საახალწლო სუფრის დეკორი 2014 წლისთვის

new-year-table-decor-3დამდეგი 2014 წლის სიმბოლო ლურჯი ხის ცხენია. ის შემოქმედებითი ნატურაა, ამიტომაც საახალწლო სუფრის სერვირებისას არაორდინალურ, შემოქმედებით ხერხებს უნდა მიმართოთ. ეს დღე თქვენი დეკორატორის ნიჭის წარმოჩენის შესანიშნავი საშუალებაა.

new-year-table-decor-1სუფრის დეკორი უნდა გაკეთდეს თეთრ, ცისფერ, ლურჯ და ვერცხლისფერ ტონებში, რადგან წლის სიმბოლოს ფერი ლურჯია. მაგიდის გადასაფარებელი ღია, პასტელის ტონებში უნდა იყოს, თეფშები კი ლურჯი ან მწვანე, მხოლოდ აუცილებლად ნახატებით, რათა მოსაწყენად არ გამოიყურებოდეს. ხელსახოცები და მისი რგოლები თეფშების ფერის კონტრასტული უნდა იყოს, მაგალითად თეთრი ვერცხლისფერი რგოლებით.

new-year-table-decor-2თუ სუფრის გაფორმებისთვის ერთ საბაზისო ფერს აირჩევთ, სადღესასწაულო დეკორი მონოქრომული და ცოტა მკაცრი გამოგივათ, ამიტომ აჯობებს სუფრა რამდენიმე ფერში, მაგალთად თეთრ, ცისფერ და ლურჯ ფერებში გააფორმოთ. საახალწლო სერვირების მთავარი წესი ასეთია: დეკორის ელემენტები, ჭურჭელი, ტექსტილი ფერის ერთ გამაში უნდა იყოს გადაწყვეტილი. ფერები ერთმანეთს უნდა ეხმიანებოდეს. საკმარისია, თუ სუფრის მორთულობა სამ ძირითად ფერსა და მათ რამდენიმე ტონალობაში იქნება გადაწყვეტილი.

new-year-table-decorations-20მნიშვნელოვანია სუფრის ცენტალური ფიგურის შერჩევა – ეს შეიძლება იყოს ნაძვის ტოტების ლამაზი თაიგული, ცოცხალი ყვავილები ან სულაც წლის სიმბოლოს პატივსაცემად ცოცხალი მწვანილის, შვრიის ორცხობილის, შაქრისა და სტაფილოს ლამაზი კომბინაცია.

საყვარელი დღესასწაულისთვის სუფრის მზადებისას კარგი განწყობა აუცილებელი პირობაა. ლამაზად გაწყობილი საახალწლო სუფრით თქვენს სტუმრებს არა მხოლოდ სიამოვნებას მიანიჭებთ, არამედ თქვენი დახვეწილი გემოვნების, გამომგონებლობისა და ფანტაზიის დემონსტრირებასაც მოახდენთ. ნაძვის მწვანე ტოტები, საახალწლო სანთლები, მძივები, ნაძვის ხის სათამაშოები, საკუთარი ხელით გამოჭრილი ფიფქები – საახალწლო სუფრის კომპოზიციის შესაქმნელად ყველაფერი გამოგადგებათ.

new-year-table-decor-5სუფრა – მაგიდის სერვირება სუფრით იწყება. თეთრი აბრეშუმის სუფრა ძალიან სადღესასწაულოდ გამოიყურება, თუმცა შეგიძლიათ ძირითად სუფრას მეორე, შედარებით პატარა, იგივე ფერის მოქარგული სუფრა გადააფაროთ. ამას გარდა, შესაძლებელია მაგიდაზე კანფეტებისა და ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ვარსკვლავების, ფოტოკოლაჟის ან ხასხასა აბრეშუმის ხელსახოცების გამოყენებით კომპოზიციები შექმნათ.

new-year-table-decor-4

ხელსახოცები – საახალწლო სუფრას ნაჭრისგან გაკეთებული ხელსახოცები უხდება. ისინი აუცილებლად
უნდა ეხამებოდეს სუფრას – იყოს იგივე ან კონტრასტულ ფერში. სასურველია ხელსახოცების რგოლებიც გქონდეთ, თუმცა თუ მზა რგოლები ვერ იშოვეთ, საკუთარი ხელითაც შეძლებთ გაკეთებას – ააცვით მძივები ძაფზე, გამოიყენეთ სამაჯურები ან აბრეშუმის ლენტები.

ჭურჭელი – შეარჩიეთ სადღესასწაულო ჭურჭელი, სასურველია ერთსახოვანად მოხატული და გააფორმეთ ისინი საახალწლო რეკვიზიტებით: ნაძვის პაწია ტოტებით, ფიფქებით, ვარსკვლავებით და სანტა კლაუსებით.

თუ 2014 წლის მფარველ ცხენს ლამაზად გაწყობილ საახაწლო სუფრას დაახვედრებთ, ის ნასიამოვნები დარჩება და მთელი წლის განმავლობაში ზრუნვასა და მხარდაჭერას არ მოგაკლებთ, ამიტომ სუფრის დეკორირებას მთელი მზრუნველობით უნდა მიუდგეთ.

new-year-table-decor-7Friday ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და გთავაზობთ საახაწლო სუფრის სერვირების რამდენიმე საინტერესო ნიმუშს სხვადასხვა ფერებში:

new-year-table-decor-6 new-year-table-decor-8 new-year-table-decor-9 new-year-table-decor-10 new-year-table-decor-11 new-year-table-decor-12 new-year-table-decor-13 new-year-table-decor-14 new-year-table-decor-15 new-year-table-decor-16

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე