საშობაო წინდების ისტორია და იდეები ინტერიერის გასაფორმებლად

christmas stockings-2

საშობაო წინდები ერთ-ერთი უსაყვარლესი საშობაო-საახალწლო დეკორაციაა, რომელთა მეშვეობითაც სახლში არაჩვეულებრივი გარემოს შექმნაა შესაძლებელი.

christmas stockings-0

მართალია მაღაზიებში საახალწლო წინდების გარკვეული არჩევანია, თუმცა დიზაინის თვალსაზრისით არც თუ ისე საინტერესო. ასეთ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური, ეკონომიური და სახალისო გამოსავალი წინდების საკუთარი ხელით დამზადებაა. საშობაო წინდების შეკერვა ნამდვილად არაა უმაღლესი პილოტაჟი, ასე რომ ყველაზე გაუწაფავ მკერავსაც კი გამოუვა. აი ყველაზე მარტივი თარგიც 😉

7

ტრადიციულად საშობაო წინდებს ბუხართან კიდებენ, თუმცა რადგანაც საშობაო წინდები სადღესასწაულო დეკორის ნაწილია, მისი განთავსების მკაცრი წესები არ არსებობს, თანაც ყველა სახლში ხომ არ არის ბუხარი! უნდა არსებობდეს რაღაც იდეა, ფერების შეხამება და სტილი. დანარჩენი ყველაფერი ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

christmas stockings-19

საშობაო წინდებით შეგიძლიათ გააფორმოთ სახლში ნებისმიერი ოთახი; სასურველია აირჩიოთ გამოსაჩენი კუთხე.

christmas stockings-5

საშობაო წინდა საუკეთესო შესაფუთია პატარა საჩუქრებისათვის. ჩემს შვილს მშვენივრად მოეხსენება, რომ სანტა კლაუსი სწორედ საშობაო წინდებში უტოვებს წერილებსა და წვრილ-წვრილ ადვენთ-საჩუქრებს.

რატომ არის საშობაო წინდა საშობაო დღესასწაულების ატრიბუტი? ლეგენდა მოგვითხრობს, რომ საშობაო დღესასწაულის მფარველმა წმინდა ნიკოლოზმა ერთხელ ძალიან ღარიბი ოჯახის – დედისა და სამი ქალიშვილის შესახებ შეიტყო, რომელთაც ლუკმა პური ენატრებოდათ. წმინდანმა გადაწყვიტა, ოჯახს დახმარებოდა, მაგრამ კეთილი საქმეების გახსნილად კეთებაც არ უყვარდა. ამიტომ ღამით, როდესაც ყველას ეძინა, ბუხარში საიდუმლოდ ჩაყარა ოქროს მონეტებით სავსე სამი ქისა, რომლებიც ბუხართან გასაშრობად დაკიდებულ წინდებში ჩაცვივდა.

nicholas-1

ასე დაიბადა საშობაოდ ბუხრის წინდებით გაფორმებისა და წინდებში კი საჩუქრების ჩალაგების ტრადიციები.

ჩვენი სახლებისა თუ ბინების უმეტესობაში ბუხარი იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ეს სულაც არ არის მიზეზი უარი ვთქვათ ამ საყვარელ და ორიგინალურ დეკორაციაზე. საშობაო წინდები ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაკიდოთ კედლებზე, ავეჯზე, საწოლებზე, სკამებზე… მთავარი ხომ კეთილი, ლამაზი ტრადიციაა, რომელიც სიხარულს მიანიჭებს თქვენი ოჯახის წევრებსა და სტუმრებს.

დღევანდელ კოლექციაში ჩვენ შევკრიბეთ საშობაო წინდების ყველაზე საინტერესო იდეები, რომლებიც შთაგონების წყაროს მოძებნაში შეიძლება დაგეხმაროთ. 

დავიწყოთ ნაქსოვი წინდებით:

christmas stockings-1 christmas stockings-1-1 christmas stockings-1-2 christmas stockings-1-3 christmas stockings-1-4 Stockings

ახლა კი შეკერილი საშობაო წინდები:

christmas stockings-3 christmas stockings-4 christmas stockings-6 christmas stockings-7 christmas stockings-8 christmas stockings-9 christmas stockings-10 christmas stockings-11 christmas stockings-12 christmas stockings-13 christmas stockings-14 christmas stockings-15 christmas stockings-16 christmas stockings-17 christmas stockings-18 christmas stockings-20

FRIDAY.GE საჩუქრებით სავსე ახალ წელს გისურვებთ!

Advertisements
Comments
4 Responses to “საშობაო წინდების ისტორია და იდეები ინტერიერის გასაფორმებლად”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] – კედლის ნაძვის ხეები, გვირგვინები, საშობაო წინდები, გირლანდები, ადვენთ-კალენდრები, […]

  2. […] პოსტში ვნახავთ საახალწლოდ მოწყობილ ინტერიერებს, სადღესასწაულო დეკორის ნივთებს, […]

  3. […] ბუხრის დიზაინის მთავარი ელემენტი საშობაო წინდები და გვირგვინია. ასევე შეიძლება […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე