ჯორჯო ლოკატელი – იტალიელი მზარეული ლონდონში

Giorgio Locatelli-2ჯორჯო ლოკატელი ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეული და კულინარიული ბესთსელერის „დამზადებულია იტალიაში“ ავტორია. იგი ასევე არის იტალიის ფარგლებს გარეთ ყველაზე პოპულარული იტალიური რესტორნის Locanda Locatelli-ს მფლობელი.

locanda-locatelliჯორჯო იტალიის პატარა ქალაქ ქორჟემოში დაიბადა, სადაც მის ოჯახს – ლოკატელის მზარეულთა დინასტიას რესტორანი La Cinzianella აქვს გახსნილი, რომელიც მიშელინის ვარსკვლავითაა დაჯილდოებული. ასე რომ, მსოფლიო გასტრონომიის მომავალი ვარსკვლავი სამზარეულოს ამბებში ბავშვობიდან იყო ჩახედული.

ოჯახურ რესტორანში პირველი გამოცდილების მიღების შემდეგ იგი საფრანგეთში სტაჟირებაზე გაემგზავრა ჯერ კიდევ XVI საუკუნიდან ცნობილ, სამვარსკვლავიან პარიზულ რესტორანში (La Tour d’Argent – ვერცხლის კოშკი).

Giorgio Locatelli-1შემდეგ ჯორჯო ლონდონში გადაბარგდა, სადაც ცოტა ხანი სასტუმრო Savoy-ს რესტორანში მუშაობდა, შემდეგ კი რესტორან Zafferano-ში გადავიდა, რომელმაც მისი წყალობით მიშელინის ვარსკვლავი მიიღო. ამის შემდეგ მან საკუთარი რესტორანი Locanda Locatelli გახსნა, რომელმაც ასევე სწრაფად მოიპოვა მიშელინის ვარსკვლავი.

გარდა ამისა, Locanda Locatelli-ს იტალიის ფარგლებს გარეთ საუკეთესო იტალიური რესტორნის ოფიციალური ტიტული აქვს. ამ რესტორნის მენიუ დაკომპლექტებულია „ბებოს რეცეპტებით“ და თავისი ქვეყნის ხასიათისა და სულის გადმოცემას ცდილობს.

Giorgio Locatelli-3ლოკატელის რესტორნის შესასვლელში მუდმივად ირევიან პაპარაცები, რადგანაც იქ ძალიან ხშირად ვახშმობენ ვიპ პერსონები. ლონდონში იტალიის პატარა კუნძულის მონახულების მსურველები იმდენად ბევრნი არიან, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი ადგილს 30 დღით ადრე ჯავშნიან.

?????????????????Locanda Locatelli-ს მუდმივი მომხმარებლები არიან სტინგი, მადონა, ბრედ პიტი, პრინცი ჩარლზი, პოლ მაკარტნი, გვინეთ ფელთროუ და ჯეიმი ოლივერი.

ბევრი აქ ბავშვებით მოდის, რადგან მათთვის სპეციალური საბავშვო პორციები მზადდება. ამგვარად ჯორჯო ეწინააღმდეგება მის მთავარ კონკურენტსა და მოწინააღმდეგეს გორდონ რამზის, რომელიც მიიჩნევს, რომ „მაღალ სამზარეულოში“ ბავშვებს არაფერი ესაქმებათ.

Gordon+RamsayLocanda Locatelli ჯორჯოს ერთადერთი რესტორანი არაა. მეორე – Locatelli’s Pizza ამერიკული ქალაქის ჰიუსტონის ახლოს მდებარეობს. კიდევ ერთი – Ronda Locatelli – კურორტ Atlantis The Palm-ზე მუშაობს და განლაგებულია The Palm Jumeirah-ზე –ფანტასტიკურ ხელოვნურ კუნძულზე დუბაიში.

[pictures.4ever.eu] hotel atlantis the palm, the palm jumeirah, dubai 155917 (1)ჯორჯო ლოკატელი ექსპერიმენტატორია. 2008 წელს მან პირველმა შეასრულა თავისი სახელგანთქმული თანამემამულის, პოეტ ავანგარდისტის ფილიპო ტომაზო მარინეტის პარადოქსული იდეები, რომლებიც აღწერილი იყო წიგნში „ფუტურისტის სამზარეულო წიგნი“.

marinettiმარინეტის ინგრედიენტების კონკრეტული პროპორციების შესახებ არ დაუწერია, ასე რომ, შეფ–მზარეულ ჯორჯო ლოკატელის სრული თავისუფლება ქონდა – ფუტურისტული რეცეპტები მხოლოდ ზოგადი სახელმძღვანელოს როლს ასრულებდა. თუმცა კერძები სრულად შეესაბამებოდა ფუტურისტულ ესთეტიკას: მიხაკის არომატით გაჟღენთილ ოთახში, ვაგნერის ველური ჯაზის ჰანგებისა და აეროპლანის ძრავის ხმაურის თანხლებით, სტუმრები მიირთმევდნენ ზეთისხილსა და ფენჰელს, გაწყობილს ქაღალდის, აბრეშუმისა და ხავერდის ნაჭრებით.

Giorgio Locatelli-მზარეულობის გარდა ლოკატელს სახელი მისმა წიგნმაც „დამზადებულია იტალიაში“ გაუთქვა. წიგნში მოცემულია ტრადიციული იტალიური რეცეპტების კრებული, ასევე ავტორის ნააზრევი კულინარიასა და კულინარიის როლზე მის ცხოვრებაში.

ერთდროულად სერიოზულად და ხუმრობით დაწერილი ეს წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ იტალიური კულტურა არ არსებობს იტალიური სამზარეულოს გარეშე და პირიქით.

made-in-Italy

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე