Singita – აფრიკული სასწაულების სამყარო

Singita Sabi Sand – არასტანდარტული კურორტია აფრიკაში, რომელიც სტუმარს სრული განმარტოებისა და სიმშვიდის ატმოსფეროში დასვენებას სთავაზობს.

1

Singita ნიშნავს ადგილს, სადაც სასწაულები ხდება. “სინგიტა სები სენდზე” დასვენება კი მართლა სასწაულია – აუზში ბანაობის, უბრალოდ ტერასაზე ან ქვიშის მდინარეზე დასვენების დროს სპილოების, კამეჩების, ლეოპარდებისა და ანტილოპების დაკვირვება შეიძლება.

13

კომპლექსის ყოველი ნომერი აღჭურვილია აბაზანითა და საშხაპეთი ნომრის შიგნით, ერთი საშხაპე კი აუცილებლად ნომრის გარეთაა დამონტაჟებული. ყოველ ნომერს აქვს მაცივარი, სეიფი, კონდიციონერი, ვენტილატორები და ტელეფონი აუზი თბილი წყლით, ასევე საკუთარი ტერასა ბუხრით და მინი ბარით.

2

კომპლექსს აქვს საერთო რესტორანი, ბარი, ტრენაჟორების დარბაზი, სპა სალონი, ბიბლიოთეკა და ღვინის სარდაფი.

Singita Sabi Sand სტუმრებს ასარჩევად სთავაზობენ ერთ-ერთს რამდენიმე სასტუმრო კომპლექსიდან, რომელთა ნომრებიც ტრადიციულ აფრიკულ ქოხებს წააგავს. თუმცა ეს “ქოხები” ყველანაირი კომფორტით არის უზრუნველყოფილი.

3

პირველ სასტუმრო კომპლექსს, რომელიც 12 მყუდრო უმაღლესი კლასის ნომერს მოიცავს, Boulders Lodge ეწოდება. ის სიმშვიდეს განასახიერებს, რასაც ასე ძალიან აფასებენ აფრიკაში. სასტუმროს ამ ნაწილში ღვინის სარდაფიც ფუნქციონირებს.

კომპლექსის მეორე ნაწილი Ebony Lodge დიდგვაროვანის სასახლეს წააგავს. მყუდრო და თანამედროვე კომპლექსი სტუმარს განტვირთვისა და ნაკრძალში ცხოვრების არაჩვეულებრიობას აგრძნობინებს.

5

დასასვენებელი კომპლექსის ორივე ნაწილში  უმაღლესი კლასის განმარტოებული ნომრებია, რომლებიც ელეგანტური კომფორტის ნიმუშს წარმოადგენს. ეკლექტურად სტილიზებული სივრცე სავსეა მკვეთრი ფერებით, ეთნიკური ნაკეთობებით და აქსესუარებით.

8

Singita-ს კიდევ ერთი კომფორტული კომპლექსი – Castleton Camp ნაკრძალის ცენტრშია განთავსებული. ესაა სამი განმარტოებით მდგარი სოფლური ტიპის სახლი, რომელთაგანაც თითოეული ექვს-ექვსი ოთახისგან შედგება და გარშემორტმულია ბაღებით. ყოველ მათგანში თავისუფლად შეიძლება დაისვენოს მინიმუმ თორმეტმა ადამიანმა.

ორი მდინარის შეერთების ადგილზე განლაგებულია ნაციონალური პარკი Singita Kruge, სადაც ტურისტებს ყველაზე მეტად მიუწევთ გული. სასტუმრო კომპლექსი – Singita Lebombo Lodge, რომელიც 15 ნომერს მოიცავს, პირდაპირ პარკშია განთავსებული. მისი ტერასებიანი ნომრები უნიკალური დიზაინითა და კომფორტით გამოირჩევა.

15

ყოველი ტერასიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ნაციონალურ პარკზე. აქ შეიძლება მაქსიმალურად განიტვირთო და დაისვენო ქალაქის გიჟური რიტმისგან.

კომპლექს Sweni Lodge-ში ექვსი ნომერია, რომლებიც მდინარე სუენის გადაყურებს.

10

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია Singita-ს სამზარეულო, სადაც სტუმრებს უნიკალურ კულინარიულ ქმნილებებს და ექსკლუზიურ აფრიკულ ღვინოს სთავაზობენ. და ეს ყველაფერი შესაძლებელია მიირთვათ ტერასაზე, ბუხრის წინ და თან არაჩვეულებრივ აფრიკულ დაისს უცქიროთ.

9

ბავშვებისთვის კომპლექსში გათვალისწინებულია ჩოგბურთის მოედანი, ცალკე აუზი და ბატუტი.

დაათვალიერეთ Singita-ს არაჩვეულებრივი ნომრები და ხედები ჩვენს გალერეაში:

4 6 7 11 12 14 16 17 18

Advertisements
Comments
One Response to “Singita – აფრიკული სასწაულების სამყარო”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ახალ, საინტერესო ადამიანებთან, მოგზაურობა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებ…. თქვენი გარემოცვა ახალი ადამიანებით […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე