საინტერესო ფაქტები მოდის ისტორიიდან

history-of-fashion

მოდის ისტორია, ალბათ, მაშინ დაიწყო, როცა ადამიანებმა პირველად მოიგონეს რაღაც ტანსაცმლის მაგვარი. მას შემდეგ კაცობრიობა სამოსს  არა მხოლოდ პირდაპირი ფუნქციით, არამედ არავერბალური კომუნიკაციის ერთგვარ საშუალებადაც იყენებს.

ტანსაცმლის საშუალებით  მის მფლობელზე საკმაო ინფორმაციის მიღება ნებისმიერ ეპოქაში იყო შესაძლებელი. სწორედ ამ გარემოებასთანაა დაკავშირებული მოდის ისტორიის ზოგიერთი საინტერესო ფაქტი.

ამბობენ, რომ მოდა სიტყვის თავისუფლების თავისებური ფორმაა, სამოსისა და აქსესუარების საშუალებით ხომ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასმას.

style-intro

თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, შუა საუკუნეების ევროპაში კათოლიკური ეკლესია მოითხოვდა, რომ ყველა ებრაელს თავზე ყვითელი ქუდი ეტარებინა, ანუ მაშინ სამოსი არა თავისუფლების,  არამედ უფრო დისკრიმინაციის ფორმა იყო.

1

იმ დროის ყველაზე ცნობილი მოდის მიმდევრები  ქსოვილისგან საოცარ კონსტრუქციებს ქმნიდნენ. საბოლოო ჯამში გამოდიოდა რაღაც შლაპისდაგვარი „რქებით“. ბუნებრივია, არც ეს აღაფრთოვანებდა ეკლესიის მესვეურებს და მათ ეს თავსაბურავებს  „ეშმაკისეულად“ მოიხსენიებდნენ.

ნაპოლეონის წყალობით

მოდის ისტორიას ბევრი პოზიტიური საინტერესო ფაქტიც ახსოვს, რომელიც თანამედროვე ადამიანის სამოსის ელემენტსაც წარმოადგენს. მაგალითად, ცოტას თუ ეცოდინება რასთან არის დაკავშირებული   რამდენიმე პატარა ღილის მიკერება ქალისა და მამაკაცის პიჯაკების სახელოებზე. აღმოჩნდა, რომ  ეს წესი პირველად ნაპოლეონ ბონაპარტმა შემოიღო ფრანგული არმიისათვის.

იმპერატორმა პირადად გასცა სამხედრო სამოსის სახელოებზე რამდენიმე ღილის მიკერების ბრძანება, რათა ჯარისკაცებს სახელოებით არ მოეხოცათ ცხვირი და შესაბამისად, არც  მუნდირები გაეფუჭებინათ.

თოჯინები – არა მხოლოდ ბავშვებისთვის

ნაპოლეონის დროს მოდა, როგორც ეგეთი, უკვე არსებობდა, თუმცა ტანსაცმლის დემონსტრირების ტრადიცია მოგვიანებით გაჩნდა. მოდელის ან მანეკენის ცნება მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს დაიბადა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  მანამდე დიზაინერები თავიანთი მხატვრული ჩანაფიქრის პოტენციურ კლიენტებთან დემონსტრირებას არ ახდენდნენ. მათ ტანსაცმლის ჩვენების მშვენიერი საშუალება გამონახეს – თოჯინების გამოყენებით.

3

თავიდან ყველა სამოსი შემცირებული ზომებით სწორედ თოჯინებისთვის იკერებოდა. გარკვეული ეკონომიკური გათვლაც არსებობდა:  საჭირო აღარ იყო დიდი ქსოვილების შესაძენად ფულის უაზროდ ხარჯვა.

საბავშვო მოდა

საბავშვო მოდა, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება დაახლოებით XIX საუკუნის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდა. ადრე ასეთი რამ უბრალოდ, არ არსებობდა, ხოლო ბავშვებს, მათ შორის ჩვილებსაც კი, უფროსებისაგან კოპირებული ტანსაცმლით მოსავდნენ.

მე-20 საუკუნის ბოლოს სიტუაცია პრაქტიკულად 180 გრადუსით შეიცვალა. დიზაინერებმა თავიანთი ჩანაფიქრების საბავშვო ტანსაცმელზე განხორციელება დაიწყეს, რათა შემდეგ იგივე მოტივები უფროსებზეც გადაეტანათ.

6

ორსულობის მოდა

ნაკლებად ცნობილი ფაქტი: შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში „საინტერესო 73მდგომარეობის“ მოდა არსებობდა. იმისთვის, რომ ორსულობის იმიტირება მოეხდინათ, ბევრი ქალი, მათ შორის წარჩინებულიც, კაბის ქვეშ ბალიშს იდებდა. იმაზე, თუ რას ფიქრობდნენ ამის შესახებ მათი მეუღლეები, ისტორია არაფერს ამბობს.

Face Control

ადამიანის სახის მიმართ გარკვეული მოთხოვნები არაერთხელ მისულა უკიდურესობამდე. აღორძინების ეპოქაში ქალის სახე მიმზიდველად არ მიიჩნეოდა, თუ თუ წარბები სუფთად არ ჰქონდა გაპარსული. მოდის ამ ჭირვეულობის საუკეთესო დემონსტრირებისთვის, ალბათ, მონა ლიზას გახსენებაც საკმარისია.

mona-lisa

რამდენიმე ცნობილი ფაქტი

XVII-XVIII საუკუნეებში ევროპელი მამაკაცები წვერის ტარებაზე უარს ამბობდნენ. რუსეთის მეფე პეტრე I  იძულებული გახდა, 1698 წელს წვერის გაუპარსაობაზე სპეციალური გადასახადიც კი დაეწესებინა, რათა თანამოძმეები წვერის ტარებისთვის გადაეჩვია. გადასახადი დიფერენცირებული იყო წოდებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით. 1715 წლიდან ყველა წვეროსანი ერთნაირ გადასახადს – წელიწადში 50 რუბლს იხდიდა. წვერზე გადასახადი 1772 წელს გაუქმდა.

p

თუმცა პეტრე I პირველი მეფე არ ყოფილა, რომელმაც წვერის ტარებაზე გადასახადი დააწესა. “საავტორო უფლება” ჰენრიხ VIII ეკუთვნის, რომელმაც ანალოგიური გადასახადი ინგლისში 1535 წელს დააწესა. გადასახადის ოდენობა გადამხდელის სოციალურ სტატუსზე იყო დამოკიდებული. მსგავსი საგადასახადო კანონმდებლობა მოწმედებდა ჰენრიხის ქალიშვილის – ელისაბედ I დროსაც. გადასახადი უნდა გადაეხადა ნებისმიერს, ვინც ორ კვირაზე მეტხანს არ გაიპარსავდა წვერს.

თუმცა მესამე ათასწლეულში ძლიერი სქესის წარმოამდგენელთა შორის წვერი კვლავ პოპულარული გახდა. წვერს ატარებენ ბრედ პიტი, პირს ბროსნანი, ხანდახან რობერტ პატინსონი და სხვა მრავალი.

მოკლე ვარცხნილობა, რომლებიც ასე პოპულარულია დღეს, ოდესღაც სამარცხვინოდ ითვლებოდა. შუა საუკუნეებში ყველა ქალს, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, გრძელი თმა უნდა ჰქონოდა. მეუღლის ღალატი კი, თმის სახალხოდ მოკლედ შეკრეჭით ისჯებოდა.

h

Advertisements
Comments
One Response to “საინტერესო ფაქტები მოდის ისტორიიდან”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] წახვიდეთ ერთად. მარტოხელა სასწორს კი ახალ, საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ელის, რომელთანაც ისეთ მჩქეფარე […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე