ყველაზე საყვარელი დღესასწაული

t-1

თოვლის ბაბუა არ მიყვარს. მარტივი მიზეზის გამო – მძიმე საბჭოთა ბავშვობში ჩემს ვიწრო მერკანტილურ ინტერესებს არასოდეს ითვალისწინებდა.

უარყოფითი დამოკიდებულების გამართლებისთვის დამატებითი ფაქტორი საბჭოთა თოვლის ბაბუას რაღაცნაირი ლოთური გამომეტყველება და წითელი, გაბუშტული ცხვირი იყო.

სამაგიეროდ მიყვარს სანტა – კაცმა რომ თქვას, არც ის იკლავს თავს ჩემთვის საჩუქრების ზიდვით და არც უწითელცხვირობას უჩივის. სამაგიეროდ,  ჩემი შვილი არცერთხელ დავიწყებია და, ჯერჯერობით, არც მის ჰაბიტუსთან გვაქვს რაიმე არსებითი პრეტენზია.

1-santa

შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე თითქმის ყველა ერთნაირად ვართ შეშლილი – ჩვენს სახლში ახალი წელი მინიმუმ 1 დეკემბერს მაინც იწყება და იქამდე გრძელდება, სანამ მსოფლიოს ყველა ქვეყანა არ დაასრულებს ახალი წლის აღნიშვნას.

შესაბამისად, საახალწლო ნაძვის ხეც ჩვენს სახლში აპრილის შუა რიცხვებამდეა (ინდური ახალი წელი)  მორთული.

1-ch-tree

ჩემი შვილი ყოველ წელს ოკრო-ბოკრო ასოებით სწერს სანტას წერილს და ნაძვის ხეზე ტოვებს. ცხადია, წერილი იმავე ღამეს ქრება და სავარაუდოდ ჩრდილოეთ პოლუსზე აღმოჩნდება, რომელიც დროებით ყველაზე დიდი კარადის თავზე გვაქვს მოწყობილი. სანტა კალიგრაფიას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ წერილი აუცილებლად გამართული ინგლისურით უნდა იყოს დაწერილი, თორემ ვერ გაიგებს და შეიძლება რაღაც აურ-დაურიოს.

ახალი წლის მიმართ ჩემს შვილს საკმაოდ პრაქტიკული მიდგომა ჩამოუყალიბდა. მან იცის, რომ:
– რაც უფრო ადრე მისწერს წერილს, მით მეტი დრო ექნება სანტას მრავალრიცხოვანი თხოვნების შესასრულებლად; 

– ადრინდელივით მარტო „მინდა: ..და საჩუქრების გრძელი სია“ კი არ უნდა მისწეროს, არამედ მოიკითხოს და წლის განმავლობაში დაშვებული საკუთარი შეცდომებიც გულახდილად აღიაროს (თუმცა წერილის ეს ნაწილი რატომღაც გაცილებით ჩამორჩება ზომაში სასურველი საჩუქრების ჩამონათვალს);

– საჩუქრის ღირებულების ნახევარს მშობლები იხდიან, ნახევარს სანტა ამატებს (ეს იმისთვის, რომ რაღაც სასწაული არ მოითხოვოს და მთლად ისეც რომ არ გამოვიდეს, თითქოს ჩვენ არაფერს ვჩუქნით).

მის თანატოლებს, ერთის გარდა, სანტა კლაუსის კარგა ხანია აღარ სჯერათ. ამიტომ ჩემი შვილი და „ის ერთი“, უწევენ რა მკაცრ გარემოს ანგარიშს, სანტას შესახებ ჩურჩულით საუბრობენ.

ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებიც ერთდროულად სანტას არარსებობის მიმართ შიშის, იმედის, გულუბრყვილობისა და თვითკრიტიკულობის ნაზავია:

–         რატომ მოაქვს საჩუქრები ღამით, როცა ყველას სძინავს?

–         წარმოიდგინე, ყველა ბავშვს რომ სათითაოდ ჩამოუჯდეს და ელაპარაკოს,  როგორღა მოასწრებს საჩუქრების დარიგებას?

–         და ზოგიერთ საჩუქრს მეიდ ინ ჩაინა რატომ აწერია?

–         ვერ ხვდები? სანტამ თავისი საწარმო ჩინეთში გახსნა – იქ იაფი მუშახელია და სათამაშოების დამზადებაც იაფი უჯდება. მთელი მსოფლიო ეგრე არ იქცევა?!

–          …დაააა ამ დისკს სდელანო ვ რასიი რომ აწერია? სანტამ არ იცის, რომ რუსეთი ტერიტორიებს გვართმევს? თან ეს დისკი „ჭედავს“!

–         კარგი რა, ხომ ხედავ მოხუცდა სანტა და შეიძლება ძველებურად კარგად ვეღარ არჩევს საჩუქრებს, მაგრამ ამის გამო ხომ არ გაუბრაზდები? – წავუყრუებ ხოლმე დისკის რუსულ-ჰაკერულ წარმომავლობას და აქცენტი სანტას ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გადამაქვს 😉

–         იცი რა შევნიშნე? სანტას რომ პასუხებს მწერს… აი, ზუსტად შენნაირი ხელწერა აქვს. ალბათ უნდა, რომ დედასავით ახლობელი და საყვარელი იყოს, არა?

–         ხო ალბათ, აბა ისე ჩემნაირი ხელწერა რატომ უნდა ჰქონდეს?

–         და შენთვის რატომ არ მოჰქონდა საჩუქრები?

–         მაშინ საზღვრები ჩაკეტილი იყო და აბა იმხელა მარხილით როგორ გადმოფრინდებოდა?

–         და მე რომ მთელი წელი ცუდი ბიჭი ვიყავი, რატომ მოაქვს საჩუქრები მაინც?

–         იმიტომ რომ ალბათ განსაკუთრებით უყვარხარ და ამით გაგრძნობინებს, რომ გენდობა – იმედი აქვს, რომ მომავალ წელს კარგად მოიქცევი!

სანტას ნდობის ამბავი, ჩვეულებრივ, სწრაფად მიეცემა ხოლმე დავიწყებას წლის არასადღესასწაულო პერიოდში. თუმცა არასდროს ავიწყდება, რომ როგორც კი მის არსებობაში ეჭვი შეეპარება, სანტაც გაქრება და კიდევ უფრო უარესი – მისი ტომარაც.

ალბათ, ოდესმე მომიწევს თქმა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორ – აბა ჩახედეთ თვალებში და უთხარით, რომ სანტა არ არსებობს!

xxx

ჰოდა, მეც ვერ ვეუბნები – ჯერ არ შემიძლია, არაფრით არ შემიძლია! მინდა კიდევ ცოტა ხანს გავუხანგრძლივო მასაც და საკუთარ თავსაც საშობაო სასწაული – It’s the most wonderful time of the year!

პ.ს. როგორც  ხვდებით, ეს პოსტი არ უნდა წაიკითხოს ჩემმა შვილმა – არ დააშეაროთ 😉 😉

Christmas-tree

Advertisements
Comments
6 Responses to “ყველაზე საყვარელი დღესასწაული”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] გარბის დრო! ყველასთვის საყვარელი დღესასწაულიც უკვე კარზეა მომდგარი. შესაბამისად, […]

  2. […] გარბის დრო! ყველასთვის საყვარელი დღესასწაულიც უკვე კარზეა მომდგარი. შესაბამისად, […]

  3. […] საყვარელი დღესასწაულისთვის სუფრის მზადებისას კარგი განწყობა აუცილებელი პირობაა. ლამაზად გაწყობილი საახალწლო სუფრით თქვენს სტუმრებს არა მხოლოდ სიამოვნებას მიანიჭებთ, არამედ თქვენი დახვეწილი გემოვნების, გამომგონებლობისა და ფანტაზიის დემონსტრირებასაც მოახდენთ. ნაძვის მწვანე ტოტები, საახალწლო სანთლები, მძივები, ნაძვის ხის სათამაშოები, საკუთარი ხელით გამოჭრილი ფიფქები – საახალწლო სუფრის კომპოზიციის შესაქმნელად ყველაფერი გამოგადგებათ. […]

  4. […] საყვარელი დღესასწაულისთვის სუფრის მზადებისას კარგი განწყობა აუცილებელი პირობაა. ლამაზად გაწყობილი საახალწლო სუფრით თქვენს სტუმრებს არა მხოლოდ სიამოვნებას მიანიჭებთ, არამედ თქვენი დახვეწილი გემოვნების, გამომგონებლობისა და ფანტაზიის დემონსტრირებასაც მოახდენთ. ნაძვის მწვანე ტოტები, საახალწლო სანთლები, მძივები, ნაძვის ხის სათამაშოები, საკუთარი ხელით გამოჭრილი ფიფქები – საახალწლო სუფრის კომპოზიციის შესაქმნელად ყველაფერი გამოგადგებათ. […]

  5. […] საყვარელი დღესასწაულისთვის სუფრის მზადებისას კარგი განწყობა აუცილებელი პირობაა. ლამაზად გაწყობილი საახალწლო სუფრით თქვენს სტუმრებს არა მხოლოდ სიამოვნებას მიანიჭებთ, არამედ თქვენი დახვეწილი გემოვნების, გამომგონებლობისა და ფანტაზიის დემონსტრირებასაც მოახდენთ. ნაძვის მწვანე ტოტები, საახალწლო სანთლები, მძივები, ნაძვის ხის სათამაშოები, საკუთარი ხელით გამოჭრილი ფიფქები – საახალწლო სუფრის კომპოზიციის შესაქმნელად ყველაფერი გამოგადგებათ. […]

  6. […] საუკეთესო იდეები და შეიქმენით საუკეთესო წინასაახალწლო განწყობა […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე