მექსიკა: სახლი ნაკრძალში

1

ეს ულამაზესი სახლი  ქალაქ ვალიე დე ბრავოში (მექსიკა) არქიტექტურული სტუდია Parque Humano-ს დიზაინერებმა დააპროექტეს.

სახლი ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული და მის ირგვლივ მეტად მრავალფეროვანი, უსწორმასწორო ლანდშაფტია. მექსიკის ამ ნაწილში ტემპერატურა წლის განმავლობაში 35°C-დან -2°C-მდე მერყეობს, ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით კი მუდმივად თავსხმა წვიმაა. ამიტომ შენობის პროექტირების დროს მოცემული კლიმატისა და ლანდშაფტის თავისებურებები გაითვალისწინეს. 

სახლი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დონეზეა განლაგებული და ერთმანეთს კიბეებით უკავშირდება. ამგვარი განლაგების წყალობით შენობა კარგად ეხამება გარემოს და ბუნებასთან სიახლოვის ილუზიას ქმნის.

სახლში არის მისაღები, სასადილო, სამზარეულო, ორი საძინებელი და მოსასვენებელი ოთახი, ასევე სამუშაო ოთახი, რომელიც სურვილის შეთხვევაში სახლის კინოთეატრად ან სათამაშო ოთახად შეიძლება გადაკეთდეს. საცხოვრებელი ფართი სულ 650 კვ. მეტრს შეადგენს. ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი მხოლოდ აუცილებელი ავეჯისა და დეკორის რამდენიმე ელემენტის გამოყენებით. 

2

სახლში ოთახები ისეა დაჯგუფებული პავილიონებში, რომ კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი. ჩრდილოეთის მხარეს საძინებელი და მოსასვენებელი ოთახებია მოწყობილი, დანარჩენი ფართი კი მთლიანად გასართობ და სტუმრების მისაღებ ზონებს უჭირავს.  

3

კომპლექსის ფასადი სამხრეთისკენაა მიმართული. ამგვარი განლაგება ნაგებობას ზამთრში ცივი ქარისგან იცავს.

სახლის მშენებლობის დროს მფლობელები მაქსიმალურად შეეცადნენ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიეყენებინათ ბუნებისთვის. არ მოჭრილა არცერთი ხე, ამიტომ ნაგებობა მაღალი ხეებით არის გარშემორტყმული, რომლებიც სახლსა და მის მფლობელებს ზაფხულის სიცხისგან იცავს. 

4

სახლიდან ულამაზესი ხედი იშლება ტბა ავანდაროზე. პანორამული ფანჯრები სივრცის ვიზუალურად ზრდას უზრუნველყოფს და  ბუნებასთან ერთიანობის შეგრძნებას აძლიერებს.

5 6

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე