ჯადოსნური ღამე: საახალწლო განათების იდეები

05

სადღესასწაულო დღეები, განსაკუთრებით კი ახალი წლის ღამე, ძნელი წარმოსადგენია მოციმციმე სინათლეების გარეშე. არც კი ვიცნობ ადამიანს, ვინც ნაძვის ხის მოსართავად მანათობელ გირლანდებს არ იყენებს!

მაგრამ ნაძვის ხის განათება ერთადერთი საშუალება არ არის, რომელიც საახალწლო ინტერიერის დეკორირებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.

იმავე გირლანდებით შეიძლება გაფორმდეს სახლის ნებისმიერი კუთხე, რომლის ლამაზად წარმოჩენაც გსურთ.

5-1

გალერეაში, რომელიც FRIDAY.GE-მ შეკრიბა, საახალწლო განათების იდეების შესახებ 50-ზე მეტი ფოტოა წარმოდგენილი. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ არაჩვეულებრივი დეკორის ნიმუშები გირლანდებით, ასევე განათების ორიგინალური ვარიანტები, საახალწლო სანთლების კომპოზიციები, ბაღისა და ექსტერიერის განათების ნიმუშები, საახალწლო ლანტერნები და სხვ.

6-16
სანამ იდეების აღწერაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ: აუცილებლად შეამოწმეთ გირლანდის კაბელის უსაფრთხოება, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები ელექტროობასთან დაკავშირებით; დეკორაციები ბავშვებისთვის (ასევე შინაური ცხოველებისთვის) ნაკლებად ხელმისაწვდომ ადგილზე მოაწყვეთ.

იმედია, ჩვენს საახალწლო გალერეაში წარმოდგენილი იდეები უკეთეს წინასაახალწლო განწყობას შეგიქმნით, ხოლო ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ 🙂

მანათობელი გირლანდები, შემოქმედებითი მიდგომა

თუ ნაძვის ხის მორთვა დაასრულეთ და გირლანდების ნაწილი მოგრჩათ, იქნებ სახლის სხვა კუთხეების განათებაც გეცადათ? მაგალითად, შემოახვიოთ გირლიანდა ნებისმიერ საახალწლო მორთულობას (ნაძვის ტოტებს, საახალწლო გვირგვინს თუ ოთახის მცენარეს). ამგვარად, ჩვეულებრივი საგნები, რომლებიც წლიდან წლამდე გამოიყენება, ახალ სახეს შეიძენს. 

გირლანდის განთავსება ასევე შეიძლება შტორის უკან ან შუშის მაგიდის ქვეშ; შედეგად კი მიიღებთ მანათობელ ფარდებსა და მაგიდას 😉

არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ფანჯრების ჩარჩოებზე შემოყოლებული გირლიანდა, კედელზე მოხაზული სხვადასხვა ფიგურა, საშობაო გვირგვინებსა და ნაძვის ტოტებში ჩაწნული გირლანდა და მრავალი სხვა.

2 3 4 5 7 9 10 13

მანათობელი ქილები

გირლიანდა შეიძლება მოათავსოთ შუშის ლარნაკში, ბოთლში, პატარა აკვარიუმში ან უბრალო ქილაში, რომელიც მაგალითად მჟავე კიტრის მირთმევის შემდეგ დაგრჩათ 😉 😉 

თუ ეს იდეა მოგეწონებათ, შეიძლება ქილიდან აღარც ამოიღოთ გირლანდა და ორიგინალური სანათი სხვა დღესასწაულების ან რომანტიკული საღამოების გასალამაზებლად გამოიყენოთ. ბოთლის ლანტერნის დამზადების ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია წაიკითხეთ ამ ლინკზე.

8
7-1 7-2 7-3 7-4 7-5 7-6

ბევრი, ბევრი სანთელი

ჩემთვის საახალწლო დღესასწაულები სურნელოვანი სანთლების გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია. სანთლებისგან უამრავი დეკორაცია შეიძლება მომზადდეს. კომპოზიციების შესაქმნელად შესაძლებელია გვირგვინების, უბრალო ჭიქების, ნაძვის ტოტების ან ნებისმიერი ნატურალური მასალის გამოყენება.

18-2 20 20-1 20-2 20-3 20-4 20-5 20-6 20-7 20-8 20-9 20-10 20-11 20-12 20-13 20-15

განათებული დეტალები

გირლანდებით, სანთლებით და ლანტერნებით სახლის ნებისმიერი კუთხე შეიძლება განათდეს: ჭაღები,  კარები, ფანჯრები, იატაკი, კედლები, ჭერი, ბუხარი, ნაძვის ხის სათამაშოებით თუ ეკომასალით მომზადებული საახალწლო კომპოზიციები.

18 1 30-23 30-24 40 40-1 40-3 40-4 40-6 40-7 40-9 40-10 40-11 40-12 40-13 40-14 40-15

ნაძვის ხის განათება

ამ თემას მგონი, კომენტარი არ სჭირდება – არაფერია ლამაზად მოციმციმე საახალწლო ნაძვის ხეზე უკეთესი. გირლანდები შეიძლება იყოს ფერადი ან ერთ ფერში, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ჩემი ფავორიტი ნაზი, თეთრი განათებაა 😉

6 6-0 6-1 6-2 6-4 6-5 6-6 ???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? 6-8 6-9 6-10 6-12 6-13 6-14 6-15 6-17 6-18 6-19 6-20

ვინტაჟური ლანტერნები

ბოლო წლებში  ვინტაჟური ლანტერნების გამოყენება სადღესასწაულო დიზაინში ერთ-ერთ მოდურ მიმართულებად იქცა. ლანტერნებით შესაძლებელია დეკორატიული “ნათელი კუნძულების” შექმნა ყველგან – ოთახებში, აივანზე, ვერანდისა თუ ეზოში. 

3030-1 30-2 30-4 30-5 30-6 30-7 30-8 30-9 30-10 30-11 30-12 30-13 30-15 30-16 30-17 30-18 30-19 30-20 30-21 30-22

ბაღის განათება საახალწლოდ

თუ კერძო სახლში ცხოვრობთ და თუნდაც პატარა ბაღი გაქვთ, დეკორატიული განათების მეშვეობით ის ნამდვილ ზღაპრულ სასახლედ შეგიძლიათ გადააქციოთ. გირლანდების დამაგრება შესაძლებელია კედლებზე, სახლის კუთხეებში, კარზე, ფანჯრებზე და რა თქმა უნდა, ნაძვის ხეზე 😉

01 02 04 14 15 16 17 17-1 17-2 17-3 17-4

FRIDAY.GE გილოცავთ ახალ წელს!

Advertisements
Comments
2 Responses to “ჯადოსნური ღამე: საახალწლო განათების იდეები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] რასაკვირველია, ბუხრის დიზაინის მთავარი ელემენტი საშობაო წინდები და გვირგვინია. ასევე შეიძლება გამოიყენოთ გირლანდები, საახალწლო განათება, მწვანე ან ხმელი ტოტები, გირჩებისგან დამზადებული დეკორის ელემენტები, საშობაო ატრიბუტიკა და აუცილებლად – ლამაზი დეკორატიული სანთლები. […]

  2. […] ლამაზად დეკორირებული სანთლები საახალწლო დიზაინის შეუცვლელი კომპონენტია. ევროპის ქვეყნებში, საშობაო სანთლებთან ლამაზი ტრადიციაა დაკავშირებული, რომლის შესახებ ჩვენ უკვე დავწერეთ ერთ-ერთ პოსტში. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე