ორიგინალური თეთრი ლოფტი ნიუ იორკში

3

დიზაინის სტუდიამ UNStudio ნიუ იორკში, გრინვიჩ-უილიჯში ერთ-ერთი ლოფტის დიზაინზე მუშაობა დაასრულა.

აპარტამენტი მხატვარს ეკუთვნის და ამიტომ ლოფტი რაღაც საშუალოა საცხოვრებელ სახლსა და სამხატვრო გალერეას შორის.

5

მოგრძო და ფართო, დაბალჭერიანი ფართის პროპორციები დიზაინერებს ძალიან ურთულებდა სამუშაოს, თუმცა  ოპტიმალური ვარიანტის მოძებნა მაინც მოხერხდა.

შემოქმედებითი და საცხოვრებელი ზონების გასამიჯნად კედლების სტანდარტული სწორი ხაზის მომრგვალებულით ჩანაცვლება გადაწყდა, რამაც საინტერესო შედეგი გამოიღო. კედლები  ხელოვნების ნიმუშებისა და მფლობელის საკოლექციო ნივთებისთვის არაჩვეულებრივ საგამოფენო სივრცედ გადაიქცა.

6

მომრგვალებულ კედლებზე დამონტაჟებულ თაროებზე წიგნების დიდი კოლექციაცაა მოთავსებული – დერეფნის გარკვეული მონაკვეთის გავლისას, თავი ბიბლიოთეკაში გგონია.

1

გალერეა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადაზრდილია მისაღებ ოთახში, რაც დიზაინერთა თქმით, “კიდევ ერთხელ ამტკიცებს ცხოვრების მშვიდი და კომფორტული პირობების შემოქმედებით განწყობასთან კავშირს”.  შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველაფერი სიმშვიდით არის გაჯერებული.

დაბალი ჭერის გაფორმებაში შემოქმედებითი ელემენტების შეტანა მისი ერთგვარი შელამაზების მცდელობაა. ჭერის სიმაღლეს ასევე ვიზუალურად ზრდის 18 ათასი შუქოდიოდისგან შექმნილი განათების სისტემა.

4

ინტენსიურ განათებას კიდევ ერთი ფუნქციაც აქვს – ვიზუალურად გამიჯნოს სხვადასხვა საცხოვრებელი ზონა და ამავდროულად სხვადასხვა განწყობა შეიტანოს სახლის თითოეულ კუთხეში.

2

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე