საქმიანი ეტიკეტის ისტორია

business-etiquette-3თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტიკეტის ნორმების დარღვევამ შეიძლება ზოგჯერ მაინც უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ბიზნესის სამყაროში ასეთი ქცევა არა მხოლოდ საქმიანი რეპუტაციის დაკარგვად შეიძლება დაგიჯდეთ, არამედ პირდაპირი კომერციული წაგებაც კი მოიტანოს. საქმიან ეტიკეტს რამდენიმე სიტყვით ფორმულირებული, ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის ქცევის საქმიან წრეებში მიღებული წესების ერთობლიობაა.

business-etiquette-2საქმიანი ეტიკეტი, სინამდვილეში, მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლებრივ ნორმებთან, ხალხურ ტრადიციებთან და ჩვევებთან, ასევე მორალისა და ზნეობის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებთან. თანამედროვე მეცნიერები – ისტორიკოსები და სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ საქმიანი ეტიკეტი პირველად იტალიაში ჩაისახა და ეს დაახლოებით XIV საუკუნის შუა წლებში მოხდა.

ამ ქვეყნის კულტურა უკვე ამ დროს პრინციპულად განსხვავდებოდა ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში არსებული ბარბაროსული წეს–ჩვეულებებისგან და ის შემდგომ პერიოდში დახვეწილობის მაგალითად იქცა კიდეც. სწორედ იტალიაში მდიდარ და ცნობილ ადამიანებს უნდა მოეხდინათ კარგი მანერების დემონსტრირება, რაც უმაღლესი კლასისთვის მიკუთვნების ლამის უმთავრეს კრიტერიუმად მიიჩნეოდა. აქ ყოველნაირად 

business-etiquette-4

წახალისებული იყო თავაზიანობა და საზოგადოებაში საკუთარი დადებითი მხარით წარმოჩენის უნარი. ჯერ კიდევ შუასაუკუნეების იტალიაში დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ განათლებულ ადამიანებს, მაშინ როდესაც საფრანგეთში სწავლულებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ექსცენტრულებად მიიჩნევდნენ, მათ შრომასა და კვლევებს კი აგდებით ეკიდებოდნენ.

საქმიანი ეტიკეტის ჩანასახები შეიძლება ვიპოვოთ მეფის კარზე მიღებული წესების ნებისმიერ კომპლექტში: სამეფო წარმოშობის პირთა თანდასწრებით თავისუფლად მოქცევის უფლებას თავს ცოტა თუ მისცემდა – ამისთვის შეიძლება საკუთარი სიცოცხლითაც კი ეგოთ პასუხი.

ნათესაობა დიპლომატიასთან

სამეფო კარის ეტიკეტის კვალდაკვალ დიპლომატიური ეტიკეტიც გაჩნდა – ის თამამად შეგვიძლია საქმიანი ეტიკეტის უფრო „ახლო ნათესავად“ მივიჩიოთ. შეხვედრების დროს ქვეყნების მმართველებსა ან უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს სახელმწიფო ინტერესებიც უნდა დაეცვათ და იმავდროულად, მოსაუბრის მენტალობა და კულტურული ფასეულობებიც გაეთვალისწინებინათ.

business-etiquette-8

საქმიანი ურთიერთობები მრავალრიცხოვან საერთაშორისო კონტაქტებს გულისხმობს, ამიტომ ეთიკურ ნორმებზე დაყრდნობის გარეშე მისი წარმოება დაუშვებელია. შეიძლება ითქვას, საქმიანი ეტიკეტი დიპლომატიური და მაღალი წრის ეტიკეტის შეთავსების საფუძველზე ჩამოყალიბდა.


საქმიანი ურთიერთობის პროცესში, ჩვეულებრივ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქცევას, რომელსაც ადამიანი მნიშვნელოვანი შეხვედრისა თუ მოლაპარაკების დროს იჩენს, მისი ჩაცმის მანერას, საუბრის სტილს, ოპონირების მეთოდებსა და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ არის სამსახურეობრივი და სამუშაო ადგილები ორგანიზებული. ნებისმიერ ქვეყანაში საქმიანი ეტიკეტის აუცილებელი შემადგენელია კეთილგანწყობა, თავაზიანობა, ტაქტიანობა, პუნქტუალობა, ზრდილობა, სიტყვისადმი ერთგულება, მოსმენის უნარი და თავის დაჭერის უნარი კონფლიქტურ სიტუაციებში.

საქმიანი ეტიკეტის თავისებურებები სხვადასხვა ქვეყნებში

business-etiquette-5

საქმიან, ისევე როგორც, მაღალი წრის ეტიკეტში, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინება. მაგალითად, ინგლისში XVI საუკუნეში, როდესაც სამეფო ტახტზე მეფე ჰენრიხ VII იჯდა, სადილზე მოწვეული სტუმრები სახლში შესვლისას ვალდებულნი იყვნენ ეკოცნათ სახლის პატრონის, მისი მეუღლის, ბავშვების და შინაური ცხოველებისთვისაც კი. ხოლო ვრცელდებოდა თუ არა ეს წესი მსახურებზე, ამის შესახებ ისტორია დუმს.

თანამედროვე თურქეთში საქმიანი ეტიკეტის ფარგლებში მიღებულია სტუმრებისა თუ ბიზნეს–პარტნიორების დაპატიჟება აბანოში. იაპონელები კი, საზეიმო სადილსა თუ ვახშამზე, ბოდიშებით აგავსებენ მოკრძალებული სუფრის გამო – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგიდაზე თავზესაყრელად 

business-etiquette-9

იქნება ყველაზე ძვირი კერძები და დელიკატესები. ამ ბოდიშებით იაპონელები სტუმრებისადმი პატივისცემის ხაზგასმას ცდილობენ.

ინგლისში ქალბატონები პირველი ესალმებიან მამაკაცს, თუ მას ქუჩაში შეხვდნენ. ეს ჩვეულება ქალბატონებს უფლებას ანიჭებს, თავად გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა ამა თუ იმ ადამიანთან ნაცნობობის საჯაროდ აღიარება. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში წასვლისას ყველასთან პირადად დამშვიდობებაა მიღებული, ხოლო თუ ძალიან ბევრი სტუმარია თავშეყრილი, საკმარისია მხოლოდ მასპინძლებთან დამშვიდობება. საინტერესოა, რომ ამ ჩვეულებას ყველგან „ინგლისურად წასვლას“ უწოდებენ, თავად ბრიტანელებმა კი „ფრანგულად წასვლა“ უწოდეს.

business-etiquette-1

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე