კორპორაცია SONY

sony-corporation-11947 წელს ორმა დამწყებმა იაპონელმა მეწარმემ აკიო მორიტამ და მასარუ იბუკამ პაწაწინა კომპანია Tokyo Telecomunications Engineering Corporation დააარსეს. მისი გამოშვებული პირველი პროდუქცია ძველი გრამოფონების სათადარიგო ნაწილები იყო, პირველი სერიოზული შეკვეთა კი პულტები საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიისთვის.

ომის შემდგომ პერიოდში იაპონური კომპანიების უმრავლესობის აღორძინებას მიზანმიმართულ სახელმწიფო მხარდაჭერას უკავშირებენ. ცალკეულ, განსაკუთრებით ომის დროს სრულიად განადგურებულ დარგებში სწორედ ასე იყო, თუმცა „სონის“ დამფუძნებლებმა წარმატებას თავად მიაღწიეს. სახელმწიფოსგან მათ დახმარება არ მიუღიათ.

Akio-Morita1950 წელს იაპონიის მთავრობის რომელიმე წევრთან კომპანია „სონი“ რომ გეხსენებინათ, პასუხი გაკვირვებული დუმილი იქნებოდა, რადგან მის შესახებ არავის სმენოდა. 50-იანების დასაწყისში იაპონიაში ბევრმა არც იცოდა იცოდა, რა იყო ტრანზისტული მიმღები და ვერავინ ივარაუდებდა, რომ „სონი“ თავბრუდამხვევ წარმატებას სწორედ ამ სფეროში მიაღწევდა. იმ პერიოდში ხომ კომპანია კერძო სახლის ეზოში ეტეოდა. „სონის“ მენეჯერებმა კი მოახერხეს, რომ მათმა „ქმნილებამ“ 50-იანების მასზე გაცილებით მსხვილი ევროპული, ამერიკული და იაპონური კომპანიები ჩამოიტოვა უკან.

1947 წელს, როცა „სონი“ სულ ახალი დაარსებული იყო და თანაც სხვა სახელით მუშაობდა, ამერიკული კომპანიის „ბელ ტელეფონის“ ლაბორატორიაში მსოფლიოში პირველი ტრანზისტორი შეიქმნა. 50-იანი წლების დასაწყისში კი „სონის“ დამფუძნებლები აშშ-ის ესტუმრნენ.Bell-Company

აშშ-ში ჩასული აკიო მორიტა უსიამოვნოდ გაოცებული დარჩა, რადგან ამერიკელებმა იაპონური რადიომიმღებები ძალიან არასაიმედო და იაფფასიან აპარატურად მიიჩნიეს. იაპონიაში დაბრუნებულმა მორიტამ „სონის“ ფირმის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას სერიოზულად მოკიდა ხელი.

ამ დროს „სონი“ ახალი თაობის – პორტატული რადიომიმღებების შექმნაზე უკვე მუშაობდა. მაშინდელი მოდელები ბატარიების ზომის გამო ძალიან დიდი იყო და რადიონათურების ძლიერი გადახურების გამო ძალიან არასაიმედო. სწორედ პროდუქციის საიმედოობის გაზრდასთან დაკავშირებულმა საძიებო სამუშაოებმა მიიყვანა „სონის“ კონსტრუქტორები ტრანზისტორების გამოყენებამდე.

masaru-ibukaომის შემდეგ უახლეს ტექნოლოგიებზე სწრაფი გადასვლა იაპონური ფირმებისთვის გაცილებით იოლი იყო, ვიდრე ევროპული ან ამერიკული კორპორაციებისთვის. ხელახლა აშენებულ საწარმოო სახელოსნოებს იაპონელები პირდაპირ ტექნიკის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით აწყობდნენ. ამ დროს კი მაგალითად ინგლისში ომის დროს გადარჩენილი ბევრი ქარხანა და სახელოსნო 1920 წელს დადგმული აღჭურვილობით მუშაობას აგრძელებდა.

აკიო მორიტა და მასარუ იბუკა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ინდუსტრიაში პირველები იყვნენ, ვინც ტრანზისტორების გამოყენების შესაძლებლობები მაშინვე სათანადოდ შეაფასა. მათ კომპანია „ბელ ტელეფონისგან“ ლიცენზიის შესაძენად ძლივს მოაგროვეს 25 ათასი დოლარი და 1955 წელს მსოფლიოში პირველი მთლიანად ტრანზისტორული რადიომიმღები გამოუშვეს, ორი წლის შემდეგ კი დღის სინათლე უკვე მისმა კომპაქტურმა ვარიანტმაც იხილა, რომელიც ადამიანს ჯიბეშიც ეტეოდა. სიახლე მომენტალურად გავრცელდა მთელ იაპონიაში, ცოტა მოგვიანებით კი აშშ-ში და ევროპაშიც მოხვდა.

კომპანიამ ჯერ კიდევ პირველი ტრანზისტორული მიმღებების შემუშავების სტადიაზე მოინათლა ხელახლა და ის სახელი ეწოდა, რომლითაც დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მისმა მენეჯერებმა გადაწყვიტეს, რომ ნაცვლად Tokyo Telecomunications Engineering Corporation მათ საწარმოს რაიმე მოკლე, ნებისმიერ ენაზე იოლად გამოსათქმელი სახელი ჰქონოდა. აკიო მორიტა და მასარუ იბუკა შეჩერდნენ ლათინურ სიტყვაზე „sonus“ – ბგერა და ინგლისურ „son“ – შვილი. დამფუძნებლებს სურდათ, რომ კომპანიის სახელის მიხედვით ყველა იოლად მიმხვდარიყო, რომ ის ბგერით აპარატურას აწარმოებდა და ამ საქმეს ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე ადამიანები აკეთებდნენ.el-jolson

„სონი“ სულ თავიდანვე აწარმოებდა აუდიოტექნიკას, კერძოდ, მაგნიტოფონებს რადიომაუწყებლობისთვის. სავაჭრო მარკად ფირმამ აირჩია ბიჭუნა სახელად „Sonny“- ორი „n“ -ით – სიტყვა „son“-ის – ვაჟიშვილის კნინობითი ვარიანტი. ეს დასახელება უნდა ასოცირებულიყო „სანნი ბოისთან“ – იმ დროის ცნობილი ამერიკელი მომღერლის ელ ჯოლსონის სიმღერის არანაკლებ ცნობილ პერსონაჟთან. თუმცა ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შეფუთვის დამზადებისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და შესაფუთი ყუთების მთელ პარტიაზე სიტყვა „Sonny“ ერთი „n“-ით დაიბეჭდა. იმ დროს ფირმას აშკარად არ ქონდა ახალი შეფუთვის დამზადების სახსრები, ამიტომ უბრალოდ იძულებულნი გახდნენ, ფირმის სახელი შეეცვალათ და საქმიანობა ახალი სახელწოდებით გაეგრძელებინათ.

Norio-Ohgaამ წლებში კომპანიის სთაფში გამოჩნდა ოპერის მომღერალი ნორიო ოგა, რომელიც შემდგომ აკიო მორიტასა და მასარუ იბუკასთან ერთად „სონის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

განათლებით ფიზიკოსი აკიო მორიტა „სონის“ მთავარი მენეჯერი იყო და მისი საქმიანობის სფერო ძირითადად ბიზნესით შემოიფარგლებოდა. მორიტა მარკეტინგის ჯადოქარი იყო. მასარუ იბუკა კომპანიის ინჟინერულ ნაწილს ხელმძღვანელობდა. სამწუხაროდ, იგი 1997 წელს გარდაიცვალა.

ნორიო ოგას ისტორია კი სრულიად განსაკუთრებულია. ქვეყნების უმეტესობაში, მაგალითად, აშშ-ში ადამიანის კარიერა უმთავრესად მის განათლებაზეა დამოკიდებული. იაპონიას კი სხვა ტრადიციები აქვს. აქ ხალხს ფირმის სხვადასხვა განყოფილებაში ცდიან, მიუხედავად მათი საბაზო განათლებისა. ნორიო ოგა ტოკიოსა და ბერლინის კონსერვატორიებში სწავლობდა. 50-იანების შუა პერიოდში მან ოპერაში დაიწყო სიმღერა და თავისი გამოსვლების ჩასაწერად ხარისხიანი აპარატურა დაჭირდა.

მან „სონიში“ გაგზავნა წერილი, სადაც კომპანიის პროდუქცია მიწასთან გაასწორა და აუხსნა კიდეც, რას ელოდა sony-corporation-3„სონის“ მაგნიტოფონებისგან. იბუკა და მორიტა ახალგაზრდა მომღერლით დაინტერესდნენ. თავიდან გასაუბრებაზე დაიბარეს, შემდეგ კი სამუშაოც შესთავაზეს. 1959 წელს ნორიო ოგა კომპანიის ერთ-ერთ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. იგი კომპაქტ-დისკების შექმნის პროექტში მონაწილეობდა, შემდეგ კი მინი-დისკების შექმნის პროექტს ხელმძღვანელობდა. სწორედ ნორიო ოგამ შესთავაზა „სონის“ 8 მილიმეტრიანი ფირისთვის კომპაქტური ვიდეოკამერის გამოშვება. 1995 წელს კი ნორიო ოგა მთლიანად კორპორაცია „სონის“ ლიდერი გახდა.

მასარუ იბუკას სახელს პირველი ტრანზისტორული რადიომიმღების გარდა, 1960 წელს პირველი ტრანზისტორული ტელევიზორის შექმნაც უკავშირდება. 1967 წელს მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი ფერადი კინესკოპი, რომელიც დღემდე „სონი – ტრინიტრონის“ სახელით არის ცნობილი. 60-იან წლებში აუდიო-ვიდეო ტექნიკის ბაზარზე პირველი კომპაქტური აუდიოკასეტები გამოჩნდა, რომლებიც ევროპაში იყო დამზადებული.

??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????კომპაქტური აუდიოკასეტები პირველად ჰოლანდიურმა კომპანია „ფილიპსმა“ გამოუშვა ოფისებში, მდივნური სამუშაოსთვის განკუთვნილი დიქტოფონებისთვის. აუდიოკასეტები მხოლოდ საუბრის და არა მუსიკის ჩასაწერად იქმნებოდა.

თანდათანობით ხალხმა აუდიოკასეტებზე მუსიკის ჩაწერაც დაიწყო, რადგან კომპაქტური დიქტოფონების გამოყენება უზარმაზარ მაგნიტოფონებთან შედარებით გაცილებით მოსახერხებელი იყო. ასე მოიპოვა აუდიოკასეტებმა პოპულარობა, რამაც კომპანია „ფილიპსს“ მათი გამოყენების სფეროს გაფართოებისკენ უბიძგა.

sony-Walkman1979 წელს „სონიმ“ პირველი კომპაქტური მაგნიტოფონი „სონი-ვოქმენი“ გამოუშვა. ის აუდიოპარატურის ინდუსტრიის ისტორიაში კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა.

მისი შექმნის შესახებ ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს. ყველაზე სარწმუნო ვერსიის თანახმად, „სონის“ დამფუძნებლები აკიო მორიტა და მასარუ იბუკაც ფირმის საქმეების გამო გზაში ძალიან ბევრ დროს ატარებდნენ. თვითმფრინავებში ტრანსლირებული მუსიკის დაბალი ხარისხი ორივეს აღიზიანებდა და ამიტომ თავიანთ ერთ-ერთ ინჟინერს პორტატული კასეტიანი მაგნიტოფონის შექმნა დაავალეს, რომელიც პიჯაკის ჯიბეში ჩაეტეოდა და მუსიკასაც ხარისხიანად დაუკრავდა.

„ვოქმენის“ შექმნის მეორე ვერსია ამ კომპაქტური მოწყობილობის პოპულარობასთანაა დაკავშირებული სწორედ იაპონიაში. საქმე ისაა, რომ იაპონია მეტისმეტად მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. თითქმის ყველა ქალაქის ქუჩები ხალხითაა გადაჭედილი. ასეთ პირობებში „ვოქმენი“ ადამიანს საკუთარი, „მენტალური“ სივრცის შემოფარგვლის საშუალებას აძლევს ანუ ხალხის ბრბოში იმავდროულად საკუთარ სამყაროშიც იმყოფება. თავად კომპანიაც გაოგნებული იყო პოპულარობით, რომელიც მისმა ახალმა მაგნიტოფონმა ასე სწრაფად მოიპოვა.

იმ წლებში, როცა „სონი-ვოქმენმა“ მსოფლიოს მაღაზიებში გამარჯვების ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, კომპანია უკვე ახალ მოდელზე მუშაობდა.

კომპაქტური აუდიოკასეტების მთელ მსოფლიოში გავრცელებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კომპანია philips-1st-cd„ფილიპსმა“ ისევ დამოუკიდებლად დაიწყო ლაზერული დისკის, შემდეგ კი მისი შემცირებული ვერსიის – კომპაქტ-დისკის ტექნოლოგიის შემუშავება. თუმცა „ფილიპსი“ არ იყო დარწმუნებული, რომ კომპაქტ-დისკი ჩვეულებრივი, წუთში 33 ბრუნის სიჩქარით მოტრიალე ფირფიტის შეცვლას შეძლებდა. მიუხედავად კომპაქტ-დისკზე ხმის ჩაწერის მაღალი ხარისხისა, კომპანიას ამ სიახლეზე მასობრივი მოთხოვნის საკითხი მაინც აეჭვებდა.

და მაშინ ჰოლანდიურმა კომპანიამ „სონის“ მიმართა. იაპონელი სპეციალისტები ენთუზიაზმით მოეკიდნენ ახალ იდეას, რადგან ივარაუდეს, რომ აუდიომატარებლების ბაზრის მომავალი სწორედ კომპაქტ-დისკებს ეკუთვნოდა. „სონიმ“ „ფილიპსს“ რამდენიმე კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ცვლილების შეტანაც შესთავაზა, რათა კომპაქტ-დისკი მასობრივი მომხმარებლისთვის უფრო მომხიბლავი გამხდარიყო.

ამრიგად, კომპაქტ-დისკის კონცეფცია ჰოლანდიურ კომპანიას ეკუთვნის, „სონიმ“ კი ლაბორატორიული ვარიანტი სერიული წარმოების დონემდე მიიყვანა და კომპაქტ-დისკი მსოფლიო საყოფაცხოვრებო რადიოტექნიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.

first-betamax70-იანი წლების დასაწყისში „სონიმ“ კომპაქტური საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონის პირველი მოდელი – „ბეტამაქსი“ შეიმუშავა. ეს იყო საყოფაცხოვრებო მოდელი, პირველი ვიდეომაგნიტოფონი კი ამერიკულმა კომპანია „ამპექსმა“ 1956 წელს გამოუშვა. „სონის“ დამუშავებული სისტემა „ბეტამაქსი“ „სონის“ ძველი კონკურენტის, იაპონური კომპანია „მაცუსიტას“ შემუშავებულ სისტემა VHS (VIdeo Home System) ადრე გაჩნდა და გაცილებით სრულყოფილიც იყო. თუმცა VHS-ის ავტორების მიზანი არა ტექნოლოგიური შედევრის, არამედ კომერციული პროექტის შექმნა იყო, რაც მათ წარმატებით მოახერხეს.

იაპონიასა და ამერიკაში სატელევიზიო სისტემების ერთი და იგივე ტექნოლოგიური სტანდარტი არსებობს, ამიტომაც როდესაც იაპონური ფირმა ახალ ვიდეომაგნიტოფონს ან ტელევიზორს უშვებს, მისი გაყიდვა შეიძლება მაშინვე დაიწყოს ამერიკაში. ევროპულ ბაზარზე გასატანად კი იაპონურ ტექნიკას საკმაოდ სერიოზული მოდიფიცირება ჭირდება.

ვიდეოაპარატურა „ბეტამაქსის“ ტექნოლოგიით 1975 წელს იაპონიასა და ამერიკის ბაზრებზე სულ რამდენიმე JVCთვის შუალედით გამოჩნდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა კომპანია „ჯივისიმ“ ბაზარზე VHS სტანდარტით შექმნილი ვიდეოაპარატურა გამოუშვა, მან ამერიკის ბაზრის ათვისება ვეღარ შეძლო, რადგან ამერიკელი მომხმარებელი უკვე „ბეტამაქსის“ სტანდარტზე იყო შეჩვეული. და ამიტომ „ჯივისიმ“ ევროპულ ბაზარზე გააკეთა აქცენტი და VHS სისტემის ევროპული ვერსია გამოუშვა. „სონის“ „ბეტამაქსის“ ევროპული ვერსიის შესაქმნელად დრო და სიმძლავრე არ ყოფნიდა, რადგან ამერიკიდან მოსულ შეკვეთებს ისედაც ძლივს აუდიოდა. ამიტომაც ამერიკულ ბაზარზე მოპოვებული წარმატება „სონის“ ევროპის ბაზრის დაკარგვად დაუჯდა.

sony-corporation-2

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე