სტრესი – XXI საუკუნის ლაიტმოტივი

stress-1სტრესი – თანამედროვე ადამიანისთვის ეს ცნება ისეთივე ნაცნობია, როგორც ძილი – სტრესს მხოლოდ ძილში ვივიწყებთ, ისიც დროებით. არადა სჯობს ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ ფხიზლად და თანაც კარგ ხასიათზე, მით უფრო, რომ სტრესის დამარცხებისთვის საკმაოდ ეფექტური საშუალებები არსებობს 🙂

stress-3სამსახურში მოსმენილი საყვედურები, კამათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში შემთხვევით შემხვედრებთან, გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან თუ ახლობლებთან – მიზეზები ჭკუიდან შეშლისთვის ჩვენს ყოველდღიურობაში საკმარისზე მეტია. თუმცა დიდი ფილოსოფოსი ნიცშე ამბობდა, რომ ის, რაც არ მოგვკლავს, მხოლოდ გაგვაძლიერებს.მართლაც, ზოგმა სტრესისგან შეიძლება ინფარქტი მიიღოს, ზოგი კი უბრალოდ ხასიათს გამოიწრთობს. ჩვენი მიზანი სწორედ მეორე ჯგუფში თავის დამკვიდრების გზების ძიებაა.

გავექცეთ სტრეს

მთავარია, სტრესის ბუნება ამოვიცნოთ. უფრო ზუსტად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ირგვლივ მომხდარი ამბები კი არ „გვღუპავენ“, არამედ მათზე ჩვენი რეაქცია. მომხდარის სწორად გაგება და ზედმეტი განცდების დროულად დამარცხება მთელი მეცნიერებაა, თუმცა მისი სწავლა შესაძლებელია.

stress-5ყველაზე სახიფათო მდგომარეობა – მრისხანების შემოტევაა. ასეთ მომენტში ჩვენი ტვინი ლამის „დუღდება“ და რეალობისგან გათიშულები, სისულელეების კეთებას ვიწყებთ: უმისამართოდ ვისვრით სიტყვებს და შეიძლება, თეფშებსაც (რასაც მერე აუცილებლად ვნანობთ), ვწერთ სამსახურიდან წასვლის განცხადებას (ადრე თუ გვიან ამასაც ვინანებთ), ვაგდებთ საყვარელ ადამიანს ჩვენი ცხოვრებიდან (რაზეც კვირების განმავლობაში ცრემლებად დავიღვრებით)… როგორ ავარიდოთ თავი დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას?

stress-6ცნობილმა ინდოელმა ასტროლოგმა და შესანიშნავმა ფსიქოლოგმა, პროფესორმა რაომ ერთხელ თქვა: „თუ გრძნობ, რომ განრისხებული ხარ – გაიქეცი!“. და იგი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობას გულისხმობდა. იგი გვირჩევს, რომ მრისხანების შეტევის უმაღლეს წერტილში ჩავიკეტოთ სააბაზანოში ან აივანზე, სად წავალთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს, მთავარია, გამაღიზიანებელს გავერიდოთ. ჯობს, საყვარელი ადამიანი ან კოლეგები გააოცოს თქვენმა გამოხდომამ, ვიდრე თქვენი რისხვა მთელი ძალით დაატყდეთ თავს. გონს მოსულები, რეალობასთან კავშირს მალევე აღადგენთ და უკვე საეჭვოა, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ.

stress-4სტრესის ბუნება ისეთია, რომ ადამიანი მისი გავლენის ქვეშ საკმაოდ დიდხანს შეიძლება იყოს, დაუძლურდეს დაუსრულებელი უარყოფითი ფიქრებისგან, გამოეფიტოს ორგანიზმი, დაუზიანდეს ჯანმრთელობა.

stress-7როგორ მოვიპოვოთ ჰარმონია

დასაწყისისთვის მიზნად დაისახეთ სტრესის დამარცხება. ამის მეთოდები ბევრია, აი, რამდენიმე მათგანი:

შეიცვალეთ ვარცხნილობა – ეს ქალების საყვარელი მეთოდია და ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ მართლა მოქმედებს! ფსიქოლოგები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბევრი ადამიანი ცხოვრებაში დიდი ცვლილებების განხორციელების წინ კარდინალურად იცვლის იმიჯს, ანუ ამას ქვეცნობიერად აკეთებს. თუ ცვლილებები უკვე დაიწყო და მაინცდამაინც არ დაგამშვიდათ, სილამაზის სალონში სტუმრობა ერთგვარ ფსიქოთერაპიად იქცევა. ოსტატის ხელის შეხება თმებზე ნერვულ სისტემას დაგიმშვიდებთ, ძალდაუტანებელი საუბარი პრობლემებს დროებით მაინც დაგავიწყებთ, საბოლოო შედეგი კი ახალი ცხოვრების დაწყებისთვის განგაწყობთ!

stress-8წადით საშოფინგოდ – ეს ყურადღების გადატანისა და განწყობის გაუმჯობესების კიდევ ერთი მეთოდია და უნდა აღვნიშნოთ, რომ სუფთა ქალური მეთოდი, რადგან მამაკაცებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მაღაზიებში დაუსრულებელი სიარული გაცილებით ნაკლებად იტაცებთ! გასასინჯ ოთახში თავი შეიძლება ნამდვილ დედოფლად იგრძნოთ. არ აქვს მნიშვნელობა, იყიდით თუ არა ძვირფას ტანსაცმელს, შოფინგ-თერაპიის დროს ნუ შეგრცხვებათ, შედით უძვირფასეს მაღაზიებში და მოიზომეთ ყველაზე თავბრუდამხვევი ტანსაცმელი. რასაკვირველია, ასეთმა მიდგომამ შეიძლება მეტადაც დაგანაღვლიანოთ თუ ამ ძვირადღირებული ტანისამოსის შესაძენად ფული არ გეყოფათ, მაგრამ თუ შოფაჰოლიკებს არ მიეკუთვნებით, თამამად მიმართეთ თერაპიის ამ მეთოდს!

stress-9მოაწყვეთ გენერალური დალაგება – ჩვენი ბებიები ხშირად იმეორებდნენ, რომ ცუდი აზრების გაფანტვაში დაგვეხმარებოდა… ჩვარი! მართლაც, იატაკების პრიალი და ფანჯრების წმენდა ფიზიკურად იმდენად დაგღლით, რომ ფიქრისთვის აღარც ძალა დაგრჩებათ და არც სურვილი. თანაც ლამაზად დალაგებულ სახლში ფიქრი მხოლოდ კარგ ამბებზე მოგინდებათ.

სპორტი – ალბათ სტრესისგან გათავისუფლების ყველაზე ეფექტური და ამასთან, სასარგებლო მეთოდია. პირველ რიგში, ტრენაჟორებზე ვარჯიშის, აუზში ცურვისა თუ სირბილის დროს დეპრესიული აზრები მეათე ადგილზე ინაცვლებს და მეორეც, გარკვეული დროის შემდეგ ხელშესახებ შედეგს დაინახავთ, რაც აუცილებლად გაგახარებთ. აბა როგორ შეიძლება მოხდენილ ფიგურას, წვრილ წელს, ლამაზ მკერდსა და უცელულიტო ფეხებს არ შევხაროდეთ?!

stress-13დაკავდით სექსით – სექსის დროს ორგანიზმი ოქსიტოცინის ჰორმონს გამოყოფს, რაც დეპრესიულ მდგომარეობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. და თან თუ გაგიმართლებთ და შეგიყვარდებათ კიდეც, ყველანაირი სტრესისგან თავს ბოლომდე დაიხსნით.

იტირეთ – ხანდახან ესეც სასარგებლოა. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ცრემლებს შვება მოაქვს. მთავარია, ისტერიული ტირილი არ აგიტყდეთ, რადგან დასიებული თვალები და შეწითლებული ლოყები სულაც არ დაგამშვენებთ. ამიტომაც ერთხელ და გულიანად წაიტირეთ და რომ გაგივლით და გონება გაგინათდებათ, აუცილებლად მიხვდებით მომავალში როგორ მოიქცეთ და დამშვიდდებით.

stress-10აღმოაჩინეთ თქვენში ნიჭები – სტრესი შესანიშნავი მიზეზია ახალი ჰორიზონტების ასათვისებლად: ჩაეწერეთ ფერწერის წრეში, იარეთ ლათინური ცეკვის ან იოგას გაკვეთილებზე, ბოლოს და ბოლოს შეისწავლეთ რომელიმე უცხო ენა. ერთ ადგილას არ გაიყინოთ სურვილებშიც კი, ფანტაზიას გასაქანი მიეცით და როდესმე ბედს აუცილებლად მადლობას ეტყვით, რომ ზუსტად ასე მოხდა და არა სხვანაირად.

რა არ უნდა გააკეთოთ

წუწუნი – მუდმივად მოწუწუნე ადამიანით არავინ არასდროს მოხიბლულა, თქვენმა გამუდმებულმა ჩივილმა საუკეთესო მეგობრებიც კი შეიძლება დაღალოს. რასაკვირველია, მეგობრები მუდამ დაგეხმარებიან, მაგრამ თუ ამ მავნე ჩვევას ვერ უმკლავდებით და პრობლემის მოგვარება მართლაც გინდათ, წუწუნის ნაცვლად გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგით.

stress-11სტრესის საჭმელში ჩახრჩობა – მაცივრის ახლოს თუ „დაიდებთ ბინას“, სტრესის კიდევ უფრო გაღრმავების რისკის წინაშე აღმოჩნდებით. ბევრი ჭამა სტესს ვერაფერს უშველის, ზედმეტ კილოგრამებს კი სულ იოლად შეგმატებთ.

ხიდების ჩანგრევა – ეს რჩევა ცხოვრების ყველა მომენტში ნამდვილად არ გამოგადგებათ, თუმცა სანამ კაცობრიობასთან კავშირს საბოლოოდ გაწყვეტთ, დაფიქრდით, იქნებ ოდესმე ადამიანთა სამყაროსთან ურთიერთობის წამოწყება კვლავ მოგიხდეთ – სადღაც ერთი კვირის შემდეგ, როცა თქვენს გონებაში ვნებები ცოტა დაცხრება.

stress-12

Advertisements
Comments
One Response to “სტრესი – XXI საუკუნის ლაიტმოტივი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ყვირილი საჭირო არ არის, მაგრამ დახვეწილი პრომოუშენი და საზოგადოებაში პოზიციონირება […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე