ვენა –ავსტრიის ულამაზესი დედაქალაქი

1ვენა მსოფლიოს ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია. მდიდარი ისტორიითა და უამრავი ღირშესანიშნაობით, განუმეორებელი სულითა და ტრადიციებით – ვენაში ყველა მოახერხებს რაიმე სათავისოს მოძებნას. რაიმე ისეთს, რაც ამ ქალაქში ხელმეორედ დაბრუნებას მოგანდომებთ.

ვენის მდიდარი ისტორია: ვენის ანუ თეთრი ქალაქის არსებობის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინა პერიოდიდან არსებობს, როდესაც ალპების მისადგომებთან, დუნაის ნაპირებზე პირველი დასახლება იყო. ჩვენი ერის I-V საუკუნეებში დიდი რომაული ბანაკი ვინდობონი იმ ადგილას მდებარეობდა, სადაც ახლა ვენის ცენტრია. ძველრომაული ნანგრევები დღეს ვენის ღირშესანიშნაობაა.

??????????რომაელები წავიდნენ, ვენის ცხოვრება კი გაგრძელდა. ქაროლინგების დინასტია, რომელმაც ამ მიდამოებში პირველი სასახლე ააგო, ბაბენბერგების ჰერცოგთა, ავსტრიის პირველი თავადური დინასტიის მმართველობით შეიცვალა. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ვენის პირველი არქიტექტურული „გაბრწყინება“ – ჩაიყარა ვენის უძველესი ეკლესიის წმინდა რუპრეხტის ტაძრის საძირკველი.

Vienna-sights-3ამ ხანებში აშენდა პირველი სასახლე, რომელიც შემდგომ დიდებული და პომპეზური ჰოფბურგის საფუძვლად იქცა. ჰოფბურგი ჰაბსბურგთა ძლევამოსილი დინასტიის ზამთრის რეზიდენცია იყო, რომელთაც ბაბენბერგები შეცვალეს და ვენა თავიანთი იმპერიის დედაქალაქად აქციეს.

Vienna-sights-6 Vienna-sights-5ჰაბსბურგებს ვენა მრავალ ულამაზეს ნაგებობას უნდა უმადლოდეს. ვენის ღირშესანიშნაობები, რაც დღეს ამ ქალაქში უამრავ ტურისტს იზიდავს არის – 100 მუზეუმი, 27 ციხე–სიმაგრე და დაახლოებით 150 სასახლე. ამ უკანასკნელთა შორის არის XVIII საუკუნეში აგებული ბელვედერის სასახლეების კომპლექსი – თავისი დროის ერთ–ერთი უდიდესი მთავარსარდლის, სავოის პრინცის საზაფხულო რეზიდენცია.

Vienna-sights-9 Vienna-sights-10წმინდა სტეფანეს ტაძარი, რომლის გარეშეც დღეს არა მხოლოდ ვენის, არამედ მთელი ავსტრიის წარმოდგენაც შეუძლებელია – ეს ნაგებობაც ჰაბსბურგების ეპოქას ეკუთვნის.

Vienna-sights-12 Vienna-sights-13სრულიად უჩვეულო არქიტექტურა აქვს კარლსრიხის ეკლესიას, იგივე წმინდა კარლოსის ეკლესიას, რომელიც შავი ჭირისგან დამცველად მიიჩნეოდა. ის XVIII საუკუნეს ეკუთვნის. ეკლესია წარმოადგენს სხვადასხვა სტილებისა და ეპოქების არასტანდარტულ ნარევს: ძველბერძნული პორტიკიდან და ძველრომაული თაღებიდან მასიურ გუმბათებამდე.

Vienna-sights-141874–1883 წლებში ვენა კიდევ ერთი შედევრით – ავსტრიის პარლამენტის შენობით დამშვენდა, რომლის წინ ცოტა მოგვიანებით ათენა პალადას დახვეწილი სკულპტურა დაიდგა.

Vienna-sights-15 Vienna-sights-18იგივე პერიოდს ეკუთვნის ვენის რატუშა. ნეოგოთიკური სტილის შენობა რინგშტრასეზე აღებული ქალაქის კედლის ადგილზეა აშენებული.

Vienna-sights-19მსოფლიო მუსიკალური ცენტრის სახელი, რასაც ვენა უკვე მრავალი საუკუნეა ატარებს, XIX ასწლეულში გაამყარა ვენის ოპერის შენობამ, რომელიც დღესაც ავსტრიის უდიდესი მუსიკალური თეატრია. აქ ტარდება უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ღონისძიებები, მათ შორის ცნობილი ვენური ბალი.

Vienna-sights-20XIX საუკუნის დასასრულს აიგო კიდევ ერთი ღირშესანიშნავი შენობა – ვენის სეცესიონი – საგამოფენო დარბაზი, რომელიც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ავსტრიულ მოდერნში.

???????????????????????????????ამ პერიოდში აშენდა დღესაც ცნობილი ვენის გაზჰოლდერები – გაზის უზარმაზარი რეზერვუარები, რომლებიც იმ დროისთვის ვენის ღირშესანიშნაობას სულაც არ წარმოადგენდა. XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე კი ამ ნაგებობებმა მკვეთრად შეიცვალა პროფილი და მყუდრო საცხოვრებელ კომპლექსებად იქცა.

Vienna-sights-23 Vienna-sights-24კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი – ჰუნდერტვასერის სახლი ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს. ეს ნაგებობა 1983-1986 წლებში აშენდა ფრიდენსრეიჰ ჰუნდერტვასერის პროექტით და ის მსოფლიოს არც ერთ სხვა შენობას არ გავს – სახლს არ აქვს ერთი სწორი ხაზიც კი, სამაგიეროდ ბევრია სიმწვანე და სხვადასხვა ფერის საღებავები.

Vienna-sights-26თანამედროვე ვენის ღირშესანიშნაობების სიაშია ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა – სამუზეუმო კვარტალი – ერთ-ერთი უმსხვილესი სამუზეუმო კომპლექსი. ეს არაა მთლად ახალი მშენებლობა – სამუზეუმო კვარტლის საფუძველი ყოფილი საიმპერატორო საჯინიბოებია, რომლებმაც XXI საუკუნეში ახალი სიცოცხლე შეიძინა და ხელოვნების ტაძრად იქცა.

Vienna-sights-27ვენაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ვენის პრატერი“ – უზარმაზარი პარკი და დასასვენებელი ზონა. ასობით ატრაქციონთან ერთად აქ არის „ეშმაკის ბორბალი“, რომელიც 1920-1985 წლებში მსოფლიოში ყველაზე დიდი მსგავსი ტიპის ნაგებობა იყო.

Vienna-sights-30 Vienna-sights-33პლანეტის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქის პანორამით შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ეშმაკის ბორბლიდან, ისე დუნაის კოშკის სათვალთვალო მოედნიდან. ავსტრიის დედაქალაქის ყველაზე მაღალი და ქვეყანაში სიმაღლით მეორე შენობა 252 მეტრია, სათვალთვალო მოედანი კი 150 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული.

Vienna-sights-34

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე