მოვიჯახუნოთ ზურგსუკან კარი თუ არა?

ცხოვრება უსამართლოა ყველა მიმართულებით. სულ ახლახანს დაიმახსოვრეთ საბოლოოდ, რა ქვიათ თანამშრომლებს თქვენს ახალ სამსახურში, გაიცანით კოლეგები და გაცვალეთ ტელეფონის ნომრები, მოასწარით სამსახურეობრივ კომპიუტერზე პარამეტრების დაყენება თქვენი ჩვეულების მიხედვით და უცებ, როგორც ზაფხულში თოვლს არ ელოდით –გასასვლელისკენ მიგითითეს! არ დაგაფასეს, ვერ გაგიგეს, სულში ჩაგაფურთხეს! ხელმძღვანელი ღორია, მისი მოადგილე – გაბერილი ინდაური, კოლეგები ცხვრები, მთავარი ბუღალტერი კი ბებერი ძროხა!

Leaving-job-10დაფიქრდით: ძალიან გინდათ ასეთ ცხოველურ კოლექტივში მუშაობა?

რასაკვირველია, სამსახურიდან გათავისუფლება ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი სტრესია, თუმცა სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში ეს სტრესი სამსახურიდან დათხოვილის კვალიფიკაციის უკუპროპორციულია. ჟანრის კანონი ასეთია – რაც უკეთესი უნარ–ჩვევები აქვს, რაც უფრო შრომისმოყვარე და ბოლოს, ნიჭიერია თანამშრომელი, მით ნაკლებ მტკივნეულად აღიქვამს ახალი სამსახურის ძებნის აუცილებლობას, თუნდაც ეს, Leaving-job-11მისი უშუალო სურვილით არ მომხდარიყო. საკუთარი თავის გადამეტებული რწმენა აქ არაფერ შუაშია – ეს ხშირად საკუთარი შესაძლებლობების სწორი შეფასების შედეგია. და ამბის მარილიც სწორედ აქაა: სწორი შეფასება საკუთარი ნაკლოვანებების აღქმასაც გულისხმობს და ადეკვატურად გაცნობიერებას, რომ თქვენი ნაკლოვანებები ამ კონკრეტულ ორგანიზაციაში მუშაობისთვის უადგილო შეიძლება აღმოჩენილიყო. უარყოფით მხარეებთან ბრძოლა საჭიროა, თუმცა ეს სახლაფორთო, რთული, სამსახურეობრივი მოვალეობებისგან ყურადღების გამფანტავი საქმეა, ახშობს ინიციატივას და ხშირად შინაგანი კონფლიქტებითა და სიცარიელით მთავრდება. ნუთუ ღირს საკუთარი თავიც და გარშემომყოფებიც ტანჯოთ და ამ ნაკლოვანებებს პირდაპირ სამუშაო ადგილზე ებრძოლოთ? თანამედროვე სამყარო მოქნილი და პლასტიკურია და კრიზისის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს აქვს ზუსტად მისთვის შესაფერისი საქმიანობის აღმოჩენის შანსი.

Leaving-job-12რასაკვირველია, შეიძლება ასე არ ფიქრობდეთ. თქვენ – ყველა გაგებით უნიკალური პროფესიონალი – უსამართლოდ დაგითხოვეს (ჰმ), გეუხეშნენ (თქვენი აზრით), დაგამცირეს (ისევ და ისევ თქვენი აზრით), არ დაგაფასეს (აღარ გავიმეორებთ). როცა სისხლი გიდუღთ, რაციონალური ფიქრისკენ მოწოდება ამაოა. არც ფსიქოანალიზი დაგეხმარებათ – შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა დაკმაყოფილებას მოითხოვს. სწორედ აქ და ახლა! დაუყოვნებლივ, თანაც მტრის სისხლი რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს!

გინდათ ირგვლივ ყველას დაუმტკიცოთ, რომ ეს უსარგებლო ორგანიზაციაა უგუნური ხელმძღვანელობის ქვეშ. რასაკვირველია, საქები სურვილია – ისტორია გვასწავლის, რომ დიად საქმეებს სიმართლისთვის მებრძოლნი სჩადიოდნენ. თუმცა გაიხსენეთ, რომ რეფორმაციის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე ოფისებში რეფორმატორებისა და რევოლუციონერების ადგილი აღარ არის, მანამდე მაინც, სანამ თქვენს პოზიციას ლოგიკურად არ დაასაბუთებთ. გაითვალისწინეთ, რომ ვერ მოძებნით ერთ არგუმენტსაც კი, რომელზეც ყოფილი დამქირავებელი ორ ან სამ საპასუხოს და თანაც გაცილებით მძიმე წონიანს ვერ შემოგაგებებთ.

თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რატომ მუშაობ ჩემთვის და არა საკუთარი თავისთვის?

working-for-yourselfეს უპირველესი და ალბათ, ყველაზე სწორი მაგალითია. მართლაც, აჯანყება და უკმაყოფილება უადგილოა – თქვენ სხვის ტერიტორიაზე ხართ და წინასწარ შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ მისი დავალებები უნდა შეასრულოთ. შეცდომაზე მიგითითეს? გამოასწორეთ, თუნდაც შეცდომად სულაც არ მიიჩნევდეთ. არ მოგწონთ? გახსენით საკუთარი ფირმა და თქვენი წესები იქ დაადგინეთ.

თუ სამსახურიდან დაგითხოვეს, ესე იგი, ეს ვიღაცას ჭირდებოდა.

ნუთუ მართლა გგონიათ, რომ აუცილებელია სულ სულ უფროსს რანგით ცოტათი დაბალი ხელმძღვანელის, მაგალითად, თქვენი უშუალო უფროსის მზაკვრობებზე აუხილოთ თვალი? იმედიც არ გქონდეთ, რომ ნორმალური ხელმძღვანელი გადაწყვეტს საკუთარი მარჯვენა ხელი მხოლოდ იმიტომ მოიცილოს თავიდან, რომ რიგითმა თანამშრომელმა მასთან საერთო ენა ვერ გამონახა. რიგითი თანამშრომელი ბევრია, ადამიანი კი, ვის კისერზეც მთელი განყოფილება კიდია, მხოლოდ ერთი და მთავარი ამ განყოფილების ფუნდამენტში. მას უმაღლეს ხელმძღვანელობასთან საკუთარი ანგარიშები და ურთიერთობა აქვს, რისი ცოდნაც თქვენი საქმე არ არის.

შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, არიან მხოლოდ შეუცვლელი სპეციალისტები.

leaving-job-6მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ პროექტის დამთავრება, ტექსტის დაწერა, გეგმის განსაზღვრა, სავარაუდო კლიენტთან მოლაპარაკება? რასაკვირველია, ეს შრომის ბაზარზე თქვენს შანსს ზრდის, მაგრამ შესაძლო დათხოვნისგან არ გაზღვევთ. თქვენ ნაცვლად მოსული ადამიანი, ამ საქმეს არ გააკეთებს ისე, როგორც თქვენ. იგი თავისებურად გააკეთებს და სულაც არ არის აუცილებელი, შედეგი უარესი იყოს.

შურისძიება კერძია, რომელიც ცივად მიირთმევა – სხვანაირად ყელში არ გადადის.

ყოფილ სამსახურსა და კოლეგებზე შურისძიების გეგმების დაწყობა სასიამოვნო საქმიანობაა, მაგრამ სანამ მათ განხორციელებას შეუდგებით, კარგად დაფიქრდით. ბიზნეს წრეებს ერთმანეთთან ბევრი სხვადასხვა მიმართულების კავშირები აქვთ და თქვენ მიერ გამოჯახუნებული კარის ხმაური შეიძლება მომავალ დამქირავებლებს მიწვდეს, ამიტომაც აჯობებს სამსახურიდან მშვიდობიანად წამოხვიდეთ, რათა თუ როდესმე თქვენი ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელები თქვენზე საუბარს წამოიწყებენ, ისეთი არაფერი უთხრან ერთმანეთს, რაც ახლანდელ სამსახურსაც დაგაკარგვინებთ.

Leaving-job-7„ლამაზად“ წასვლა, დასამშვიდობებელი საღამოს გამართვა და შეფისთვის ბოლო ხელის ჩამორთმევა თუ ხმამაღლა ყველას გალანძღვა – ეს ყველა ადამიანის პირადი არჩევანია. თუმცა ნებისმიერ ორგანიზაციასთან გრანდიოზული სკანდალით დამშვიდობება აზრსმოკლებული ნაბიჯია. მეტისმეტად ბევრ ძალისხმევას დახარჯავთ ამაოდ, არადა ამ ძალების გამოყენება გაცილებით საინტერესო და სასარგებლო საქმეებისთვის შეგიძლიათ. ცუდი მოგონებები ნამდვილად უსიამოვნო რამაა, თუმცა ყველაფერი ხდება. ნუ გაირთულებთ ცხოვრებას, წადით გაღიმებული და ფრთხილად მიიხურეთ კარი ზურგსუკან.

Leaving-job-4

Advertisements
Comments
2 Responses to “მოვიჯახუნოთ ზურგსუკან კარი თუ არა?”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] სამსახურში მოსმენილი საყვედურები, კამათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში შემთხვევით შემხვედრებთან, გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან თუ ახლობლებთან – მიზეზები ჭკუიდან შეშლისთვის ჩვენს ყოველდღიურობაში საკმარისზე მეტია. თუმცა დიდი ფილოსოფოსი ნიცშე ამბობდა, რომ ის, რაც არ მოგვკლავს, მხოლოდ გაგვაძლიერებს.მართლაც, ზოგმა სტრესისგან შეიძლება ინფარქტი მიიღოს, ზოგი კი უბრალოდ ხასიათს გამოიწრთობს. ჩვენი მიზანი სწორედ მეორე ჯგუფში თავის დამკვიდრების გზების ძიებაა. […]

  2. […] სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, მომავლის დაგეგმვისა და უკვე „დამტკიცებული“ გეგმების […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე