მოტივაცია: როგორ გავუძლოთ დიეტის სიმკაცრეს?

???????????ყველა, ვისაც გახდომის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება უცდია, საკუთარ თავს უსვამს კითხვას – როგორ გავუძლო დიეტას? მწირი რაციონი ბევრ პრობლემას აჩენს – უარესდება გუნება-განწყობილება, მიღებული საკვების უმარილობა კი სიტუაციას უფრო ამძიმებს. რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც ჯერ არ მიუგნია პასუხისთვის ამ კითხვაზე 😉

ესთეტიკა და საჭმლის გემო

ყველაზე მკაცრი დიეტაც კი გახდომის მსურველებს პროდუქტების გარკვეული სახეობების ჭამის ნებას რთავს და არავინ გიშლით, მათგან დაბალკალორიული, მაგრამ საკმაოდ გემრიელი საჭმელი მოამზადოთ. მაგალითად, თუ თქვენს რაციონში ნაკლებცხიმიანი თევზის ხორცი ფიგურირებს, შეგიძლიათ ის ფოლგაში შეწვათ და მწვანილისა და ხახვისგან არომატული სოუსი მოამზადოთ. მზა თევზს კი ლიმნის წვენი დაასხათ, რაც მის გემოს ჯადოსნურად შეცვლის. ექსპერიმეტების არ შეგეშინდეთ, მთავარია დიეტის დადგენილ ჩარჩოებს არ გასცდეთ.

diet-6არც სანელებლები დაივიწყოთ (თუ მათ გამოყენებას თქვენ მიერ შერჩეული დიეტა არ კრძალავს). სხვათა შორის, ბევრ სანელებელს წონის დაკლების საქმეში თავისი წვლილის შეტანაც შეუძლია, განსაკუთრებით კი ეს ჯანჯაფილს (კოჭა), მიხაკს, წითელ, ცხარე წიწაკასა და ვანილს ეხება. საკვებს დამატებული ნატურალური სანელებლები უგემურ კერძს გააკეთილშობილებს, ზოგიერთი მათგანი კი ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს.

diet-9განსაკუთრებული მნიშვნელობა კერძის ვიზუალურ მხარეს აქვს – ჩვეულებრივი, მოხარშული ხორცის ნაჭერიც კი შეიძლება მწვანილით ლამაზად გააფორმოთ, გარნირად სხვადასხვა ფეხის ბოსტნეული დაულაგოთ და ასე შექმნათ ლამაზი კერძი, რომელიც სიამოვნებით შეიჭმება.

საკვების მიღების წესები

ალბათ, უკვე აღარ გჭირდებათ შეხსენება, რომ ნელა უნდა ჭამოთ და ყოველი ლუკმა გულდასმით დაღეჭოთ. საკვების ნელა მიღება დანაყრების შეგრძნებას შედარებით მალე მოიტანს, რადგან ნერწყვის ფერმენტებით სრულფასოვნად დამუშავებულ პროდუქტს ორგანიზმი სწრაფად ითვისებს.

diet-7შიმშილის შეგრძნების გაქრობას საჭმლის არომატიც შეუწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, რომ კერძის სუნი მალე დაგანაყრებთ, დეპრესიისგან თავის არიდების შანსსაც მოგცემთ და რაციონის სიმწირესაც დაგავიწყებთ.

„ტკბილი“ საკითხი

დეპრესიისა და იმედგაცრუების გრძნობის გაჩენას სწორედ ნახშირწყლების ნაკლებობა იწვევს. ამას ჩვეულებრივი ჩირის მეშვეობით შეგიძლიათ შეებრძოლოთ – თუ ჭამამდე 15 წუთის წინ ფინიკს, შავი ქლიავის ან ჭერმის ჩირს მიირთმევთ, განწყობაც გაგიუმჯობესდებაც და მადაც შესამჩნევად მოიკლებს. ხილზე, ბოსტნეულზე და ბურღულზე (განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ აქ ყავისფერი ბრინჯი) უარის თქმა არ ღირს. თუ დიეტა ხილის უმეტესობას გიკრძალავთ, თამამად შეგიძლიათ ვაშლი ან კივი მიირთვათ – ეს სასარგებლო ხილი ყველაზე მკაცრ დიეტასაც ვერაფერს დააკლებს.

diet-8წყლის საკითხი

ყველამ იცის, რომ წყალი ჩვენი სიცოცხლის საფუძველია. სწორედ ამიტომ დიეტის დროს დღიურად 2-2,5 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ, ხოლო თუ თქვენს ორგანიზმს ჭამის წინ თითო ჭიქა წყლით „გაანებივრებთ“, მადა შესამჩნევად შეგიმცირდებათ.

diet-10სტიმული და ყურადღების გადატანა

ჩვენი ნებისმიერ ქმედება სტიმულს ითხოვს, გამონაკლისი არც დიეტაა. რა ითამაშებს თქვენთვის სტიმულის როლს, თავად უნდა გადაწყვიტოთ. იფიქრეთ, როგორ მოგიხდებათ ტანსაცმელი, რომელიც თქვენეული გაგებით იდეალური ზომისაა ან ფოტოშოფში დამუშავებული თქვენი ფოტო, სადაც თქვენი ფიგურის მოდელებსაც კი შეშურდებათ.

diet-5გასართობ მანევრად კი ნებისმიერ ჰობის შეგიძლიათ მიმართოთ, იქნება ეს ხელსაქმე, კროსვორდების შევსება თუ ყვავილების გახარება. მთავარია, მოსაწყენ დიეტურ რაციონზე ფიქრს დააღწიოთ თავი.

კიდევ ერთი სტიმული შეიძლება იყოს ჯილდოს დაპირება საკუთარი თავისთვის – ყოველი დაკარგული კილოგრამი რაიმე ღირებულით აღნიშნეთ, მაგალითად, ყულაბაში განსაზღვრული თანხა ჩააგდეთ, რომელსაც დიეტის დასრულების შემდეგ რაიმე დიდი ხნის სასურველი ნივთის ან ღონისძიებისთვის დახარჯავთ.

diet-11ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებისა და ნათესავების მხარდაჭერას – ამის გარეშე წარმატება შეგიძლიათ დაივიწყოთ. ოჯახის წევრებმა შეიძლება თავი შეიკავონ კულინარიული შედევრების შექმნისგან, როცა სახლში დიეტაზე მყოფი წევრია, მეგობრებმა კი არ ხმამაღლა არ ისაუბრონ თქვენი მცდელობების ამაოებაზე.

აი, მარტივი რეკომენდაციები, რაც ნებისმიერი დიეტის დაცვაში დაგეხმარებათ!

diet-4

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე