როგორ შევხვდეთ ახალ 2014 წელიწადს

blue-wooden-horse-1აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, ყოველი ახალი წელი ჩვენთან მარტო კი არა, თავის მფარველთან ერთად მოდის. ახალი 2014 წლის სიმბოლო ლურჯი ხის ცხენია. ახალი წელი თითქმის ყველა ადამიანისთვის არა კალენდარში დასვენების დღედ მონიშნული რიგითი დღესასწაული, არამედ ცხოვრების კარდინალურად (შესაძლოა ასე მკვეთრად არა, მაგრამ მაინც) შეცვლის შანსია. ადამიანს უძველესი დროიდან სჯეროდა, რომ ახალ წელს სასწაული მოხდება, ამიტომაც უზენაეს ძალებს სურვილების ასრულება უნდა სთხოვოს. თუმცა ფანტაზია რეალობად რომ იქცეს, ამისთვის წლის მფარველს სწორად უნდა შეეგებოთ. მაშ ასე, როგორ შევხვდეთ ხის ლურჯი ცხენის წელიწადს?

blue-wooden-horse-2როდესაც წლის მფარველი ლურჯი ხის ცხენია, იოლი მისახვედრია, რა ფერებში უნდა შეეგებოთ ახალ წელს – ამ დღესასწაულისთვის ყველაზე შესაფერისი ლურჯი ან ყავისფერი ფერებია. აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, წლის მთავარი სიმბოლოს ფაფარი და კუდი მომწვანოდ იქნება შეფერილი. შესაბამისად, საახალწლო ტანსაცმელში მწვანის ყველა ტონი შეგიძლიათ ჩართოთ.

new-year-1ფერების გარდა, წლის ყველაზე ჯადოსნური ღამის შესახვედრად თავად ტანსაცმლის შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცხენი ყველაზე კეთილშობილი და არისტოკრატული ცხოველია, შესაბამისად დისჰარმონიის ნებისმიერი გამოვლინება მას უკმაყოფილოს დატოვებს. საახალწლო კოსტიუმი, პირველ რიგში ქალური და ელეგანტური უნდა იყოს. შესანიშნავი იქნება მუქი ზურმუხტისფერი ან ლურჯი საღამოს კაბა. მით უფრო, რომ ეს ფერები 2014 წლის ზამთრის ტრენდია.

green-dressასევე ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო ღამისთვის აქსესუარების შერჩევა. გაითვალისწინეთ, რომ ცხენს მეტისმეტი პომპეზურობა და ბრწყინვალება არ უყვარს, ამიტომ ახალი წლის ღამეს უარი თქვით ბიჟუტერიაზე და ოქროს ან ვერცხლის სადა სამკაულები გაიკეთეთ. მით უფრო, რომ აღმოსავლურ კულტურაში ოქრო სიმდიდრესა და კეთილდღეობასთან სიმბოლიზდება. ცხენის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საუკეთესო გზა საახალწლო მორთულობაში ნატურალური ხის აქსესუარების ან სამკაულების შეტანაა. მაგალითად, ეთნიკურ სტილში შესრულებული საყურე, გულსაბნევი ან ხის ლამაზი, მასიური სამაჯური.

wooden-accessoriesროგორ გავაწყოთ სუფრა

ნებისმიერ დღესასწაულზე ცენტრალური ადგილი სუფრას უჭირავს და ამ მხრივ არც ახალი წელია გამონაკლისი, შეიძლება ითქვას კიდეც, რომ პირიქით 🙂 2014 წლის ღირსეულად შეხვედრისა და თქვენი სამომავლო გეგმების რეალიზაციისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, სადღესასწაულო სუფრის შუაგულში ცხენის საყვარელი კერძი – შვრია ან ქერი ჩადგით. რასაკვირველია, ეს პროდუქტები ახალი წლის სუფრაზე მადას ალბათ არავის აღუძრავს, მაგრამ შეგიძლიათ ისინი სუფრის მთავარ მორთულობად აქციოთ – საკმარისია შვრიის მარცვლები მწვანილით ან ხილის ლამაზად დაჭრილი ნაჭრებით გააფორმოთ.

plural-oats-with-fruitცხენის საყვარელი სასუსნავი ვაშლი და სტაფილოა. ეს სასარგებლო პროდუქტები სალათების ინგრედიენტად ან დესერტის შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ. აღმოსავლური სიბრძნის თანახმად, 2014 წლის შესახვედრად ნაძვის ხის ქვეშ ლამაზი წითელი ვაშლი, წყლიანი ფიალა და წითელი ლენტით შეკრული ცოტაოდენი თივა უნდა დადოთ – ამის დანახვის შემდეგ ცხენი მოლბება და თქვენი ოჯახისთვის ბედნიერებას არ დაიშურებს 😉 😉 😉

Christmas-Treeსაახალწლო კერძების მორთვისას უხვად გამოიყენეთ მწვანილი, ბოსტნეული და ხილი. მაგიდას ნატურალური ქსოვილის ლურჯი, მწვანე ან თეთრი სუფრა გადააფარეთ და ძალიან კარგი იქნება, თუ მაგიდას ხის ჭურჭლით გააწყობთ.

wooden-dishesროგორ მოვამზადოთ სახლი 2014 წლის შესახვედრად

უმთავრესია, ახალი წლის ღამეს სახლში იყოს სისუფთავე და რაც შეიძლება მეტი თავისუფალი სივრცე. ამ ნანატრი დღესასწაულის მოახლოება შესანიშნავი მიზეზია, რათა ყველა არასაჭირო ნივთი ბოლოს და ბოლოს თავიდან მოიშოროთ. აღმოსავლური სიბრძნის თანახმად, დიდი ხნის გამოუყენებელი ნივთები პატრონისგან ენერგიას ისრუტავს, რაც აპათიისა და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი ხდება. გარდა ამისა, შეეცადეთ ახალი წლის ღამეს სახლში ყველა ონკანი გამართულად მუშაობდეს – წყლის წვეთა ან თავისუფალი დინება ფულად დანაკარგებთან და მატერიალურ სირთულეებთან სიმბოლიზდება. სახლში წარმატებისა და კეთილდღეობის მოსაზიდად, ის ცოცხალი ყვავილებით უნდა გააფორმოთ.

water_dropახალი წლის ღამეს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ ხის ნაკეთობები – ძველი ხის ფიგურები თუ სუვენირები. ხის სტიქია ახალ წელიწადში სტაბილურობასა და სიმშვიდეს შემოიტანს.

მათთვის, ვისაც უახლოეს 365 დღეში გათხოვება ან ცოლის მოყვანა უნდა, რეკომენდებულია საკუთარი ოთახის წითელი ყვავილებით მორთვა.

Room-Red-Flower

Advertisements
Comments
3 Responses to “როგორ შევხვდეთ ახალ 2014 წელიწადს”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ერთ საბაზისო ფერს აირჩევთ, სადღესასწაულო დეკორი მონოქრომული და ცოტა მკაცრი […]

  2. […] ერთ საბაზისო ფერს აირჩევთ, სადღესასწაულო დეკორი მონოქრომული და ცოტა მკაცრი […]

  3. […] ერთ საბაზისო ფერს აირჩევთ, სადღესასწაულო დეკორი მონოქრომული და ცოტა მკაცრი […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე