მიმიზუკა 耳塚 – „ყურების სასაფლაო“ იაპონიაში

mimizuka-friday-1იაპონიის ისტორიაში სენგოკუს ეპოქა გამუდმებული სოციალური კონფლიქტებით, პოლიტიკური ინტრიგებითა და განუწყვეტელი ომებით ხასიათდებოდა. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, იაპონელი მებრძოლი სამურაები ალაფის სახით ბრძოლის ველზე დამარცხებული მტრის სხეულის ნაწილს, კერძოდ კი, თავს იტოვებდნენ. ხშირად იაპონელი ფეოდალები სამურაებს მიტანილი თავების რაოდენობის მიხედვით უხდიდნენ გასამრჯელოს.

Toyotomi Hideyoshi1585 წელს იაპონიის ერთპიროვნული მბრძანებელი იყო სასტიკი ტოიოტომი ჰიდეიოში, რომელსაც „იაპონიის მიწების მეორე დიად გამაერთიანებელს“ უწოდებენ. 1592–1598  წლებში იაპონიას სასტიკი ბრძოლა ქონდა გაჩაღებული კორეასთან, რომლის ტერიტორიების გავლითაც ჰიდეიოში ჩინეთის იმპერიამდე და ინდოეთამდე მიღწევას გეგმავდა. ამ ეპოქაში დამარცხებული მტრისთვის თავის მოკვეთის ტრადიცია ჯერ კიდევ ფართოდ იყო გავრცელებული და იაპონელებს უნდოდათ ეს საშინელი ალაფი სახლში გაეგზავნათ. ხომალდებზე ადგილის უკმარისობის გამო მთლიანი თავების ნაცვლად მხოლოდ მოჭრილი ყურებისა და ცხვირების გაგზავნა გადაწყდა.

დახოცილი კორეელების ყურები და ცხვირები იაპონიაში მარილწყლიანი კასრებით გაგზავნეს. დარწმუნებით თქმა შეუძლებელია, მაგრამ ისტორიკოსების შეფასებით, მოკლულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდებოდა.mimizuka-friday-7ჩვენ დღესაც შეგვიძლია ვნახოთ მოკლული და დამახინჯებული კორეელების მოსაგონარი, რომელთა ცხვირები და ყურები იაპონიაში სამხედრო ალაფის სახით გაიგზავნა. ტოიოტომი ჰიდეიოშის ბრძანებით, იაპონიის ძველ დედაქალაქ კიოტოში აიგო ძეგლი, რომლის ქვეშაც (ისტორიკოსების გამოთვლით, არა უმცირეს 38,000) კორეელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მცხოვრებლების მოჭრილი ყურები და ცხვირები დამარხეს. ამ მონუმენტს მიმიზუკა ანუ „ყურების სასაფლაო“  ქვია და კიოტოში ტოიოკუნის აკლდამის დასავლეთით მდებარეობს. „ყურების სასაფლაოს“ მშენებლობა 1597 წლის 28 სექტემბერს დასრულდა. მისი აგების ზუსტი მიზეზები დღემდე უცნობია. დამარცხებული მტრის საფლავზე მოსაგონარი სვეტის აღმართვა ბუდიტური ტრადიციებისთვის ძალიან უჩვეულოა.

mimizuka-friday-4„მიმიზუკა“ ასეთივე შინაარსის ერთადერთი ძეგლი არ არის. იაპონიის ტერიტორიაზე არსებობს სხვა მსგავსი მონუმენტებიც, თანაც, დაახლოებით იმავე პერიოდის, მაგალითად, „ცხვირების სასაფლაო“ ოკაიამეში. გასაოცარია,მაგრამ ბევრმა იაპონელმა „მიმიზუკას“ შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო. ამ ძეგლის რეალური ამბავი იაპონელთა უმრავლესობისთვის დიდი ხნის განმავლობაში დაფარული იყო, რადგან „ყურების სასაფლაოსა“ და მსგავსი მონუმენტების შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოებში არაფერი წერია.

mimizuka-friday-8იაპონელებისგან განსხვავებით, კორეელები მათი ქვეყნის ისტორიის ამ სამწუხარო ეპიზოდს კარგად იცნობენ. კორეის ბევრ ოლქში აღმართულია „ყურების გორაკები“, რაც იაპონელ დამპყრობელთა სისასტიკესთან სიმბოლიზდება. მიუხედავად ამისა, კორეელები არ ითხოვენ „მიმიზუკას“ ქვეშ დამარხული კორეელი მებრძოლების ნეშტების დაბრუნებას, რადგან მიიჩნევენ, რომ „ყურების სასაფლაო“ იაპონელებს მათი წინაპრების სამარცხვინო საქციელს სულ უნდა ახსენებდეს. ეს სადავო საკითხი ჯერ კიდევ გაცხოველებულ დისკუსიებს იწვევს ორივე – იაპონიისა და კორეის საზოგადოებებში, თუმცა „მიმიზუკას“ დამთვალიერებელთა შორის მაინც კორეელები ჭარბობენ. ამის მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ იაპონელებს რცხვენიათ ამ მონუმენტის და ტურისტების გზამკვლევებში მას არ ახსენებენ.

mimizuka-tumba-verguenza-L-4 mimizuka-friday-6 mimizuka-friday-3 mimizuka-friday-2

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე