ყველაზე მოსახერხებელი ოფისი სახლში

4

ჩვენს დროში  ინტერნეტის წყალობით სახლში მუშაობა ერთგვარ ტრენდად იქცა. მაგალითად, იაპონიაში ზოგიერთ კომპანია პერსონალს დამატებით ანაზღაურებასაც კი სთავაზობს, თუ ისინი სახლიდან მუშაობას დათანხმდებიან. შესაბამისად, სწრაფი ტემპით ვითარდება სახლის ოფისების წარმოების ინდუსტრია.

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ სახლის ოფისი OfficePOD, რომელიც ნაყოფიერი მუშობისთვის აუცილებელი პირობების შექმნას ემსახურება. “აიყვანე შენი ბიზნესი შემდეგ დონეზე, შექმენი შენი საკუთარი სამუშო სივრცე”, – ასე ჟღერს OfficePOD-ის სლოგანი.

6

“ოფისპოდი” არის სივრცე ადამიანებისთვის, რომლებსაც სამუშაოდ აუცილებლად ესაჭიროებათ სიწყნარე და პრივატულობა.

1

OfficePOD, რომლის პროექტიც ბრიტანელ დიზაინერთა ჯგუფმა შეიმუშავა, ექსკლუზიური კაფსულაა (ზომები 2,1 მეტრი 2,1 მეტრზე), რომლის დამონტაჟებაც მარტივად არის შესაძლებელი ბაღში, ვერანდაზე, ტერასაზე, სახურავსა და ქუჩაშიც კი.

3

ინტერიერსა და სამუშაო პირობებზე ფიქრი საჭირო აღარ არის, რადგან ოფისპოდში ყველაფერია გათვალისწინებული – მაგიდა, სავარძელი, საოფისე კარადები და სხვ.

7

სახლის ოფისის ინტერიერის დიზაინსა და ექსტერიერის პროექტზე მუშობა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და შედეგიც ძალიან ეფექტური გამოვიდა. 

OfficePOD  მომხმარებელს საკმაოდ კომპაქტურ სივრცეში სამუშაოსთვის აუცილებელი ყველანაირი ავეჯის, ტექნიკისა თუ ნივთის განთავსების შესაძლებლობას სთავაზობს. ასევე აღსანიშნავია, რომ კაფსულას უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სრულყოფილი სისტემა აქვს.  

8

ოფისპოდის შესაქმნელად უმაღლესი ხარისხის გარემოსათვის უსაფრთხო მასალებია გამოყენებული.

2

ელექტროენერგია ოფისპოდს უსაფრთხო შეერთების საშუალებით გარაჟიდან ან სახლიდან შეიძლება მოეწოდებოდეს. ამავე მეთოდით შესაძლებელია სატელეფონო კაბელის ან ინტერნეტის შეყვანაც. თუმცა რასაკვირველია, უპირატესობა უკაბელო ტექნოლოგიებს ენიჭება.

5 9
ბრიტანელ დიზაინერთა ჯგუფმა “ოფისპოდის” შემდეგ ახალი კონცეფცია  MeetingPOD შექმნა, რომელიც კონფიდენციალური შეხვედრების მოსაწყობად არის განკუთვნილი.

meetingPod

“მითინგპოდი” უფრო დიდი ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი. “ოფისპოდის” მსგავსად, მისი განთვსება ყველგან შეიძლება – როგორც შენობაში, ისე მის გარეთ.

meetingpod2

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე