საბრძოლო ტანკები. ნაწილი II

tank-1ომებს შორის პერიოდის (1919-1938) ტანკები

მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ტანკების კონსტრუირების სამუშაოებში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის გარდა, სხვა „მოთამაშეებიც“ ჩაერთნენ. ამ პერიოდში მსოფლიო ზესახელმწიფოების გენერალური შტაბები და მთავრობები პირველი მსოფლიო ომის შედეგებს აფასებდნენ და მომდევნო, გაცილებით სისხლიანი ომის გარდაუვალობაც ესმოდათ, შესაბამისად ისინი გლობალური სამხედრო მოქმედებების სტრატეგიაზეც მუშაობდნენ. გენერალური შტაბების შემუშავებული სტრატეგიები სატანკო ნაწილებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და იარაღის კონსტრუქტორებსა და სამხედრო ქარხნებს საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე აყენებდა.

tank-2ომებს შორის წლებში ტანკთმშენებლები და სამხედრო პირები ვერ მივიდნენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე, როგორი უნდა ყოფილიყო ტანკის კონსტრუქცია და მისი გამოყენების ტაქტიკა, შედეგად კი გამოუშვეს ვიწრო სპეციალიზაციის ტანკები, რომელთა კონსტრუქციაც მოქმედებაში უუნარო აღმოჩნდა. მაგალითად, საბჭოთა მსუბუქადშეჯავშნული, მაგრამ სწრაფმავალი БТ-7, ფრანგული შვიდტონიანი Char 2C და საბჭოთა Т-35 – რამდენიმე ქვემეხითა და ტყვიამფრქვევით შეიარაღებული მძიმედმოძრავი გიგანტები.

Char-2Cამ წლებში გამოუშვეს პირველი ტანკები დიზელის ძრავით, რომლებმაც შემდგომში მთლიანად ჩაანაცვლეს ბენზინის ძრავიანი მანქანები.

bt-7ომის პერიოდის (1939-1945) ტანკები

მეორე მსოფლიო ომმა ტანკთმშენებლობის განვითარება დააჩქარა. სულ რაღაც ექვს წელიწადში ტანკების განვითარებაში იმხელა ნახტომი მოხდა, რაც მთელი წინა 20 წლის განმავლობაში მიღწეულსაც კი აღემატებოდა. ტანკების უმრავლესობა უკვე აღჭურვილი იყო ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშნით და მძლავრი, გრძელლულიანი ქვემეხებით. ომის ბოლოს ფრონტზე გამოჩნდა პირველი ღამის სამიზნეები, ტანკების რადიოფიკაცია კი მარტივ აუცილებლობად იქცა.

Tank-Nightტანკების გამოყენების ტაქტიკამაც სრულყოფის მაღალ დონეს მიაღწია. ომის პირველ ხანებში გერმანელმა სამხედროებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, როგორ შეიძლებოდა სატანკო შენაერთების გამოყენებით ოპერატიული და სტრატეგიული მანევრული ოპერაციების განხორციელება და ომის წრაფი მოგება (ე.წ. „ბლიცკრიგი“ გერმანიაში და ღრმა შეტევის ოპერაცია სსრკ-ში).

tanksმეორე მსოფლიო ომის დროს ტანკთმშენებლობის მსოფლიო ლიდერები გერმანია და საბჭოთა კავშირი იყვნენ. თუმცა განვითარების თანამედროვე თვალსაზრისით, ორივე ქვეყნის კონსტრუქტორების წარმოებულ ტანკებს ნაკლი მაინც აქვს. ყველაზე წარმატებული გერმანული ტანკები იყო Pz.IV, „პანტერა“ და მცირე ნაკლით, „ვეფხვი“ და „სამეფო ვეფხვი“. საუკეთესო საბჭოთა ტანკებად მიიჩნეოდა საშუალო სიმძიმის ტანკი Т-34 (სხვადასხვა ვარიაციებით, მათ შორის გვიანდელი მოდელი Т-34-85) და მძიმე ტანკები ИС-2 და ИС-3 (ეს უკანასკნელი ომის ბოლოს შეიქმნა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა აღარ მიუღია). სსრკ-ში შეიქმნა ასევე ჯავშანტექნიკის  სხვა, წარმატებული მოდელები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ტანკების გამანადგურებლები.

???????????????????????????????წითელმა არმიამ ჯავშანტეკნიკის ყველაზე დიდი დანაკარგი, მოწინააღმდეგესთან შედარებით, ომის გადამწყვეტ შეტაკებაში – კურსკის ბრძოლაში განიცადა (1943 წლის ივლისი-აგვისტო). თუ გერმანელებმა 1280 ტანკი და საიერიშო ტექნიკა დაკარგეს, საბჭოთა ჯარის დანაკლისი ჯავშანტექნიკის 6064 ერთეული იყო.

old-siviet-tankომისშემდეგომი პერიოდის  ტანკები სამ თაობად იყოფა. პირველი თაობა უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე შეიქმნა: საბჭოთა Т-44, Т-54, Т-62, Т-10, ამერიკული M48 და სხვა. ამ თაობის ტანკების ძირითადი დამახასიათებელი გაძლიერებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანი და დიდი კალიბრის (მინიმუმ 90 მმ.) ქვემეხებია.

M48მეორე თაობა 60-70 წლებში შეიქმნა მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღისა და ახალი, ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების პირობის გათვალისწინებით. ამ ტანკების ეკიპაჟი დაცულია  მასობრივი განადგურების იარაღისგან, გაუმჯობესებულია ჯავშანი, მეტია ელექტრონიკა (სიგრძის ლაზერული საზომები, ბალისტიკური გამომთვლელები და ა.შ.), მათი საცეცხლე ძალა კი დიდი კალიბრის ქვემეხების ხარჯზეა გაზრდილი. ეს მოდელებია საბჭოთა Т-64, Т-72, ამერიკული M60 და სხვ.

old-siviet-tankპირველი და მეორე თაობის ტანკების თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი თავის სამხედრო მოწინააღმდეგეებზე გაცილებით წინ იყო წასული.

მესამე თაობის ტანკები უკვე 70-80 წლებში გამოუშვეს, მათი სამხედრო გამოყენება კი 80-იანებში მოხდა. ამ თაობის ტანკი ხასიათდება დაცვის ახალი, მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით (აქტიური დაცვა, დინამიური დაცვა), სრულყოფილი ელექტრონიკით, ზოგიერთ მოდელში დაიწყეს აირტურბინული ძრავების გამოყენებაც. ამ თაობის ტანკებია საბჭოთა, რუსული მოდერნიზებული Т-72, Т-80, Т-90, ამერიკული „აბრამსი“, გერმანული „ლეოპარდი“ და სხვა.

პოსტის პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ.????????????

Advertisements
Comments
One Response to “საბრძოლო ტანკები. ნაწილი II”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ტანკის ძირითადი შეიარაღება არის მთლიანად ელექტრული ამძრავებით, ეჟექტორითა და თერმოიზოლაციის უზრუნველმყოფი შალითით აღჭურვილი, ორ სამიზნე სიბრტყეში სტაბილიზირებული 120 მმ–იანი ნაჭდევიანი ქვემეხი L11A5. დამკვეთის სურვილის მიხედვით, ტანკის შეიარაღებას შეიძლება დაემატოს 120მმ–იანი გლუვლულიანი ქვემეხები: გერმანული Rh–120 ან ფრანგული GIAT 120. ქვემეხის საბრძოლო კომპლექტი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის 50 გასროლაა. ჭურვების თითქმის ნახევარი (23 ცალი) მექანიკოს–მძღოლის ადგილის მარცხნივ, საბრძოლო მარაგების საცავში ინახება. საბრძოლო კომპლექტის მეორე ნაწილი, 2000 პატრონასთან ერთად კოშკურის ფსკერშია. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე