მისის უინსლოუს დამამაშვიდებელი სიროფი
XIX-XX საუკუნეებში მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გამო მრეწველობის ბევრი დარგი სამკურნალო პრეპარატების ფართო სპექტრზე ატარებდა ექსპერიმენტებს. ამ პერიოდს ეკუთვნის უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტი ახალ წამლებზე, რომელთა მიმდინარეობის დროსაც ბევრჯერ აღმოუჩენიათ ნივთიერება ადამიანის ტვინზე პირდაპირი ზემოქმედების უნარით.
ზოგიერთ შემთხვევებში საერთაშორისო კომპანიები ბაზრის თავისუფალ სტანდარტებს თავიანთი ინტერესებისთვის იყენებდნენ და პოტენციურად საშიშ წამლებს უშვებდნენ. ამის კარგი მაგალითია მისის უინსლოუს დამამშვიდებელი სიროფი – შარლოტა ენ. უინსლოუს დამზადებული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც აშშ–ის ბაზრებზე გაყიდვაში 1849 წელს გამოვიდა.
სიროფი რეკლამირდებოდა როგორც „დამამშვიდებელი საშუალება ადამიანებისა და ცხოველებისთვის“ და პირველ რიგში, მოუსვენარი ჩვილებისა და მცირე ასაკის ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. „სასწაულმოქმედი“ სიროფის შემადგენლობაში შედიოდა მორფის სულფატი (დიდი დოზით), ოპიუმის ფხვნილი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (სოდა) და ამიაკის ხსნარი (ნიშადურის სპირტი).
მისის უინსლოუს დამამშვიდებელ სიროფს XIX საუკუნის განმავლობაში ურჩი ბავშვებისა და მოუსვენარი ჩვილების დასამშვიდებლად საკმაოდ ფართოდ იყენებდნენ. ამ ფეთქებადსაშიშ ნარევს
ელვისებური მოქმედება ქონდა და ბავშვის გულისცემას (პულსს) ანელებდა. სიროფის პოპულარიზაციისთვის დიდ ბრიტანეთსა და აშშ–ში უზარმაზარი მარკეტინგული კამპანია გაიმართა – გაზეთებში, რეცეპტების წიგნებში, კალენდრებში.
საბედნიეროდ, XX საუკუნის დასაწყისში მისის უინსლოუს სიროფს ბავშვთა მკვლელის რეპუტაცია დაუმკვიდრდა. 1911 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ ამ პრეპარატზე უზარმაზარი სტატია გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მისის უინსლოუს სიროფზე მოთხოვნამ მკვეთრად ილო, თუმცა დიდი ბრიტანეთის აფთიაქებიდან მედიკამენტი მხოლოდ 1930 წელს გაქრა.
1897 წელს ცნობილი გერმანული ფარმაცევტული კომპანიის „Baier“–ის ქიმიკოსებმა დაიწყეს დიაცეტილმორფინზე ანუ ხალხში ჰეროინად ცნობილ ნივთიერებაზე ექსპერიმენტები. 1898 წლიდან 1910 წლამდე კომპანია ლეგალურად ყიდდა დიაცეტილმორფინს (სავაჭრო სახელით „ჰეროინი“), როგორც ხველის საწინააღმდეგო საშუალებას და მორფის შემცვლელს, რომელიც ნარკოტიკულ მიჩვევას არ იწვევდა. ჰეროინის შეძენა ნებისმიერ მსურველს სუპერმარკეტში ექიმის რეცეპტის გარეშე შეეძლო. თუმცა სინამდვილეში Bayer–ის გამოშვებული ჰეროინი მორფზე ორჯერ ძლიერი იყო და რასაკვირველია, ნარკოტიკულ შეჩვევასაც გაცილებით სწრაფად აყალიბებდა. საზოგადოების რეაქციას არ დაუყოვნებია, თუმცა, კომპანია ჰეროინის გამოშვება–გაყიდვას 10 წელზე მეტხანს აგრძელებდა. ეს Bayer–ის ისტორიაში შავი პერიოდი იყო. ჰეროინთან დაკავშირებით დაშვებულმა შეცდომამ ძლიერად შელახა პატივსაცემი გერმანული ფირმისა და ჯანმრთელობის დამცველი ორგანიზაციების ავტორიტეტი, რომელთაც ბაზარზე ასეთი სახიფათო პრეპარატების გამოშვება უნდა ეკონტროლებინათ.