ბრუს უილისი – ენაბლუ მოზარდიდან ჰოლივუდის ვარსკვლავამდე

ბავშვობაში ენა მებმებოდა, თანაც ძალიან – სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს. ასეთი ადამიანი ყოველთვის უხერხულად გრძნობს თავს, ქვეცნობიერად რაღაც სულ ხელს უშლის. ადამიანებიც უხერხულად გრძნობენ თავს, რადგან დახმარება უნდათ წინადადების დამთავრებაში, ამით კი თქვენ კიდევ უფრო უარესად გებმებათ ენა – მოკლედ, მოჯადოებული წრეა. მშობლები მხოლოდ იმით მეხმარებოდნენ, რომ ჩემს ნაკლს არ იმჩნევდნენ. ასეთ შემთხვევებში თანაგრძნობა და სიყვარული საუკეთესო წამალია.

bruce-willis-2თუ ცხოვრებაში გაგიჭირდა, ორი ვარიანტი გაქვს: თავი დაუხარო გასაჭირს ან ცეცხლის ალში გაიაროს. თავიდან შეგუებული ვიყავი ჩემს ენადაბმულობას, რადგან ყოველთვის შემეძლო ხალხი გამეცინებინა. და ამას სულ ვაკეთებდი, თანატოლებს ვახალისებდი, თუმცა მასწავლებლებს ეს ყველაფერი მაინცდამაინც სასაცილოდ არ ეჩვენებოდათ.
bruce-willis-6არ მინდოდა ვინმეს არასრულფასოვან ადამიანად მივეჩნიე, ამიტომ სასკოლო სპექტაკლში მოვითხოვე როლი. ამ დროს მერვე კლასში ვიყავი. სცენაზე გამოვედი და სასწაულიც მოხდა – ენა არ დამება! სპექტაკლის შემდეგ კი ისევ ძველებურად გაგრძელდა. საკმარისი იყო ვინმეს როლის შესრულება დამეწყო, ჩემი დეფექტი ქრებოდა, ამის გამო სცენაზე თამაში სულ უფრო და უფრო მომწონდა. ჩემს ენადაბმულობას წლები ვებრძოდი და ბოლოს დავამარცხე! კოლეჯში ჩაბარებისას უკვე ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა.
20 წელს ახალი გადაცილებული ვიყავი, როცა რამდენიმე ჩემი მეგობარი უიღბლო შემთხვევითობის გამო დაიღუპა. თითქმის მაშინვე ჩემს ძმას ტრასაზე მანქანამ დაარტყა, მან ოცი მეტრი ჰაერში იფრინა და შემდეგ ნახევარი წელი საავადმყოფოში იწვა. მალევე ჩემს დას ლიმფომატოზის რთული ფორმა დაუდგინეს. ახლა მას სრული რემისია აქვს, თუმცა იყო მოკლე პერიოდი, როცა ხელი გვქონდა ჩაქნეული. ამიტომაც მე ყოველთვის ვაცნობიერებდი, რა ფაქიზია ადამიანის სიცოცხლე.
bruce-willis-3ამბობენ, რომ ტკივილი ცოცხლების პრივილეგიაა – მკვდარი უკვე ვეღარაფერს გრძნობს. ამის მჯერა. როდესაც სიკვდილზე ფიქრობ, შენსაზე თუ სხვისაზე, გრძნობ, რომ ადამიანური გონებით სიკვდილის არსში ჩაწვდომა შეუძლებელია.
30 წლამდე ნიუ-იორკში ვცხოვრობდი, ალბათ, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე შეშლილი პერიოდი იყო. ამ დროის გახსენებისას ახლაც მეღიმება. ვალდებულება ერთადერთი მქონდა – თეატრში არ უნდა დამეგვიანა. არანაირი საზრუნავი. ამ ასაკში ნერვული უჯრედები შეიძლება მილიონობით ფლანგო.
bruce-willis-5თეატრის მერე ჯერ ტელევარსკვლავი გავხდი, შემდეგ კი უკვე კინოვარსკვლავიც. დიდების ტალღას თავზე რომ მოვექეცი, მერე დავაფიქსირე ასეთი წარმატების უარყოფითი მხარე რომელია. ესაა ანონიმურობის სრული დაკარგვა. ტელე-შოუები, ფილმები, ინტერვიუები ჟურნალებსა და ტელეეკრანებზე – ეს ყველაფერი ქმნის ჰოლოგრამას, რომელიც ადამიანებს შენ გონიხარ. მაგრამ ეს სრული ილუზიაა. ისეთივე, როგორც რელიგიისა და ხელისუფლების ილუზია. იყო დრო, როცა საშინლად ვბრაზობდი და პროტესტის გამოთქმასაც არ ვერიდებოდი, ახლა კი დავმშვიდდი. და მაინც, პირად ცხოვრებაზე არაფერს ვლაპარაკობ. პირადი ძალიან ცოტაღა დამრჩა და მისი გაზიარება არავისთვის მინდა.
bruce-willis-4კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო ცნობილი ადამიანი და ამის წყალობით, ნამდვილი მეგობრობისაც კარგად მესმის. ჩემი მეგობრების უმრავლესობას მაშინ ვიცნობდი, როცა გაცილებით ღარიბი ვიყავი და დღეს ყველანი მეხმარებიან, რომ დღევანდელ მდგომარეობას მაინცდამაინც სერიოზულად არ მოვეკიდო.
bruce-willis-7ადრე სამუშაოს ცხოვრებისგან არ ვასხვავებდი, მაგრამ როცა „ჰუძონის ქორის“ შემდეგ კინაღამ ჩამქოლეს, მათი გარჩევა და განცალკევება ვისწავლე. ახლა ჩვეულებრივი ადამიანივით ვიქცევი: უბრალოდ ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია.
პატარაობაში 45 წელზე უფროსი ადამიანი უკვე ღრმად მოხუცი მეგონა, ახლა კი წლების ტვირთს ვერც ვამჩნევ, სამაგიეროდ ნაოჭებს ვამჩნევ ჩემს სახეზე ძალიან კარგად. ძალიან ბევრს ვიცინოდი! სულით კიდევ ახალგაზრდა ვარ, სულ ცოტა, 25 წლით უფრო. სმა მივატოვე, როცა შვილები გყავს, სმა ცუდი ტონია. მინდა ჩემი შვილებისთვის უფრო დიდხანს ვიცოცხლო და მათ შვილებთან ერთად ვითამაშო.
bruce-willis-8არის ერთი – მოსიარულე ადამიანის სურათი: ის პაწაწინა ჩვილობიდან იწყება, შემდეგ მიდის, მიდის, მაღლდება და ძლიერდება, მერე ნელ-ნელა ბერდება, წელში იხრება, ფეხები უკანკალებს… ყველას ვურჩევდი ეს სურათი კედელზე ჩამოეკიდათ და ყოველ დილას გაღვიძებისას ცოდნოდათ, სიცოცხლის რომელ ეტაპზე არიან.
თუ ამ სურათს ყოველდღე უყურებთ და საკუთარ თავს კითხვასაც დაუსვამთ, რამდენი წელი გაქვთ დარჩენილი, დროის ფუჭად ხარჯვას გადაეჩვევით. ცხოვრება ხანმოკლეა, თუნდაც 90 წელს მიაღწიოთ. იცხოვრე მაქსიმალურად დატვირთულად – აი, ასე ვფიქრობ. დააფასე ყოველი წამი, ყოველი საათი, ყოველი დღე, თორემ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, ისე დამთავრდება ყველაფერი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის, ასაკის მიუხედავად, სიკვდილი მოულოდნელად დგება.

bruce-willis-1

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე