საუკეთესო საჩუქარი საახალწლოდ: იდეები სქრაფბუქინგისთვის

ახალ წლამდე ცოტა ხანია დარჩენილი და დროა საჩუქრებზეც ვიფიქროთ. ჩვენ გვაქვს კარგი იდეა უბრალო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო საჩუქრისათვის, თქვენ კი, იმედი გვაქვს – საკმარისი დრო და სურვილი მისი რეალიზებისთვის 😉

scrapbooking-4

პრაქტიკულად ყველგან, განსაკუთრებით კი იმ სახლებში სადაც ბავშვები ცხოვრობენ, მთელი წლის განმავლობაში გროვდება უამრავი ფოტო – ხშირად ძალიან სასაცილო და საყვარელი.

რა თქმა უნდა, მათი ნახვა კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანზეც შეიძლება, მაგრამ ეს ყველაზე იოლი და ნაკლებად შემოქმედებითი გზა იქნებოდა 😉

ჩვენ კი გთავაზობთ უნიკალური მინი პროექტის – სქრაფბუქის გაკეთებას. ის მიეძღვნება განვლილი წლის სასიამოვნო მოგონებებსა და იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ამ ახალ წელსაც შეხვდებით.

სქრაფბუქინგი (ინგ.: Scrapbooking), რომელიც წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, პერსონალური და ოჯახის ისტორიის  შენარჩუნების მეთოდია ერთგვარი ალბომის სახით. ესაა ტიპური სამახსოვრო, რომელიც მოიცავს ფოტოებს, ბეჭდურ მასალას, წერილებსა და არტვორქს.

scrapbooking-2

ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში სქრაფბუქების თემფლეითების შეძენაა შესაძლებელი, აქ კი უბრალოდ დიდი ფორმატის ქაღალდზე შეიძლება გაკეთდეს, ან სულაც ნაძვის ხის სათმაშოს ფორმა მიეცეს.

scrapbooking-15 scrapbooking-7

საყვარელი სურათების თუ რაიმე სამახსოვრო ჩანაწერების მოძებნა, ჩაწებება და გაფორმება კი არანაკლებ სიამოვნებას მოგიტანთ ვიდრე მზა სქრაფბუქის ჩუქება და დათვალიერება.

სქრაფბუქად საახალწლო ნაძვის ხეც კი შეგიძლიათ გადააქციოთ!

15-Unique-Christmas-Tree-Designs-11

სქრაფბუქი შესაძლოა დაბალფასიანი, მაგრამ ძალიან ძვირფასი საჩუქარი შეიძლება გამოდგეს მთელი თქვენი ოჯახისა და განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ასე, რომ სცადეთ – ახალ წლამდე საკმარისი დრო რჩება!

დაათვალიერეთ სქრაფბუქების თემფლეითები და მაგალითები, იქნებ რომელიმე იდეა მოგეწონოთ.

scrapbooking-16 scrapbooking-14 scrapbooking-13 scrapbooking-12 scrapbooking-9 scrapbooking-6 scrapbooking-5 scrapbooking-1

FRIDAY.GE ახალ წელს გილოცავთ!

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე