როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ორიგინალურად – დები თრევისის 6 სტილი

aaშობა-ახალი წლის დღესასწაულები დეკორატორების უმეტესობისათვის საინტერესო იდეების წარმოჩენის დროა. ნაძვის ხის დეკორირება კი, ტრადიციულად, ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. კანადელი დეკორატორი დები ტრევისი (Debbie Travis) შობისთვის ექვს თემატურ მიმართულებას გვთავაზობს, რომელთაგან თითოეულს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს.

debbie-travis-2

თემა N1: დათოვლილი ტყე

საახალწლოდ ტყეები სავსეა სუფთა თოვლით, რომელის სითეთრე თითქოს ცისფერში გადადოს. აქედან გამომდინარე, ნაძვის ხის მოსართავად დები ტრევისი ლურჯისა და ცისფრის თეთრთან ან ვერცხლისფერთან შეხამებას გვთვაზობს.

debbie-travis-5

თემა N2: შობა პიტნის არომატით 😉

დები თრევისი ამ თემას Peppermint-ს უწოდებს. მთავარი იდეა მკვეთრი შეგრძნებებია. სათამაშოებიდან ვირჩევთ მხოლოდ ისეთებს, რომლებიც მოძრაობასთან, ადრენალინთან ასოცირდება და აქვთ მარტივი ნახატი (ზოლები, კოპლები) ან დასამახსოვრებელი ფორმა (მაგ.: სპირალური). ფერებიც მკვეთრი და კონტრასტულია – ძირითადად წითელი და თეთრი.

debbie-travis-6

თემა N3: ძველი ტკბილი ზღაპარი

Debbie ამ თემას უწოდებს – “Once upon a time”, ისე, როგორც ძველი კეთილი ზღაპრები იწყება. ესაა თემა რეტრო მოტივებითა და ნახევრად გამჭვირვალე ტონებით.წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყველაფერი პასტელის ტონებშია გადაწყვეტილი, სუფევს სიმშვიდე და რომანტიკა. ფერების შეხამება ძალიან ნაზი და დახვეწილია. 

debbie-travis-7

თემა N4: მასკარადი

ამ თემის შთაგონების წყარო ვენეციაა: ნიღბები და სირაქლემას ფრთები, პეპლები და ფერიები, ძვირფასი ქვები, ატლასი და ბრჭყვიალები. ფერები თამაშობს და ერთმანეთში გადადის.საახალწლო შუქების ბრწყინვის ფონზე ეს სტილი განსაკუთრებით მომხიბლავად გამოიყურება.

debbie-travis-8

თემა N5: ოქროს ფისტა

Golden Pistachio (ოქროს ფისტა) – ასე დაარქვა ამ იდეას დები თრევისმა. ეს არის სხვადასხვა ტონის ყავისფერი, მოყვითალო და მწვანე ფერების შეხამება, დამატებით კი მცირე ბრწყინვალება – საახალწლო განწყობის შესაქმნელად.

debbie-travis-9

თემა N6: სახლი სოფელში

ახალ წელთან დაკავშირებული ბავშვობის მოგონებები და ოჯახური ტრადიციები ყოველ ჩვენგანს აქვს. ზოგი ისევ ისე რთავს ნაძვის ხეს, როგორც ამას მშობლები აკეთებდნენ, ხოლო ძველი სათამაშოები ღიმილს გვრის. სწორედ ბავშვობის მოგონებებით არის შთაგონებული შემდეგი თემა, რომელსაც დები თრევისი “კანადურ შობას” უწოდებს.

კანადელთა საყვარელი დეკორაციები – საშობაო წითელი ყვავილები, კენკრა, სათამაშო ცხენები, ტყის ცხოველები, ხის ნაკეთობები ანსაკუთრებით ლამაზად დათოვლილ ნაძვის ხეზე გამოიყურება.

debbie-travis-10

გააფორმეთ ნაძვის ხე დების თრევისის სტილში. ჩემი ფავორიტი კანადური შობაა!

debbie-travis-4

Advertisements
Comments
2 Responses to “როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ორიგინალურად – დები თრევისის 6 სტილი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] სუფრის, სკამების, ნაძვის ხის გაფორმების შესახებ,  ახლა კი გვინდა შევეხოთ […]

  2. […] წლამდე რამდენიმე კვირა რჩება და ნაძვის ხის მორთვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე