ექსპრეს-დიეტების TOP შვიდეული

express-diet-1ხშირად ხდება, რომ სასწრაფოდ გჭირდებათ თავის წესრიგში მოყვანა და წონის დაკლება. გინდათ პირველი პაემნის, შვებულების ან კორპორატიული ფართის დროს კარგად გამოიყურებოდეთ, სრულფასოვანი დიეტისთვის კი დრო აღარ გყოფნით. ამიტომაც ექსპრეს-დიეტისთვის მიმართვა მოგიწევთ.

გთავაზობთ შვიდ ყველაზე ეფექტურ ექსპრეს-დიეტას, რომლებიც თქვენს ზედმეტ კილოგრამებს დროის შედარებით მცირე მონაკვეთში გაუმკლავდება.

ექსპრეს-დიეტა #1

ეს ოთხდღიანი დიეტაა, რომლის დაცვის შემდეგაც დაახლოებით 2 კილოგრამს დაიკლებთ.

პირველი დღის მენიუ მხოლოდ ცოცხალი ხილი და ბოსტნეულის წვენია. თუ შედეგის მიღწევა მართლა გინდათ, არ დაუმატოთ შაქარი ან რძე. შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის მწვანე ჩაი დალიოთ, წვენის რაოდენობა კი 1.5 ლიტრით უნდა შემოიფარგლოს.

express-diet-2ექსპრეს-დიეტის მეორე დღეს 1.5 ლიტრი ერთპროცენტიანი ცხიმიანობის კეფირი და 500 გრამი ცხიმგამოცლილი ხაჭო ხუთ პორციად გაყავით და დღის განმავლობაში 2,5-3 საათიანი შუალედით მიირთვით. ამ დღესაც, როგორც დიეტის დასაწყისში, მნიშვნელოვანია დიდი ოდენობით სითხის მიღება.

ბოლოს წინა დღემ უნდა ჩაიაროს დევიზით: „მხოლოდ სალათი!“. მიღებული სალათის ფურცლების წონამ არ უნდა გადააჭარბოს კილონახევარს, ხოლო მასზე მოსხმული ზეითუნის ზეთის მოცულობამ – ორ კოვზს. დღის განმავლობაში უნდა დალიოთ ბევრი წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი.

express-diet-3ექსპრეს-დიეტა ფრეშ-დღით მთავრდება. მიიღეთ მხოლოდ ახლადგამოწურული წვენები, მწვანე ჩაი და წყალი. პირველი დღის მსგავსად, წვენი 1.5 ლიტრზე მეტი არ უნდა იყოს, ჩაი და წყალი კი იმდენი შეიძლება, რამდენსაც თავად მოისურვებთ.

დიეტოლოგები დაჟინებით გირჩევენ, რომ ამ ექსპრეს-დიეტით ბოროტად არ ისარგებლოთ, რადგან მისი უფრო ხანგრძლივი ვადით დაცვამ წონის დაკლებასთან ერთად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაც შეიძლება გამოიწვიოს.

უკუჩვენება: ეს დიეტა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და შიდა ორგანოების დაავადებები აწუხებს.

ექსპრეს-დიეტა #2

ესაა სამდღიანი დიეტა და წონის სწრაფად დაკარგვას უზრუნველყოფს – თქვენ დაახლოებით 2 კილოგრამს დაიკლებთ. უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი 1 სუფრის კოვზი თაფლითა და 5-6 წვეთი ახალი ლიმნის წვენით, 15 წუთის შემდეგ კი უშაქრო მწვანე ჩაის ერთი ფინჯნით „ისაუზმეთ“.

სადილი უფრო ნოყიერი იქნება – ინდაურის შემწვარი ხორცი და მოხარშული ბოსტნეული, მაგრამ პორციის წონა 500 გრამს არ უნდა აჭარბებდეს.

express-diet-4ივახშმეთ 200 გრამი თეთრი კომბოსტოთი, რომელიც დაახლოებით 150 მლ. წყალში მარილის გარეშე უნდა მოხარშოთ. მიიღეთ ნახარშიც. ძილის წინ კი დალიეთ ერთი ჭიქა ცხიმგამოცლილი კეფირი.

ეს ექსპრეს-დიეტა საკმაოდ მშიერი დიეტაა, სამაგიეროდ ეფექტური და წონის დაკლებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. მისი დაცვა არ არის რეკომენდებული საკვების გადამამუშავებელი სისტემის ავადმყოფობებით დაავადებულთათვის.

ექსპრეს-დიეტა #3

წიწიბურას ერთკვირიანი ექსპრეს-დიეტა: მისი შედეგი 3-4 კილოგრამის სწრაფად მოკლებაა.

წიწიბურას მოხარშვა საჭირო არ არის, შეგიძლიათ ის საღამოს მხოლოდ დადუღროთ  – ერთ ჭიქა ბურღულზე ორი ჭიქა მდუღარე წყლით. დღიური ნორმა მხოლოდ უმარილო და უცხიმო წიწიბურაა და ასევე, მწვანე ჩაი შეუზღუდავი ოდენობით.

express-diet-5თუ ძილის წინ მიღებულ წიწიბურას ცხიმგამოცლილი კეფირის ერთ ჭიქას დააყოლებთ, ორგანიზმს შეიძლება მეტად ბობოქარი რეაქცია ჰქონდეს, თუმცა ეს წონის სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებათ.

უკუჩვენება: პროდუქტის მიღებისადმი ინდივიდუალური სირთულეებია.

ექსპრეს-დიეტა #4

კეფირის 6 დღიანი ექსპრეს-დიეტა, რომლის შედეგიც 3-დან 6 კილოგრამამდე წონის დაკარგვაა.

express-diet-6ირველი სამი დღე უნდა მიიღოთ 1.5-2 ლიტრი კეფირი და 200 გრამი უცხიმო და უმარილო ბრინჯი, მომდევნო 3 დღე კვლავ იგივე ოდენობით კეფირი და 300 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი. დამატებითი პროდუქტის სახით კეფირის ექსპრეს-დიეტის დროს შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობით ვაშლი მიირთვათ.

კეფირის ექსპრეს-დიეტის უპირატესობა სხვა იგივე ტიპის დიეტებთან შედარებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებაა, რაც საბოლოოდ წონის დაკლებაზე მნიშვნელოვანი შედეგია!

დიეტას კატეგორიული უკუჩვენებები არ აქვს. კეფირის დიეტას მხოლოდ ისინი უნდა მოერიდონ, ვისაც რძის პროდუქტებზე ალერგია აქვს.

ექსპრეს-დიეტა #5

სუპის ერთკვირიანი დიეტა. მისი ეფექტურობის მაჩვენებელი წონის 5-6 კილოგრამით შემცირებაა.

express-diet-8დიეტის ძირითადი პროდუქტი ბოსტნეულის სუპია და ამ სუპში ხახვი უნდა დომინირებდეს. მას ხარშავენ მაქსიმალურად დარბილებამდე, შემდეგ უმატებენ კომბოსტოს, მწვანე ბულგარულ წიწაკას და ნიახურს. ყოვედღიური რაციონი შეიძლება გაამრავალფეროვნოთ 200 გრამი შემწვარი კარტოფილით ან ამავე რაოდენობის უცხიმო და უმარილო ბრინჯით, ნებისმიერი მწვანე ბოსტნეულით ან 1.5 კილოგრამი ვაშლით. სასურველია სვათ ბევრი წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი.

უკუჩვენება: დიეტა არ არის რეკომენდებული პანკრეატიტით დაავადებულებისთვის.

ექსპრეს-დიეტა #6

ამ დიეტის ხანგრძლივობა 4 დღეა და შეიძლება წონაში 4 კილოგრამამადე დაიკლოთ.

სასურველი შედეგის მისაღებად მკაცრად უნდა დაიცვათ მენიუ:

პირველი საუზმე – 1 მოხარშული კვერცხი და უშაქრო მწვანე ჩაი.

მეორე საუზმე – 100 გრამი უცხიმო ხაჭო და ნაკლებცხიმიანი კეფირის 1 ჭიქა.

სადილი – 150 გრამი მოხარშული ხორცი (სურვილის მიხედვით: ქათამი, თევზი ან ძროხის ხორცი), 150 გრამი ბოსტნეულის სალათი ლიმნის წვენით და ვაშლი ან მსხალი.

ვახშამი – მწვანე ან რაიმე ბალახეულის ჩაი უშაქროდ.

??????????????????????????????????????უკუჩვენება: თუ კუჭი გაწუხებთ, ეს ექსპრეს-დიეტა არ უნდა დაიცვათ.

ექსპრეს-დიეტა #7

ექსპრეს-დიეტის სამი დღე და 2 კილოგრამით მსუბუქი გახდებით. ამ დიეტის საფუძველი უმარტივესი მათემატიკური გათვლაა – დღიურად 1300 კალორიაზე მეტი არ უნდა მიიღოთ! ამასთან მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება, ხილთან შედარებით უპირტესობის ბოსტნეულისთვის მინიჭება და ყოველგვარ ცომეულზე უარის თქმა.

ექსპრეს-დიეტის მენიუ შეიძლება ყოველდღე სხვადასხვაგვარი იყოს, ჩვენ მხოლოდ ძირითად კომპონენტებს გთავაზობთ, რაც თქვენეული ვარიაციებისთვის შეიძლება ამოსავალ წერტილად იქცეს.

express-diet-9საუზმე – ვაშლი, მთლიანი ხორბლის „ხლებცი“ ან 1 კვერცხი, 200 გრ. ნატურალური იოგურტი ხილის დანამატების გარეშე.

სადილი – 50 გრამი ქათმის მოხარშული მკერდი, 200 გრამი მოხარშული კარტოფილი, 100 გრამი უცხიმო ხაჭო.

ვახშამი – 100 გრამი მაკარონი, 1 პომიდორი, 100 გრამი შემწვარი თევზი ან ქათმის შემწვარი მკერდი.

მიუხედავად ექსპრეს-დიეტების ერთი შეხედვით სიიოლისა, მის დასაცავად ძლიერი ნებისყოფაა საჭირო. ასეთი მკაცრი მოთხოვნების შესრულება ზოგჯერ სრულფასოვანი დიეტის დაცვაზე რთულია, სამაგიეროდ წონა ოპერატიულად იწევს დაბალი ნიშნულისკენ!

სანამ ექსპრეს-დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ წონას ძირითადად ორგანიზმის გაუწყლოვნების ხარჯზე კარგავთ და დროთა განმავლობაში ის აუცილებლად აღდგება. სწრაფი გახდომა კანზეც მოქმედებს: ლოყები და მკერდი ფომფლოვდება, რისკის ქვეშ ექცევა კუჭი, თირკმელი, ღვიძლი და ნაწლავები. ასევე, ექსპრეს-დიეტას შეუძლია ორგანიზმში ცვლის პროცესები არიოს, რომელთა აღდგენისთვის არაერთი კვირის დახარჯვა მოგიწევთ.

თუ წონის პრობლემა უმნიშვნელოა, ექსპრეს-დიეტას ეფექტური შედეგი არ ექნება, ის მხოლოდ მაშინ არის მაქსიმალურად ეფექტური, როცა ნორმიდან გადახრა 15-20 კილოგრამია.

express-diet-10

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე