სწორად შერჩეული დიეტა – ჯანმრთელობისა და სილამაზის საწინდარი

diet-3დიეტის შერჩევის წესები

დღეისთვის ეფექტურად გახდომას უამრავი დიეტა გვპირდება. შეგიძლიათ ის თქვენი გემოვნების მიხედვით აირჩიოთ. თუმცა აქ ერთი პრობლემაა – როგორ უნდა ამოიცნოთ ის ერთადერთი დიეტა, რომელიც თქვენს ფიგურას გააუმჯობესებს და თან ჯანმრთელობასაც არ დაგიზიანებთ?

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დამოუკიდებლად დიეტის შერჩევა კატეგორიულად ეკრძალებათ ადამიანებს, ვისაც ზედმეტი ცხიმი აწუხებს, განსაკუთრებით თუ მას თან შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია ან გულის იშემიური დაავადებები ახლავს. მხოლოდ ექიმ-დიეტოლოგს შეუძლია ანალიზების მიხედვით დაუდგინოს პაციენტს კვების ისეთი რაციონი, რომლის მეშვეობითაც წონა ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე შემცირდება. თუმცა თუ ზედმეტი წონა ჯერ ავადმყოფობაში არ გადაგზრდიათ, შეგიძლიათ რომელიმე პოპულარული დიეტა დაიცვათ.

diet-0გახსოვდეთ: რაციონი ეროვნული სამზარეულოსთვის ტრადიციული პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს, რადგან მათთან თქვენი ორგანიზმი გენეტიკურად შეგუებულია. რასაკვირველია, ეგზოტიკურ პროდუქტებზე მთლიანად უარის თქმა არ ღირს, მაგრამ დიეტაში ისინი მთავარ ადგილს არ უნდა იკავებდეს.

diet-5და რაც ყველაზე მთავარია, ყურადღებით შეისწავლეთ დიეტა და დაფიქრდით, შეძლებთ მის დიდხანს, პრაქტიკულად, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაცვას?!

მონო დიეტები

დიეტის სწორად ასარჩევად ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეთ, რისგან შედგება საკვები პროდუქტები და რა ნივთიერებებია აუცილებელი თქვენი ორგანიზმისთვის და რა – მავნე. მაგალითად, საკვები რაციონიდან ცილით მდიდარი პროდუქტების მთლიანად ამოღება დაუშვებელია, რადგან მათში არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზამისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს ნებისმიერი მონო-დიეტის აუცილებელი პირობაა. ამიტომაც სასურველია მონო-დიეტა 1-2 კვირაზე მეტხანს არ დაიცვათ. დიეტოლოგები კვებაში ასეთ ზიგზაგებს კონსტრასტული განტვირთვის დღეებს ეძახიან. მოუწყეთ საკუთარ თავს „განტვირთვა“, თუ დიეტის დაცვის ფონზე თქვენმა წონამ კლება შეწყვიტა. ასეთი დიეტა კარგია კუჭის ზედმეტად განებივრების შემდეგაც, მაგალითად, საზეიმო სუფრის მერე ან უბრალოდ ორგანიზმის ცოტათი „გასაწმენდად“. არსებობს დაახლოებით 20 მონო-დიეტა – ხილის, ბოსტნეულის, კეფირის, ხაჭოთი, კომპოტითა და ბრინჯით, თევზით და ხორცითაც კი.

diet-6მონო-დიეტა გემოვნების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. სცადეთ რამდენიმე ყველაზე გემრიელი დიეტა და აირჩიეთ მათგან სამი ყველაზე ეფექტური. ეს დიეტები რიგრიგობით უნდა დაიცვათ. თუ მონო-დიეტის დახმარებით პირველ რიგში წონის შემცირების დაჩქარება გინდათ, ის კვირაში ერთხელ დაიცავით. ხოლო გამაჯანსაღებელი მიზნით მონო-დიეტის დაცვა რეკომენდებულია თვეში ერთხელ.

ძალიან კარგია ვაშლის დიეტა, რადგან ამ პროდუქტში ბევრია ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერება, რომლებიც სხვა პროდუქტებში საერთოდ არ შედის. გარდა ამისა, ვაშლის დიეტა წარმატებით ხსნის შეშუპებებს და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდიცაა.

diet-2დიეტის პირობები ასეთია: დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ კილონახევარი ახალი ვაშლი და არ მიიღოთ არანაირი სითხე. შეგიძლიათ ვაშლები აირღუმელში შეწვათ, მთელი კილონახევარი ან ნაწილი. მჟავე ვაშლის ჭამას არ გირჩევთ, რადგან ის მადას კიდევ მეტად გაგიღვიძებთ.

როდის და რამდენი ვჭამოთ?

წონის გარკვეულ დონეზე შენარჩუნებისთვის, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა დღეში 4-ჯერ ჭამა. თუ ჭამასა და ჭამას შორის შუალედები ხანგრძლივია, მადა თავისთავად ძლიერდება, ადამიანი თავს ვეღარ აკონტროლებს და უფრო მეტს ჭამს, ვიდრე მის ორგანიზმს სჭირდება.

diet-7თუმცა კვების ასეთი გრაფიკი არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ ჯერზე რამდენიმე თავი კერძი მიირთვათ: ეს მხოლოდ სამჯერ – საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე შეიძლება. დანარჩენ ჯერებზე კი საკვები უნდა იყოს მსუბუქი, მაგალითად ხილი, უცხიმო ხაჭო, ბოსტნეულის სალათი და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია დრო – ვახშამი 7 საათზე გვიან არასდროს მიირთვათ. თუ დასაძინებლად გვიან წვებით, დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე შეგიძლით მსუბუქად წაიხემსოთ – ერთი ჭიქა კეფირით ან უცხიმო იოგურტით.

diet-8ბევრი პაციენტი ამბობს: დილაობით არ მშია, სადილისთვის ვერ ვიცლი, ვახშმის დროს კი მხეცური მადა მაქვს. მართალია – თუ ადამიანმა ვახშმად ზომაზე მეტი მიირთვა, ღამის განმავლობაში მისი ორგანიზმი ვერ ისვენებს და დილას შიმშილის გრძნობაც არ აქვს. ეს ჩაკეტილი პათოლოგიური წრე აუცილებლად უნდა გაარღვიოთ.

როგორ მივხვდეთ, გვშველის თუ არა დიეტა?

diet-1დიეტა თქვენს ორგანიზმზე მორგებულია თუ: მუდმივად საჭმელზე არ ფიქრობთ, არ გიჩნდებათ შიმშილის უკონტროლო შეტევები და შიმშილის გრძნობა მხოლოდ დროდადრო გახსენებთ თავს და რასაკვირველია, თუ წონაში იკლებთ.

თავიდან, როგორც წესი, წონის დაკლება საკმაოდ სწრაფად ხდება, შემდეგ კი თანდათანობით ნელდება, რათა ბოლოს საერთოდ შეწყდეს. სასურველია წონის დღიურის წარმოება – ეს თქვენი მდგომარეობისა და დიექტის ეფექტურობის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. დღიურში აუცილებლად დააფიქსირეთ საწყისი წონა და შემდეგ ყოველი აწონვის შედეგებიც შეიტანეთ. დიეტის დასაწყისში ეცადეთ ყოველდღიურად აიწონოთ, შემდეგ კი 2 კვირაში ერთხელაც შეიძლება. სასწორზე დილაობით უნდა დადგეთ, უზმოზე და ყოველთვის ერთსა და იმავე ტანსაცმელში.

diet-9დიეტის დაწყებიდან დაახლოებით ორ კვირაში უნდა გაგიჩნდეთ შეგრძნება, თითქოს სულით და ხორცით გაახალგაზრდავდით, უნდა გაგიუმჯობესდეთ ხასიათი და შრომისუნარიანობა, გაქრეს გაღიზიანება და სისუსტე.

ამ პუნქტებიდან თუნდაც ერთის არშესრულება ნიშნავს, რომ დიეტა არასწორად გაქვთ შერჩეული. თუმცა ძალიან სასარგებლო გამოცდილება კი შეიძინეთ – თქვენ ხომ საკუთარი ორგანიზმის შესახებ ამდენი ახალი რამ გაიგეთ. ეს კი მომდევნო დიეტის უფრო ზუსტად დაცვაში დაგეხმარებათ.

diet-10

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე