Fish House – ეგზოტიკური სახლი სინგაპურში

4

Fish House – ეგზოტიკური რეზიდენციაა სინგაპურში, რომლის დიზაინიც საპროექტო სტუდია Guz Architects-მა შეიმუშავა.

სახლის დაპროექტებისას მთავარი იდეა ზოგადად ბუნებასთან სიახლოვის საჭიროების ხაზგასმა და არსებულ ლანდშაფტზე მორგება იყო. არქიტექტორებმა ეს პირობა საკმაოდ ოსტატურად შეასრულეს – Fish House თანამედროვე ტროპიკული ბუნგალოა, რომელიც იდეალურად არის ინტეგრირებული გარემოსთან.

12

სახლის მშენებლობისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული სინგაპურის კლიმატური პირობებიც. შენობა ისეა დაპროექტებული, რომ უზრუნველყოფილია მისი ბუნებრივი ვენტილაცია. დაპროექტებისას არქიტექტორები შეეცადნენ, რაც შეიძლება მეტი შუშის ელემენტი (სახლის კედლების 1/2 შუშისაა) გამოეყენებინათ, რათა სახლის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონოდათ შეძლებისდაგვარად დიდხანს ესარგებლათ დღის განათებით. 

3

Fish House-დან არჩვეულებრივი ხედი იშლება ზღვაზე. საღამოობით სახლის მფლობელებს შეუძლიათ დასხდნენ და საათობით დატკბნენ ლამაზი ხედით არანაკლებ ლამაზი ტერასიდან, რომელიც პირდაპირ აუზშია “შეჭრილი”.

რაც შეეხება თავად აუზს, მასში Guz Architects-ის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მწვანე კუნძულია, რაც პროექტს მეტ ორიგინალობასა და  შარმს ანიჭებს. 

1

ოთახები საკმაოდ ვრცელი, სადა და ფუნქციურია. აქ ვერ ნახავთ რაიმე ნივთს, რომელიც მხოლოდ დეკორისთვის გამოიყენება. Fish House-ში ყველაფერი საჭირო და აუცილებელია.

3

უფუნქციოდ არც სახურავია დარჩენილი – მასზე არაჩვეულებრივი ბაღია გაშენებული, რომელიც რამდენიმე წელიწადში ნამდვილ ტყედ შეიძლება გადაიქცეს 😉

2 5 6 7 8 9 10 11

Advertisements
Comments
2 Responses to “Fish House – ეგზოტიკური სახლი სინგაპურში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ყველა დროის ფავორიტი კომპანიისგან Guz Architects, რომელიც სინგაპურში საუკეთესო კერძო […]

  2. […] მართლაც, სახლი მთლიანად სიმწვანეშია “ჩასმული”. აქ ყველაფერი ხასხასა მწვანეა – ცოცხალი ღობეებით დაწყებული, ბალახით დაფარული ტერასებითა და სახურავით დამთავრებული. რა თქმა უნდა, აქვეა Guz Architects-ის სტილისთვის დამახასიათებელი დეკორაციაც – აუზში ჩამონტაჟებული პატარა მწვანე კუ… […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე