-decor-misc1ტკბილეული

ყველაზე ტკბილი და რომანტიკული წუთები არა მხოლოდ გონებით, არამედ გემოს რეცეპტორებითაც შეგიძლიათ შეიგრძნოთ.
saint_valentines_day_candy7 saint_valentines_day_candy6 saint_valentines_day_candy5 saint_valentines_day_candy4 saint_valentines_day_candy3 saint_valentines_day_candy2 saint_valentines_day_candy1 saint_valentines_day_candy

მისალოცი ბარათები და ფოტოები

თქვენი ფოტოები ზედ აღბეჭდილი სასიამოვნო წუთებით ტკბილ მოგონებებს გაგიღვიძებთ. შეყვარებულთა დღესასწაული მშვენიერი დროა ახალი გაფორმების მოსაფიქრებლად. მეგობრებისთვის გაგზავნილი პატარა მისალოცი ბარათები კი მათთვის ბედნიერების მაუწყებელი იქნება.

people_in_love_2 people_in_love_1 valentine-decor-cards1 valentine-decor-cards2 valentine-decor-cards3 st-valentines-day-photos-1ჩამოსაკიდი მოსართავები

სიყვარულის ფაქიზი სიმბოლოები ჩამოსაკიდ მოსართავებზე განსაკუთრებით ეფექტურად ჩანს. ლამაზი ბურთები, თაიგულები და გირლანდები. ასევე ორიგინალურად შეგიძლიათ გააფორმოთ კარები, ფანჯრები და ავეჯი.
valentine-decor-pendant19 valentine-decor-pendant18 valentine-decor-pendant15 valentine-decor-pendant11 valentine-decor-pendant10 valentine-decor-pendant9 valentine-decor-pendant4 valentine-decor-pendant3 valentine-decor-pendant2 valentine-decor-pendant1

ბედნიერ ვალენტინობას და ბევრ სიყვარულს გისურვებთ!

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე