საახალწლო დეკორაციები: სანათი საკუთარი ხელით

s-5

ასეთი სანათის დამზადება ნებისმიერს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ ყველაზე ხელმისაწვდომი მასალა, ცოტა მონდომება და ცოტაც სიფრთხილეა საჭირო.

მასალა: ცარიელი ბოთლი,  საბურღი აპარატი (სპეციალური შუშის საბურღი პირით), სათვალე, საიზოლაციო ლენტა (ან სკოჩი), ნათურებიანი გირლანდა და თუ სურვილი გაქვთ, სანათის მზა “ქუდიც”. 

s-2

დამზადების პროცესი:

ბოთლი გარეცხეთ, მოაცალეთ ეტიკეტი (თუმცა თუ ეტიკეტი ლამაზია, ის დეკორის ელემენტადაც შეიძლება დატოვოთ) და კარგად გააშრეთ.

იმ ადგილზე, რომლის გაბურღვასაც აპირებთ, ბოთლს დააწებეთ საიზოლაციო ლენტის ნაჭერი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გაბურღვის დროს საბურღი ბოთლის პრიალა ზედაპირზე არ გაცურდეს.

ბოთლი გაბურღეთ ისე, რომ დაახლოებით 1 სმ დიამეტრის მქონე ხვრელი გამოვიდეს (ხვრელის ზომა დამოკიდებულია გირლანდების ნათურების ზომაზე).

s-3

გაბურღვის დროს აუცილებლად გამოიყენეთ  დამცავი ხელთათმანები და სათვალე.

ბოთლი გადმოაბრუნეთ და გაბურღული ადგილიდან ბოთლში ფრთხილად მოათავსეთ ნათურებიანი გირლანდა.

s-4

განათებულ ბოთლს არავითარ შემთხვევაში არ დაახუროთ თავსახური 🙂

s-1

ბოთლის ზედა ნაწილზე შეგიძლიათ მოათავსოთ სანათის მზა “ქუდი”, თუმცა გირლანდით განათებული ბოთლები ისედაც ლამაზია და შესაძლოა ზედმეტ დეკორატიულ ელემენტებს აღარც საჭიროებდეს.

s-6

Advertisements
Comments
2 Responses to “საახალწლო დეკორაციები: სანათი საკუთარი ხელით”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] თუ ეს იდეა მოგეწონებათ, შეიძლება ქილიდან აღარც ამოიღოთ გირლანდა და ორიგინალური სანათი სხვა დღესასწაულების ან რომანტიკული საღამოების გასალამაზებლად გამოიყენოთ. ბოთლის ლანტერნის დამზადების ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია წაიკითხეთ ამ ლინკზე. […]

  2. […] საკმაოდ ორიგინალური გზა მოძებნა – ბოთლები მაგიდების დიზაინისთვის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე