გინდათ გრძელი ფეხები გქონდეთ?

long-legs-4გრძელფეხება ქალები ყოველთვის იზიდავენ მამაკაცების მზერას და უდავოდ იწვევენ სხვა ქალების შურს. ეს კი უმიზეზო ნამდვილად არ არის, რადგან საშუალოზე დაბალ თუ ჩასხმული აგებულების ქალებს გრძელი ფეხები, როგორც წესი, არ აქვთ. თუმცა სწორად შერჩეული გარდერობისა და რამდენიმე ეშმაკობის წყალობით, ფეხები ვიზუალურად შეიძლება დაიგრძელოთ და სილუეტს მოხდენილობა შესძინოთ.

long-legs-6მთავარია მოერიდოთ ფიგურის „გადამჭრელ“ კომპლექტებს, რაც არასწორ ადგილას აქსესუარის ან ფერთა გადასვლის მეშვეობით შეიძლება სრულდებოდეს. მაგალითად, თეძოებზე ჩამოშვებული ქამარი ან დაბალწელიანი ჯინსი აუცილებლად ამოკლებს ფეხებს იმის მიუხედავად, ფეხები გრძელია თუ არც მთლად.

long-legs-9ფეხებს ამოკლებს მინი კაბა, რომლის სიგრძეც წვივის შუამდე უწევს. თუ ცოტა სრული ფიგურა გაქვთ, აჯობებს ტრაპეციის ფორმის, მუხლებამდე კაბა ჩაიცვათ, თუ გამხდარი ხართ, არაჩვეულებრივი ვარიანტია ვიწრო, მუხლებამდე სიგრძისა და ოდნავ მაღალწელიანი კაბის შერჩევა. არც მთლად იდეალური მუხლების შემთხვევაში, ისინი შეგიძლიათ კლასიკური სიგრძის კაბით დაფაროთ და მასთან ერთად აუცილებლად  მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვათ.

long-legs-8სილუეტს და მათ შორის, ფეხებსაც კარგად აგრძელებს ოდნავ მუხლს აშორებული სიგრძის კაბა. თუ ძალიან გამხდარი ხართ, კაბა მუხლს ქვემოთ არ უნდა იყოს. თუ ფიგურა მინიკაბის ჩაცმის საშუალებას არ გაძლევთ, შეარჩიეთ მაქსი სტილი, რომელიც კოჭებს ქვემოთ იქნება დაშვებული.

long-legs-10ფეხების ვიზუალურად დაგრძელების კარგი საშუალებაა მაღალწელიანი შარვლები, რომელიც არაჩვეულებრივად ეხამება მომდგარ კოფთას, პერანგს ან ტოპს. თუ წელი ისეთი ვიწრო არ გაქვთ, რომ მომდგარი ტანსაცმელი ატაროთ, შეგიძლიათ მაღალწელიანი კაბა ჩაიცვათ, მაგრამ აქ აუცილებელია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმაც.

long-legs-11პრაქტიკულად ყველა ჩაცმულობის მთავარი ღირსება მაღალი ქუსლია. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, როცა თქვენს სილუეტს ვიზუალურად დაგრძელება სჭირდება, რადგან მაღალი ქუსლი ბუნებრივად აგრძელებს ფეხებს. ვისაც წვრილ ქუსლზე სიარული არ გამოსდის, მისთვის კომფორტული გამოსავალი ე.წ. „ტანგეტკაა“. ასეთი ფეხსაცმელი სასურველია ღია ფერისა და ზედმეტი მორთულობების გარეშე იყოს, რათა სიმძიმის შთაბეჭდილება არ შექმნას.

long-legs-5მოკლე ფეხებს არ უხდება ფეხსაცმელი, რომელიც ქამრით, ლენტით ან თასმით არის შემოხვეული კოჭზე ან წვივზე. ფეხებს მხოლოდ სრულიად ღია ფეხსაცმელი აგრძელებს. დახურული ფეხსაცმელი, განსაკუთრებით დაბალ ქუსლზე კაბასთან ერთად არ უნდა ჩაიცვათ.

და კიდევ რამდენიმე ეშმაკობა, რომელიც თქვენს ფეხებს უფრო გრძელს გამოაჩენს:

  • შავი ფერის გლუვი ფაქტურის წინდა, რომელიც ზუსტად ემთხვევა ფეხსაცმლის ფერს;
  • ვერტიკალურზოლიანი შარვალი;
  • კონტრასტი მაღალწელიან შარვალსა ან კაბასა და მოკლე ტოპს შორის;
  • ღია ფეხსაცმელები წვრილ ქუსლებზე.

ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით თქვენი გრძელი ან არც ისე გრძელი ფეხები ყოველთვის მიიპყრობს მოხიბლულ მზერებს.

long-legs-2

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე