ამერიკული უნივერსიტეტების ელიტარული ასოციაცია – სუროს ლიგა

The_Ivy_League_Logo„მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების“ წოდებისთვის ბრძოლაში ინგლისის საგანმანათლებლო გიგანტების – ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების მთავარ კონკურენტებად ამერიკული უმაღლესი სასწავლებლები იქცნენ.

ჟურნალ Forbes-ის ჩატარებული კვლევების შედეგებით, ამერიკული უმაღლესი განათლება ყველაზე ძვირადღირებულად და პრესტიჟულადაა მიჩნეული. მის პოპულარიზებაში კი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს სტუდენტური გაერთიანებები და უნივერსიტეტების ასოციაციები თამაშობენ.

Ivy-league-5ამერიკული სტუდენტური გაერთიანების ან „საძმოს“ წევრობა ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიც ჰარვარდი, პრინსტონი და პენსილვანიის უნივერსიტეტია, მომავალი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების ელიტულ კლუბში მოხვედრის ტოლფასია.

Graduation2ეს უნივერსიტეტები ელიტარული ასოციაციის, ე.წ. სუროს ლიგის (Ivy League) წევრები არიან.

????????????????ლეგენდის თანახმად, ეს უჩვეულო სახელი ასოციაციას 1937 წელს კოლუმბიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების საფეხბურთო ნაკრებების მატჩის დროს დაერქვა.
მატჩის მიმდინარეობისას ერთ–ერთმა სპორტულმა კომენტატორმა დაიჩივლა, რომ ფეხბურთის თამაშის ნაცვლად „სუროს ზრდისთვის“ თვალყურის დევნება უწევს.
სხვა ვერსიით, სახელწოდების წარმოშობა მისი წევრი უნივერსიტეტების კორპუსებზე შემოხვეულ სუროს უკავშირდება.

ivy-league-1„სუროს ლიგის“ დაარსების ოფიციალურ თარიღად 1954 წელია მიჩნეული – სწორედ ამ დროს გაფორმდა ორგანიზაცია იურიდიულად.

თავიდან ლიგის ფუნქცია აშშ–ის ჩრდილო–აღმოსავლეთში მდებარე რვა კერძო უმაღლესი სასწავლებლის სპორტულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით შემოიფარგლებოდა, თუმცა მოგვიანებით ლიგის ფუნქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

ivy-league-football-helmets„სუროს ლიგაში“ შედის რვა უნივერსიტეტი:

ბრაუნის უნივერსიტეტი (დაარსებულია 1764 წელს) – გამოირჩევა არატრადიციული სასწავლო პროცესით, რომელსაც „ახალ პროგრამას“ უწოდებენ. სტუდენტს თავისუფლად შეუძლია საგნების არჩევა და ნიშნის ნაცვლად ჩათვლებს იღებს.

?????????ჰარვარდის უნივერსიტეტი (დაარსებულია 1736 წელს) – ეს არის არა მხოლოდ უძველესი, არამედ სწავლების თვალსაზრისით ყველაზე კონსერვატიული უმაღლესი სასწავლებელი.
დართმურის კოლეჯი – (დაარსებულია 1769 წელს) – ეს უნივერსიტეტი ცნობილია ფაქტით, რომ აქ ასპირანტები სწავლობენ.

იელის უნივერსიტეტი – (დაარსებულია 1701 წელს) – მის შემადგენლობაშია 12 დეპარტამენტი: იელის კოლეჯი, ოთხწლიანი სასწავლებელი, რომელიც ბაკალავრის ხარისხს გასცემს; სხვადასხვა სპეციალობების ასპირანტურა, მათ შორის ზუსტი, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების; ასევე ათი პროფესიული ფაკულტეტი, რომლებიც იურისპრუდენციის, მედიცინის, ბიზნესის, გარემოს დაცვის სპეციალისტებსა და თეოლოგებს ამზადებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტი (დაარსებულია 1754 წელს) – თავიდან უნივერსიტეტს სამეფო კოლეჯი ერქვა, რადგან ის ინგლისის მეფის გეორგ II ბრძანებით დაარსდა. უნივერსიტეტის შემადგენლობაშია პოლიტიკური მეცნიერებების, ფილოსოფიის, მათემატიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინის ფაკულტეტები; სამართლის, ტექნიკისა და გამოყენებითი მეცნიერებების, არქიტექტურის, საბიბლიოთეკო საქმის, სტომატოლოგიური, ხელოვნებისა და საზოგადოებრივი სამუშაოს სკოლები; ასევე სკოლები დიპლომირებული სპეციალიტებისთვის – ჟურნალისტიკისა და სამეურნეო (ბიზნესის) დარგის; და ბოლოს ზოგადი განათლების განყოფილება და ცენტრი უცხოელი სტუდენტებისთვის (ხარისხის მინიჭების გარეშე).

Ivy-league-2ქორნელის უნივერსიტეტი (დაარსებულია 1865 წელს) – მისი დამფუძნებლები იყვნენ სატელეგრაფო ინდუსტრიის დამაარსებელი ეზრა ქორნელი და ცნობილი მეცნიერი ენდრიუ უაითი. სასწავლო პროგრამებს შორის ყველაზე პოპულარულია „ინჟინერული ფიზიკა“ (Engineering Physics).

პენსილვანიის უნივერსიტეტი, რომელიც 1751 წელს პრეზიდენტმა ფრანკლინმა დააარსა. უნივერსიტეტის დევიზი ასეთია: კანონი მორალის გარეშე უსარგებლოა.

Ivy-league-4პრინსტონის უნივერსიტეტი (დაარსდა 1746 წელს ) – კიდევ ერთი უნივერსიტეტი, რომლის დაარსებაც ინგლისის მეფის გეორგ II სახელთანაა დაკავშირებული. მეფემ პასტორთა ჯგუფს ნება მისცა გაეხსნათ საგანმანათლებლო კოლეჯი ახალგაზრდებისთვის ენების, თავისუფალი ხელოვნებისა და მეცნიერებების სწავლების მიზნით.

XX საუკუნის დასაწყისიდან „სუროს ლიგამ“ საუნივერსიტეტო ცხოვრების სხვა სფეროებიც აითვისა. მის წევრ უნივერსიტეტებში მოხვედრა ძალიან რთულია – ან ვუნდერკინდი უნდა იყო ან ძალიან ცნობილი და მდიდარი ოჯახის წევრი.

ivy-league-01„სუროს ლიგა“ უზარმაზარ ფინანსურ სახსრებს ფლობს, რაც სხვა ქვეყნებში მისი სასწავლო დაწესებულებების ფილიალების გახსნის შესაძლებლობას აძლევს.

ამბობენ, რომ იგეგმება ფილიალების დიდ ბრიტანეთში გახსნა, რითიც „სუროს ლიგამ“ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების კვარცხლბეკიდან ჩამოგდების წინაპირობა უნდა შექმნას.

Ivy_League_green

Comments
2 Responses to “ამერიკული უნივერსიტეტების ელიტარული ასოციაცია – სუროს ლიგა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] რომელიც იელის უნივერსიტეტთან ერთად „სუროს ლიგაში“ (Ivy League) […]

  2. […] იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ თქვენი ავტორიტეტული ცოდნა აღიარებას იმსახურებს. ბრძოლაში […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 12,111 other followers