2014 წლის კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი

Horoscope 2014დამდეგ 2014 წელს სამსახურისა და ბიზნესისთვის მშვიდს ვერაფრით დავარქმევთ: ზოგს ის საკმაო უსიამოვნებებს მოუტანს, ზოგიერთს კი დიდ სიმაღლეზე აიყვანს. ამ ყველაფერში დამნაშავე კი პლანეტარული ჯვარია – 2014 წლის პირველი ნახევრის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა. ამ ჯვრის წარმომქმნელი იუპიტერი, მარსი, პლუტონი და ურანი პირადი ამბიციების გაძლიერებასა და ცხოვრების ყველა სფეროში წინააღმდეგობრიობების წარმოშობას იწვევენ. ბიზნესსა და კარიერაში კი ეს ერთ რაიმეს ნიშნავს: ყველას წინ გაჭრა მოუნდება და ამ პროცესში კონკურენტების შევიწროებას ყველა ხერხით ეცდებიან.

რეალურ ცხოვრებაში ეს ნიშნავს, რომ 2014 წლის ივლისის შუა პერიოდამდე კონკურენტული ბრძოლისა და პაექრობის მეთოდები უკიდურესად გამძაფრდება და ბევრისთვის ეს წელიწადი სიმტკიცეზე გამოცდა იქნება. არის კიდევ ერთი ნიუანსი: 2014 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ვარსკვლავების გავლენით შეიძლება სისუსტე, უადგილო ეჭვები და მერყეობა გამოვლინოთ. თუ სხვა დროს ასეთი სისუსტე შეუმჩნეველი დარჩებოდა, 2014 წელს საკუთარ თავში დარწმუნებული კონკურენტები ამ მომენტით აუცილებლად ისარგებლებენ.

ბიზნესსა და კარიერაში ასეთი სიტუაცია ერთგვარ ბუნებრივ შერჩევას შეიძლება შევადაროთ, თანაც საკმაოდ სამართლიან შერჩევას. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ფინანსური კეთილდღეობისა და კარიერული წინსვლის შანსი პრაქტიკულად ყველას მიეცემა, თუმცა მის გამოყენებას ზოდიაქოს მხოლოდ ის ნიშნები შეძლებენ, ვისაც საჭირო მომენტში გაბედულება და სიმტკიცე აღმოაჩნდება. ასე რომ, თუ 2014 წელს წარმატებულთა რიცხვში გინდათ აღმოჩნდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ, წლის პირველ ნახევარში უბრალოდ პესიმიზმს არ დაემორჩილოთ და ყურები არ ჩამოყაროთ. თამამად დაიცავით თქვენი ინტერესები და კონკურენტებსა და გარემოებებს თქვენი კალაპოტიდან ამოგდების საშუალება არ მისცეთ.

წლის მეორე  ნახევარი ძალიან ხელსაყრელია ყველა საქმიანი წამოწყებისთვის, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია ახალი პროექტების ჩაშვებასთან, სწავლასთან, კარიერასთან, ბიზნესთან და ნებისმიერ დამოუკიდებელ, მათ შორის ყველაზე გრანდიოზულ გეგმებთან. თუ თქვენ საკუთარი საქმის დაწყება, სამსახურის გამოცვლა, კარიერულ კიბეზე წინ წაწევა, ახალი პროექტის წამოწყება, კვალიფიკაციის ამაღლება ან რაიმე სამომავლოდ მნიშნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეთ, 2014 წლის მეორე ნახევარზე უკეთეს დროს უბრალოდ ვერ იპოვით.

ვერძი

2014 წლის საქმიანი ჰოროსკოპი ვერძებს სამსახურსა და კარიერაში წინსვლის საკმაოდ სერიოზულ შანსებს სთავაზობს, თუმცა წლის პირველ ნახევარში მათ ამ ბედნიერი შესაძლებლობების ნახევრის გამოყენებაც არ გამოუვათ. საქმე ისაა, რომ ვერძები იმდენს იყოყმანებენ, რომ შანსს ან ხელიდან გაუშვებენ ან ამ შესაძლებლობით სარგებლობას ვინმე სხვა დაასწრებს.

მეორე მხრივ, კი დაფიქრებულობა და აუჩქარებლობა ცხენის წელში ვერძებს სარისკო ავანტიურებში ჩაბმისგან და შესაბამისად, დანაკარგებისა და ზარალისგან დაიცავს. გარდა ამისა, 2014 წლის ბოლოსკენ ვერძებს ყველაფრის ანაზღაურების შესაძლებლობა მიეცემათ. კარგი იქნება, თუ ვერძები შუა ზაფხულიდან მეხსიერებაში თავიანთ ყველაზე სასურველ, რთულ და გლობალურ პროექტებს გააცოცხლებენ და მათ რეალიზებაზე დაიწყებენ ზრუნვას. შემოდგომა და ზამთარი კი შესანიშნავი დროა ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის კარიერული კიბის უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად და კონკურენტთა საგრძნობ მანძილზე ჩამოსატოვებლად.

კურო

კუროს ჰოროსკოპით, 2014 წლის პირველი ნახევარი კარიერული წინსვლისთვის მაინცდამაინც კარგი დრო არ არის: ვარსკვლავები ამ პერიოდში კუროებს მიღწეულის შენარჩუნებაზე კონცენტრირებას ურჩევენ. მთავარია ცხენის წელიწადში კურო სამსახურში ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმას მოერიდოს, მით უფრო, რომ გარემოებები მისგან სწორედ ამას მოითხოვენ.

ამ თვალსაზრისით 2014 წელს კუროსთვის განსაკუთრებით აქტუალური იქნება ანდაზა: „ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო“. და რა მოხდება, თუ ასეთი კურდღლები კუროს სამსახურში ერთდროულად ოთხი ან ხუთი აღმოჩნდება? ჩანაფიქრის განსახორციელებლად ზოდიაქოს ამ ნიშნებს დაძაბული მუშაობა დაჭირდებათ, ყველაზე რთული პროექტები კი ჯობს წლის მეორე ნახევრისთვის გადადონ.

აი, შემოდგომის დასაწყისიდან კი კუროებს თამამად შეუძლიათ პრაქტიკულად ყველა მიზანს შეეჭიდონ. მათი ფინანსური ნიჭი და საქმიანი უნარ-ჩვევები ურთულესი საქმეების ერთი ხელის მოსმით მოგვარების საშუალებას მისცემთ.

ტყუპები

2014 წელს ტყუპებისთვის სამსახურეობრივი წარმატების საიდუმლო მარტივია: იმოქმედეთ დაფიქრებულად და დადგენილ წესებს ნუ დაარღვევთ, თუნდაც ირგვლივ ყველა ასე იქცეოდეს. შესაძლოა მსგავსი მიდგომით გარკვეული მოგებაც კი გაუშვათ ხელიდან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოგებულნი დარჩებით.

2014 წლის პირველ ნახევარში, ტყუპების ჰოროსკოპის თანახმად, კოლეგებიც და ხელმძღვანელებიც მათ მოსაზრებებს ყურადღებით დაუგდებენ ყურს. თავიანთი იდეების წინ წამოწევის, ფინანსური მდგომარეობის გამყარებისა და კარიერული მიზნების მისაღწევად ტყუპებმა გარშემომყოფთა ლოიალობით უნდა ისარგებლონ. თუ ტყუპები დიდი ხანია საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ან ახალი პროექტის ჩაშვებაზე ფიქრობდნენ, სწორედ ახლა აქვთ წარმატებული პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალება. ერთადერთი „მაგრამ“: ცხენის წლის დასაწყისში ტყუპებს მფლანგველობისკენ მიდრეკილება გაუჩნდებათ, რაც ბიზნესისთვის არც ისე კარგია. ზედმეტი ხარჯების თავიდან არიდების საუკეთესო მეთოდი ბიზნეს-გეგმასთან რეალური მდგომარეობის ხშირი შედარებაა.

წლის მეორე ნახევარში კი ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშანს მეტ დასვენებას და დიდი პროექტებზე მუშაობისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ამ პერიოდში ტყუპებისთვის მთავარი მიღწეულის შენარჩუნება და მომავალი აქტივობებისთვის ენერგიისა და ძალების მომარაგებაა.

კირჩხიბი

2014 წელს ვარსკვლავები კირჩხიბებს სამსახურსა და პირად ინტერესებს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობენ. ცხოვრების ეს ორი სფერო კრიტიკულ დაპირისპირებაში ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მაინც, ცხენის წელიწადში კირჩხიბებს ერთ-ერთი პირველ პლანზე ექნებათ, მეორე კი დამატებით როლს შეითავსებს. სხვათა შორის, წლის განმავლობაში ზოდიქოს ამ ნიშნის პრიორიტეტები შეიძლება კარდინალურადაც შეიცვალოს და პირადი ცხოვრებიდან სამსახურზე ან პირიქით გადაერთოს.

იმის მიუხედავად, კირჩხიბი რომელ მიმართულებას აირჩევს, 2014 წელს მაინცდამაინც დიდ მანძილზე წინ გაჭრას ვერ შეძლებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გამართლებასა და გარემოებათა ხელსაყრელ დამთხვევაზე იმედის დამყარება ამ წელს კირჩხიბებისთვის ამაო იქნება. სხვათა შორის, ამავე მიზეზით ცხენის წელიწადში კირჩხიბებმა რისკიანი პროექტებისა და ავანტიურებისგანაც შორის უნდა დაიჭირონ თავი. დასახული მიზნის მიღწევაში მხოლოდ ყოველდღიური ბეჯითი შრომა დაგეხმარებათ.

კოლექტივში თქვენი მდგომარეობის გასამყარებლად და მომავალი წარმატებების საძირკველის ჩასაყრელად ვარსკვლავები 2014 წელს კირჩხიბებს საჭირო ადამიანებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებაზე კონცენტრირებას ურჩევენ. შედეგად რომელიმე ნაცნობმა კირჩხიბის ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, გახდეს მისი დამსაქმებელი ან  მფარველი.

ლომი

2014 წელიწადი ლომისთვის შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს და მას შესანიშნავი ფინანსური და კარიერული პერსპექტივები მოუტანოს. ამას ხელს არა მხოლოდ ლომის შესანიშნავი საქმიანი ალღო შეუწყობს, არამედ ისეთი არამატერიალური ცნება, როგორიც იღბალია. ნებისმიერი პროექტი არა მხოლოდ ნიჭს, გონიერებასა და ენერგიას მოითხოვს, არამედ საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნის უნარსაც. წლის პირველ ნახევარში ვარსკვლავები იზრუნებენ, რომ ლომს ერთიც და მეორეც საკმარისად ქონდეს.

სწორედ ამ, ბედის წყალობით უხვ პერიოდში, ლომებმა მნიშვნელოვანი ჩანაფიქრების განხორციელება უნდა დაგეგმონ. სამსახურის შეცვლას დააპირებს, ახალი პროექტის წამოწყებას, სწავლის დაწყებას თუ გაგრძელებას, საკუთარი ბიზნესის აწყობას – ვარსკვლავები გარანტიას აძლევენ, რომ წლის პირველ ნახევარში მას ყველაფერი საჭირო ამ საქმეებისთვის უზრუნველყოფილი ექნება.

ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე ლომების საქმიანი ცხოვრება მის პირად ინტერესებს შეიძლება დაუპირისპირდეს და გარკვეულ მომენტებში მეორე პლანზეც კი აღმოჩნდეს. თუმცა სულ მალე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდება: 2014 ოქტომბერში ლომების წინაშე ახალი და მიმზიდველი კარიერული პერსპექტივები გადაიშლება, რომელთა ხელიდან გაშვებასაც ზოდიაქოს ეს ნიშნები არაფრით დაუშვებენ.

ქალწული

2014 წელს ქალწულს კარგად უნდა ახსოვდეს ერთი რამ: გარემოებები მის სასარგებლოდ დაემთხვევა ერთმანეთს და თუ იგი სხვანაირად ფიქრობს, ე.ი. ბედის ნაჩუქარ ბედნიერ შანსებს უბრალოდ ვერ ამჩნევს.

მართლაც, საქმიანი და ფინანსური თვალსაზრისით ზოდიაქოს ამ ნიშნების ჰოროსკოპი 100%-ით წარმატებული იქნებოდა, რომ არა ერთი მომენტი: ცხენის წელს ვარსკვლავები ქალწულს ენერგიასა და შეუპოვრობას არ მისცემენ, რაც მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაჭრელად სჭირდებათ. პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს, რომ 2014 წელს ქალწულები საკმარის სტიმულს ვერ იგრძნობენ, რომ საქმისთვის ბევრი დრო დახარჯონ. არც შესაძლო კარიერული წინსვლა, არც ანაზღაურების მომატება მათთვის საცდურის როლს ვერ შეასრულებს, რაც მთელი წელი ბეჯითად შრომას აიძულებდა. ირგვლივ, სამსახურის გარეთაც ხომ ამდენი საინტერესო რამაა!

თუ ქალწულები საქმისადმი მიდგომას არ შეიცვლიან, უდარდელი განწყობა მათ კარიერაზე ზრუნვისა და წამოწყებული საქმეების დასრულების საშუალებას არ მისცემს. თუმცა გარკვეულ საქმეებში წარმატება ხელში უშრომლადაც შეიძლება ჩაუვარდეთ – ამის ალბათობა ცხენის წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებით მაღალია.

2014 წელს ქალწულებს განსაკუთრებით წარმატებულად შეეძლებათ საკუთარი განწყობა მართონ. თუ ამ პერიოდში მიზნად წარმატების მიღწევას დაისახავენ, საკუთარი არაორგანიზებულობის გარდა წინ ვერაფერი დაუდგებათ.

სასწორი

2014 წელს სასწორებმა ამბიციური ამოცანები და გლობალური მიზნები არ უნდა დაისახონ. ეს წინ გაჭრისთვის საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის, სამაგიეროდ შესაფერისია მიღწეული სიმაღლეების შენარჩუნებისა და მდგომარეობის გამყარებისთვის. 2014 წლის პირველი ნახევარი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მოთმინების სერიოზული გამოცდა შეიძლება გამოდგეს. ერთი მხრივ, ვარსკვლავები სასწორებს ენერგიულობასა და ბრძოლისუნარიანობას ანიჭებენ, მეორე მხრივ კი ჰოროსკოპი ინიციატივის გამოჩენის რეკომენდაციას არ იძლევა. სასწორის ნებისმიერ ნაბიჯს კარიერულ კიბეზე, ახალი პროექტების წამოწყებას კოლეგების სასტიკი წინააღმდეგობა დახვდება წინ და შედეგი შეიძლება საპირისპიროც კი დადგეს.

ამ მხრივ ცხენის წლის მეორე ნახევარში სასწორებს მოქმედების მეტი თავისუფლება ექნებათ. კომუნიკაბელურობის მაღალი დონე სასწორებს ახალი, სასარგებლო კონტაქტების შეძენასა და კოლექტივის მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმარება. 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერი კარგი დროა იდეების დამუშავებისთვის, დეკემბრიდან კი უკვე შეგიძლიათ ახალი პროექტების ჩაშვებასა თუ კარიერულ ზრდაზე სერიოზულად მუშაობა დაიწყოთ.

მორიელი

2014 წლის მთელი პირველი ნახევარი მორიელისთვის ბრძოლის ველია, სადაც მას ღირსეული მოწინააღმდეგეები არ ეყოლება. ბიზნესსა და კარიერაში მორიელებს მიეცემათ ყველანაირი საშუალება, რათა წინ დიდი სისწრაფით გაიჭრან, დაბრკოლებები გადალახონ და კონკურენტები გზიდან ჩამოიშორონ.

2014 წლის იანვრიდან ივლისამდე მორიელებს შესანიშნავი პერიოდი აქვთ გლობალური მიზნების განსახორციელებლად. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნაბიჯები კარიერისკენ იქნება გადადგმული, ცხოვრების დონის ამაღლების, ბიზნესის თუ ახალი პროექტების წამოწყებისკენ – ცხენის წელი მორიელებს წარმატებას უქადის. ერთადერთი „მაგრამ“ ეხება არა მორიელის მიღწევებს, არამედ მის დამოკიდებულებებს კოლექტივის წევრებთან: 2014 წელს მორიელის ჰოროსკოპში კონფლიქტების მაღალი ალბათობაა კოლეგებთან კონკურენციისა და წყენის ნიადაგზე.

ივლისიდან ოქტომბრამდე მორიელის საქმეები შეიძლება დაპაუზდეს. ამ პერიოდში მან მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ბევრი დრო და ენერგია ჭირდება, ხელი არ უნდა მოკიდოს. დაკარგულის ანაზღაურებას კი მორიელები წლის ბოლოს შეძლებენ, როცა ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნებს მზარდი ენერგიულობით დააჯილდოვებენ და ისინიც ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას სულ იოლად შეძლებენ.

მშვილდოსანი

2014 წელს მშვილდოსნების ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა ბიზნესში, სამსახურსა და კარიერაში მისი არასტანდარტული მიდგომაა. ცხენის წელი მშვილდოსანს უზარმაზარ შემოქმედებით პოტენციალს სჩუქნის, რაც მის ენერგიულობასთან და ჯანსაღ ამბიციებთან ერთად დიდი წარმატების გარანტიაა. გარდა ამისა, 2014 წლის პირველ ნახევარში ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები თამამად შეძლებენ კონკურენტებთან დაპირისპირებას. ვარსკვლავები მშვილდოსნებს ამ პერიოდში კარიერასთან, ფინანსებთან, ბიზნესთან, სწავლასთან თუ ახალ პროექტებთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობას ურჩევენ. ეს მათთვის წინსვლისა და ახალ დონეზე გადასვლის რეალური შანსია.

წლის მეორე ნახევარიც არანაკლებ წარმატებული იქნება ბიზნესისა და სამსახურის კუთხით, თუმცა ამ პერიოდში კოლეგებთან კონფრონტაცია და მკაცრი კონკურენცია მშვილდოსნებისთვის უკუჩვენების მომტანია. ეს კარგი დროა მოპოვებული სიმაღლეების შენარჩუნებისა და წინ ნელა, დაბეჯითებით სვლისთვის.

თხის რქა

2014 წელს თხის რქების კარიერა ნელა, მაგრამ წინ მიიწევს: ვარსკვლავები მას კონკურენტების წინააღმდეგ არცთუ მცირე უპირატესობას მიანიჭებენ. წლის დასაწყისიდანვე თხის რქის გულმოდგინება და კონცენტრირებულობა ძალიან კარგად გამოჩნდება, განსაკუთრებით გარშემომყოფთა ფუსფუსა, უშედეგო აქტიურობის ფონზე. ამ პერიოდში ხელმძღვანელობისა და კოლეგებისთვისაც თხის რქა სტაბილურობის განსახიერება იქნება: მას მშვიდად შეიძლება საპასუხისმგებლო საქმეები ანდოთ და ბოლომდე დაეყრდნოთ. თავად თხის რქა 2014 წლის პირველ ნახევარში კონსერვატიული, გამოცდილი გზით ივლის და სხვათა მოლოდინებს გაამართლებს.

ივლისის შუა პერიოდიდან კი სიტუაცია შეიცვლება: თხის რქები აღმაფრენისა და ახალი ძალების შემოტევას იგრძნობენ, რაც საქმეში მეტ შთაგონებას შეჰმატებთ. წლის მეორე ნახევარში ისინი ნოვატორული მიდგომებითა და ქცევის ჩვეულ შაბლონებზე უარის თქმით იქნებიან გამორჩეულნი. თხის რქის ჰოროსკოპით, ეს პერიოდი შესანიშნავი დროა მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების, ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის, წარმატებული პროექტის ჩაშვების და თუნდაც ჩვეულებრივი საქმეებისთვის ძლიერი იმპულსის მისაცემად.

მერწყული

2014 წლის საქმიანი ჰოროსკოპი მერწყულს ხელში ძლიერ კოზირს აძლევს: დასახული მიზნებისკენ მშვიდად და შეუპოვრად სწრაფვის უნარს. მერწყულებს მიზანსწრაფულობა და დაკვირვებულობა ცხენის წელიწადში ნებისმიერ რთულად მისადგომ და საყურადღებო საქმეში წარმატებას პირდება.

მერწყული ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდება სასურველ მიზანს. განსაკუთრებით კარგად ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს 2014 წლის პირველ ნახევარში ისეთი პროექტები გამოუვათ, რომლებიც წინასწარ რამდენიმე სვლის გათვლის საშუალებას იძლევა: ტექნიკური საკითხები, ბიზნეს-გეგმების აღდგენა, სწავლა და მეცნიერება, დოკუმენტური და მიმდინარე საქმეები.

საკითხები, რომელთაც შემოქმედებითი ან ნოვატორული მიდგომები ჭირდება, მერწყულებმა სამომავლოდ უნდა გადადონ. 2014 წლის განმავლობაში მათთვის საუკეთესო დრო სექტემბერ-ნოემბერია, თუმცა ამ დროსაც მერწყულებს კოლეგების სამსჯავროზე თავიანთი კრეატიული გეგმების გამოტანისას თავის დაზღვევა მართებთ. საქმე ისაა, რომ ვარსკვლავები ცხენის წელიწადში ზოდიაქოს ამ ნიშნებს კონსერვატიული, გამოცდილი გზით სიარულისკენ უბიძგებენ. ამ პერიოდში დასახული გზიდან გადახვევით მერწყული ფეხქვეშ მიწის გამოცლის რისკზე მიდის.

თევზები

2014 წელს თევზებს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კარიერული წინსვლის შანსი არაერთხელ მიეცემათ. ერთადერთი, რაც მათ უნდა ახსოვდეთ: ცხენის წლის პირველ და მეორე ნახევრებში სასურველი მიზნების მისაღწევად სრულიად სხვადასხვა გზებით უნდა იარონ.

ამრიგად, წლის პირველ ნახევარში თევზების მთავარი იარაღი მათი კომუნიკაბელობა, გულითადობა, საკუთარი თავის რწმენა და ორგანიზატორული ნიჭია. სწორედ ლიდერებისთვის დამახასიათებელი თვისებებით თევზები სურვილის შემთხვევაში საჭირო ხალხზე სათანადო შთაბეჭდილების მოხდენას, სასარგებლო კონტაქტების დამყარებას და კარიერაში აღმასვლას მოახერხებენ.

აი, 2014 წლის მეორე ნახევარი კი თევზების საქმიან ჰოროსკოპში მომეტებული კონცენტრირებულობით იქნება გამორჩეული. თევზებს ჩვეულებრივზე იოლად გამოუვათ გონებრივ საქმიანობასთან, დაგეგმვასთან, სწავლასთან, სისტემატიზაციასა და ციფრებთან დაკავშირებული ყველა ამოცანის შესრულება.

მთელი  2014 წლის განმავლობაში თევზებს არაერთხელ მიეცემათ შანსი კონკურენტების შევიწროების ხარჯზე წინ წაიწიონ. და თუ ვარსკვლავების ნაჩუქარ უზარმაზარ ენერგიას წვრილმანებზე არ დახარჯავენ, ბევრს მიაღწევენ.

Advertisements
Comments
4 Responses to “2014 წლის კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ძალა და ენერგია დაჭირდება. იანვრის ბიზნეს-ჰოროსკოპი კუროსთვის ძალიან რთული იქნება და […]

  2. […] მატერიალური მდგომარეობა ამ წელს დამაკმაყოფილებელი იქნება. […]

  3. […] სასწაულებრივად შემობრუნდება და დამდეგი წელიწადი უზარმაზარ შესაძლებლობებს […]

  4. […] 2014 წლის ივლისის შუიდან კი მეტისმეტი გაუბედავობა უკვე აღარავისთვის იქნება ხელისშემშლელი. წლის ბოლომდე სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პერიოდი იდგება. მსუბუქი რომანტიკული თავგადასავალი იქნება თუ სერიოზული ურთიერთობა, ეს შესანიშნავი დროა ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. დატკბით ცხოვრებით თქვენს რჩეულთან ერთად და გიყვარდეთ მთელი სულითა და გულით. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე