20 ნივთი, რომელიც მხოლოდ ახალი უნდა იყიდოთ

second-hand-1იაფი და ხარისხიანი ნივთების ძებნა ინტერნეტ–აუქციონებზე და ზოგჯერ ნახმარი ნივთების მაღაზიებში ბევრს უყვარს. თუმცა ერთხელ უკვე გამოყენებული ყველა ნივთი არ მოგიტანთ იმ კმაყოფილებას, რასაც ელოდით. არ იყიდოთ მეორადი ნივთები Friday სიიდან, რადგან ეს არა მხოლოდ ფულის ამაო ფლანგვა იქნება, არამედ სახიფათოც თქვენი ჯანმრთელობისთვის.

აკვანი, მანეჟი და საბავშვო ავეჯი – არასდროს შეიძინოთ ისეთი ნივთი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენი ბავშვის ჯანმრთელობას. ყოველთვის იყიდეთ ახალი. მეორად ნივთს არც მწარმოებლის გარანტია მოყვება და თუ ის არ გამოგადგათ, ღირებულებასაც ვერ დაიბრუნებთ.

???????????????????????????????????????????????????????????????ავტომანქანის სავარძელი – სრულიად ნორმალურადაც რომ გამოიყურებოდეს, მაინც შეიძლება დაზიანებული იყოს და ასე საკმაოდ ხშირად ხდება. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნოლოგია წლიდან წლამდე უფრო სრულყოფილი ხდება, ჯობს მეორადზე თავი შეიკავოთ და ახალი იყიდოთ.

ველოსიპედისტის შლემი – ველოსიპედიდან გადმოვარდნის ან შეტაკების დროს პენოპლასტის ფენასთან ერთად კონსტრუქციის შიდა ნაწილიც ზიანდება, ეს კი გარეგნულად შლემს შეიძლება სულაც არ ეტყობოდეს.
ავტომანქანის საბურავები – ხანდახან რთული დასადგენია, მეორადი საბურავები დაზიანებულია თუ მანქანას ავარიის შემდეგ მოხსნეს.

second-hand-3ნოუთბუქი – მსუბუქი პორტატული მოწყობილობაა და მისი დაზიანების ალბათობაც დიდია. ნოუთბუქი შეიძლება ძირს იყოს დავარდნილი ან კლავიატურაზე ყავა დაესხას, გარეგნულად კი ნორმალურად გამოიყურებოდეს. ამიტომ თუ ნახმარ ნოუთბუქს იყიდით, წინასწარ არ გეცოდინებათ რამდენიმე წელს მოგემსახურებათ ის თუ სულ ორიოდე დღე. ასევე მეორად ნოუთბუქს გარანტია და შესაბამისად, ტექნიკური მომსახურება არ მოყვება.

second-hand-4კომპიუტერული პროგრამები – კომპიუტერული პროგრამების უმრავლესობას სერიული ნომერი აქვს, რომელიც აქტივაციისთვისაა საჭირო. თუ უკვე გამოყენებული პროგრამის სერიული ნომერი მწარმოებელი კომპანიის საიტზე დაფიქსირებულია, მის ინსტალაციას უბრალოდ ვერ შეძლებთ.

პლაზმური და HD–ტელევიზორები – მათი დეტალების რემონტი და შეცვლა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, ზოგჯერ იმდენად ძვირი, რომ გერჩიათ ახალი ტელევიზორი გეყიდათ. მეორადი ნოუთბუქის მსგავსად, არც ნახმარ ტელევიზორს მოყვება რაიმე გარანტია.

second-hand-5DVD–ფლეერი – მეორად DVD–დისკებზე თამამად შეგიძლიათ ეკონომია გააკეთოთ, DVD–ფლეერზე იგივეს არ გირჩევთ. ამ მოწყობილობას აქვს ლაზერული დეტალი, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება და მისი რემონტი ან შეცვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

ფოტო და ვიდეო კამერა – ნოუთბუქის მსგავსად, ფოტო და ვიდეო კამერაც ხშირად ძირს ვარდება ან სველდება. დაზიანება თვალით ძნელად შესამჩნევია, მაგრამ შესაძლოა ძალიან სერიოზული იყოს. თუ ზუსტად იცით, როგორი ფოტოკამერა გჭირდებათ, იოლად შეძლებთ ახალი იყიდოთ და გაკოტრების საფრთხეც არ დაგემუქრებათ.

second-hand-6დინამიკები და მიკროფონები – ძალიან მგრძნობიარე სასმენი მოწყობილობებია, რომელთა დაზიანებაც მოუფრთხილებელი მოპყრობისგან იოლია. გარეგნულად შეიძლება ნორმალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ თქვენ ხელში ცოტა ხანს იმუშაოს.

ფოტოკამერის ობიექტივი – ფოტოკამერის ყველაზე ძვირადღირებული დეტალია. ფოტოგრაფიის ხარისხი პირდაპირ კავშირშია ობიექტივის ხარისხთან. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება თქვენი გადაღებული ფოტოების ხარისხზე აისახება.

second-hand-7ელექტრონათურები ფოტომოწყობილობებისთვის – სპეციალური ელექტრონათურები საკმაოდ ძვირი ღირს, მათი მუშაობის რესურსი კი მცირეა, ამიტომ ნახმარი ელექტრონათურები თქვენს ფოტომოწყობილობებს დიდხანს არ მოემსახურება.

მატრასები და ლოგინის თეთრეული – უბრალოდ დაფიქრდით, თუ ნახმარ ზეწარს იყიდით, ობისა და ვიღაცის ბაქტერიების ნარჩენებსა და სხვა ნაკლებსასიამოვნო რაღაცეებზე წოლა მოგიწევთ. გარდა ამისა, საუკეთესო მატრასსაც კი მაქსიმუმ 10 წლიანი მოხმარების ვადა აქვს, მეორადი მატრასის „ასაკს“ კი დანამდვილებით არავინ გეტყვით.

second-hand-8საცურაო კოსტიუმები და თეთრეული – ამ თემაზე საუბარი ალბათ არც ღირს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ არ ღირს მეორადი საცურაო კოსტიუმის ან საცვლების ყიდვა, რადგან მას შიშველ ტანზე იცვამენ, თქვენ კი ვერასდროს გაიგებთ, ვის ეცვა ის ადრე.

ჰიდროკოსტიუმი – დროთა განმავლობაში ჰიდროკოსტიუმი თავის ძირითად მახასიათებელს – თბოიზოლაციის თვისებას კარგავს. თუ ყოფილ მფლობელს ძალიან უყვარდა აკვალანგით ყვინთვა, წნევის ხშირი ცვალებადობის გამო ჰიდროკოსტიუმის დეტალები გაცვეთილი იქნება, მისი გახევის ალბათობაც მაღალი, ეს კი, უბრალოდ, თქვენი ჯანმრთელობისთვისაა სახიფათო.

second-hand-9ფეხსაცმელი – ნახმარი ფეხსაცმელი ხშირად ყოფილი მფლობელის ტერფის ფორმაზეა მორგებული. შეუფერებელი ფეხსაცმელი კი არა მხოლოდ უხერხული მოსახმარია, არამედ ფეხის ტერფის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციაც შეიძლება გამოიწვიოს.

თავსაბურები – მათ გაყიდვის წინ ძალიან იშვიათად წმენდენ, ამიტომაც მეორადი თავსაბურიდან შეიძლება კანის ინფექცია შეგეყაროთ, თმის საშუალებების ნარჩენებითა და სხვა უსიამოვნო სუბსტანციებით გაისვაროთ. ამიტომაც აჯობებს ახალი შლაპა იყიდოთ, ვიდრე უსიამოვნო სიურპრიზს ელოდოთ.

second-hand-10კოსმეტიკა – ნახმარი კოსმეტიკის შეძენისას გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება ბაქტერიების გამრავლებისა და ინფექციური დაავადებების გავრცელებისთვის იდეალური გარემოა. გამორიცხული არ არის, რომ იაფად ნაყიდი ცნობილი ბრენდის ტუშთან ერთად თვალის ანთება „იშოვოთ“, პომადასთან ერთად კი – ჰერპესი. ნაწილობრივ გამოყენებული კოსმეტიკის შეძენას აჯობებს ის საკუთარი ხელით დაამზადოთ.

ნივთები ცხოველებისთვის – ძველი ლაქები და გამჯდარი სუნი მაინც შენარჩუნებული იქნება, თუნდაც ნივთს დიდხანს არ იყენებდნენ და კარადაში ინახავდნენ. ნახმარი ნივთის შეძენისას ყოველთვის დაფიქრდით სისუფთავეზე.

second-hand-11მტვერსასრუტი – ეს საყოფაცხოვრებო ნივთი ხშირი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომაც მუდმივი დატვირთვისგან შეიძლება დაზიანებული იყოს. მტვერსასრუტის რემონტი კი ხშირად ახლის შეძენაზე უფრო ძვირი ჯდება.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე