ჭაღებისა და აბაჟურების გაფორმება საახალწლოდ. მასტერ-კლასი და 25 იდეა

chandeliers-and-pendants-3ახალი წლის ან შობის დღესასწაულების შეხვედრა წარმოუდგენელია საახალწლო სუფრის გარეშე . შეიძლება უკვე გიფიქრიათ კიდეც, როგორ გააფორმოთ ის ეფექტურად და დასამახსოვრებლად.

დღეს გვინდა წარმოვადგინოთ იდეების კოლექცია მათთვის, ვინც მაქსიმალური ორიგინალურობისაკენ მიისწრაფვის. ეფექტური სერვირება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა სერვირების ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერდება, თუ მაგიდის თავზე არსებული სივრცეც ლამაზად იქნება დეკორირებული.

chandeliers-and-pendants-27

ჭაღების გასაფორმებლად და მაგიდის თავზე სივრცის დეკორირებისთვის შეიძლება გამოიყენოთ მანათობელი გირლანდები, ნაძვის ხის სათამაშოები, ნაძვის ან ფიჭვის ტოტები, გირჩები, კენკროვნები, ცოცხალი, ხმელი ან ხელოვნური მცენარეები, ყვავილები, ლენტები, სათამაშოები, ფოტოები და ნებისმიერი დეკორატიული ელემენტი.

chandeliers-and-pendants-29

არასოდეს გიცდიათ რაიმე მსგავსის გაკეთება? დაიწყეთ უახლოეს საღამოს. ახალი შთაბეჭდილებები გარანტირებულია.

აი ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციაც ხელნაკეთი საახალწლო ჭაღისთვის.

დაგჭირდებათ: თოკი ან მსხვილი ძაფი “ჭაღის” დასაკიდად, თხელი მავთული (2-3 მმ დიამეტრის), დრეკადი ფიჩხი, სხვადასხვა ზომის გირჩები, ნაძვის ან ფიჭვის ტოტები, ასევე კენკროვნების ტოტები და სხვა ხმელი დეკორატიული მცენარეები. შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი საღებავი (მაგ. ყველაზე ხელმისაწვდომი – გუაში) და ლაქი ფიჩხების ან გირჩების შესაღებად.

ნაბიჯი პირველი: ფიჩხები დაალაგეთ ერთად და შეკარით მავთულით რამდენიმე ადგილას. საერთო სიგრაძე დაახლოებით 1 მეტრამდე შეიძლება იყოს.

ch-2

ნაბიჯი მეორე: შეკარით გვირგვინი და კიდევ ერთხელ კარგად დაამაგრეთ მავთულით შეერთების ადგილებზე.

ch-3

გირჩები და ხმელი დეკორატიული მცენარეები დაამაგრეთ ღეროებზე და შემოახვიეთ მავთული, თუ სურვილი გაქვთ შეღებეთ კიდეც.

ch-4

მსხვილი ძაფი ან თოკი შეკარით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და ბოლოებით კარგად შეკარით ფიჩხის გვირგვინზე.

ch-5

გვირგვინზე დაამაგრეთ ტოტები, კენკრა და გამხმარი მცენარეები. შეეცადეთ, ზომიერება დაიცვათ, რათა გვირგვინი მეტისმეტად არ დამძიმდეს.

ch-6

ბოლოს მიამაგრეთ უკვე მომზადებული გირჩები მავთულით. გვირგვინი  შეიძლება ჩამოკიდოთ ჭაღზე, სასურველია, სასადილო მაგიდის თავზე.

ch-1

გალერეაში კი, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, შეკერებიულია სხვადასხვა პროფესიონალის თუ მოყვარულის შემოქმედებითი გადაწყვეტა.

ზოგიერთი მათგანი მართლაც საოცრად კრეატიულია.
მაგალითად ამ ფოტოზე გამოსახული უბრალო ლითონის აბაჟური გაფორმებულია ნაძვის ხის ბურთებითა და ფითრის ტოტებით, რომლებიც შტორების სამაგრებითაა მიმაგრებული.

chandeliers-and-pendants-21

არანაკლებ საინტერესოა სხვა იდეებიც. მაგალითად, მთლიანი ტოტი მაგიდის გასწვრივ 😉

chandeliers-and-pendants-2

სხვა იდეები დაათვალიერეთ ჩვენს გალერეაში და დღესვე დაიწყეთ ჭაღებისა და აბაჟურების გაფორმება 😉 😉 😉

chandeliers-and-pendants-1 chandeliers-and-pendants-4 chandeliers-and-pendants-5 chandeliers-and-pendants-6 chandeliers-and-pendants-7 chandeliers-and-pendants-8 chandeliers-and-pendants-9 chandeliers-and-pendants-11 chandeliers-and-pendants-13 chandeliers-and-pendants-14 chandeliers-and-pendants-15 chandeliers-and-pendants-16 chandeliers-and-pendants-17 chandeliers-and-pendants-18 chandeliers-and-pendants-19 chandeliers-and-pendants-20 ??????? ??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? chandeliers-and-pendants-28 chandeliers-and-pendants-30

FRIDAY.GE სასიამოვნო და კრეატივით სავსე ახალ წელს გისურვებთ!

Advertisements
Comments
4 Responses to “ჭაღებისა და აბაჟურების გაფორმება საახალწლოდ. მასტერ-კლასი და 25 იდეა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საახალწლოდ ჭაღებისა და აბაჟურების, ფანჯრების, სუფრის, სკამების, ნაძვის […]

  2. […] ნებისმიერი კუთხე შეიძლება განათდეს: ჭაღები,  კარები, ფანჯრები, […]

  3. […] დაათვალიერეთ და დაამზადეთ გვირგვინები საკუთარი ხელით […]

  4. […] ხე სხვა ოთახში გიდგათ), ასევე ლამაზი ჭაღი ან აბაჟური, მაგიდის ცენტრის დეკორაციები, […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე