ლანტერნები ლუჩია ბრუნისაგან. მასტერ-კლასი

bottle-lanterns-3

ამ ლამაზი იდეის ავტორია იტალიელი დიზაინერი ლუჩია ბრუნი, რომლის დამზადებული ბოთლის ლანტერნები ბევრ იტალიურ კაფეს, რესტორანსა და სახლს ამშვენებს.

bottle-lanterns-1

ამგვარი სანათები შეიძლება გამოიყენოთ როგორც სახლის საახალწლოდ დეკორირებისთვის და ისე სხვა სეზონებზეც, რომანტიკული სიტუაციის შესაქმნელად.

bottle-lanterns-4

ლუჩია ბრუნის ნამუშევარმა, რომელიც სიმარტივითა და დახვეწილობით გამოირჩევა, მილანის დიზაინის კვირეულზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

ლანტერნების მთავარი ღირსება სილამაზესთან ერთად მათი დამზადების სიიოლეა 😉

დაგჭირდებათ: პატარა სანთლები,  ლამაზი ფორმის ბოთლები (სასურველია, დაბალი და ფართო), თუ სურვილი გექნებათ, კორპი და აუცილებლად – შუშის საჭრელი აპარატი.

კორპის ნაცვლად ბოთლის ყელის გასაფორმებლად შეიძლება გამოიყენოთ ფერადი ლენტები, ბაფთები, მძივები ან ნებისმიერი სხვა სამშვენისი.

ბოთლი სასურველია ოდნავ მუქი ფერის იყოს, რომ სანთლის შუქმა უფრო მკრთალი, ფერადი შეფერილობა შეიძინოს.

ჭრილის გაკეთებამდე ბოთლები რამდენიმე წუთით ცხელ წყალში მოათავსეთ, რათა ეტიკეტის მოცილება გაგიადვილდეთ.

bottle-lanterns-5

ბოთლზე ჭრილის ოვალური ფორმა, რომელიც ლუჩიამ გამოიყენა, ყველაზე მარტივი გასაკეთებელია, თანაც ფუნქციური თვალსაზრისით, საკმაოდ მოხერხებულიც. თუმცა ნებისმიერი სხვა ფორმის – რგოლის, ოთხკუთხედის გაკეთებაცაა შესაძლებელი.

bottle-lanterns-6

ჭრილის გაკეთების შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ კიდეების გახეხვა – „გაშკურკვა“, რომ სანთლის ჩადგმის, ამოღების ან ანთების დროს ხელი არ გაგეჭრათ. ასევე ამონაჭერი სანთლის ნაღვენთითაც შეგიძლიათ გაპოხოთ.

bottle-lanterns-7

სანთლის ასანთებად გრძელი ასანთის გამოყენება სჯობს.

bottle-lanterns-2

Advertisements
Comments
2 Responses to “ლანტერნები ლუჩია ბრუნისაგან. მასტერ-კლასი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] გასალამაზებლად გამოიყენოთ. ბოთლის ლანტერნის დამზადების ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია […]

  2. […] საშობაო ლანტერნების ფოტოები და შექმე… […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე