ემმა უოტსონი – ცხოვრება „ჰარი პოტერის“ გარეშე

emma-7ჰარი პოტერის თავგადასავლების ბოლო ნაწილი უკვე გადაღებულია და პოტერიადის ვალდებულებებისგან გათავისუფლებულმა მსახიობებმა შვებით ამოისუნთქეს. ყველაზე მეტად ალბათ ეს ალბათ ჰერმიონ გრეინჯერის როლის შემსრულებელს ემმა უოტსონს გაუხარდა, რომელმაც გადაღებების დასრულებისთანავე მთელი წლების განმავლობაში მობეზრებული გრძელი თმა სასწრაფოდ შეიჭრა.

ელოდეთ უკიდეგანო თავხედობას

emma-1– ემმა, რასთან არის დაკავშირებული გარეგნობის რადიკალურად შეცვლის სურვილი?

– ჰარი პოტერის საგა დასრულდა, საჭიროა გვერდის გადაფურცვლა. კონტრაქტის მიხედვით, მე არ მქონდა ჰერმიონის გრძელი, წაბლისფერი თმისთვის ხელის ხლების უფლება, მაგრამ ჩემი გმირივით დისციპლინირებული ნამდვილად არ ვარ და გრძელ თმას ყოველთვის მოკლე ვარცხნილობები მერჩია. თამამი განცხადებაა, ჰო?! ოდრი ჰეპბერნის მსგავსი პატარა თავები ყოველთვის უფრო ქალურად მიმაჩნდა, თუმცა ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. რაც თმა შევიჭერი, ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ლესბოსელი ვარ. მე კი უბრალოდ თავი ასე უფრო მიმაჩნია სექსუალურად.

emma-6– საგა უკვე დამთავრდა, დაგვიხასიათეთ როგორ ჰერმიონს დაემშვიდობა მაყურებელი პოტერიადის ბოლო ფილმიდან?

– იგი იზრდება და ყალიბდება, როგორც მე. „სიკვდილის საჩუქრებში“ ჰერმიონი უზარმაზარ მსხვერპლზე მიდის. მისი ლოიალობა ჰარის მიმართ უცვლელი რჩება, რონისადმი გრძნობები კი რაღაც ახალში გადაიზრდება. მასში სამართლიანობის წყურვილი იღვიძებს და ჩვენ ჰერმიონის სითამამეს ვხედავთ. მისი უკიდეგანო თავხედობა ნამდვილად გამაოგნებელია. ჰარის პატარა რაზმში ჰერმიონი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება და უსწრაფესი რეაქციითა და აზროვნების უნარით მეგობრების სიცოცხლის არაერთხელ გადარჩენას შეძლებს. ამ უკიდურესი დაძაბულობის მომენტებში სხვა პერსონაჟები მის ინტელექტუალურ უპირატესობას კიდევ ერთხელ აღიარებენ. ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები: ხომ არ ეფარებოდა ჯოან როულინგი წიგნის წერისას ჰერმიონს?

მისი გონიერება მაკლია

emma-8– როგორ ცხოვრობს მომხიბლავი ჯადოქარი გარდატეხის ასაკში?

– შესანიშნავად! არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ ჰერმიონი უკვე მაკლია. ალბათ ეს ჩემი ცხოვრების როლი იყო, ჩვენ ხომ ერთად 11 წელიწადი გავატარეთ. გადაღებებზეც და მოედანს გარეთაც იმ თავგადასავლებზე ვოცნებობდი, რაც სცენარში არ იყო. ჩემი საუკეთესო მეგობრები, როგორც ფილმში, ისე რეალურ ცხოვრებაშიც ჰარი და რონი – დენიელ რედკლიფი და რუპერტ გრინი არიან. დენიელი არაჩვეულებრივი ადამიანია – ულევი ენერგიით, გულუხვი და გულღია ხასიათით. ეს ორი ბიჭი ჩემი ძმები გახდნენ, ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად ვიქნებით, რადგან ერთად გავიზარდეთ. და განსაკუთრებით სასიამოვნო ის იყო, რომ მათ კომპანიაში ერთადერთი გოგო ვიყავი.

emma-2– გავხართ ჰერმიონს?

– მინდა მისი ჭკუა და ძლიერება მქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტა გვაქვს საერთო. უბრალოდ მე ოდნავ ნაკლებად სერიოზული და უფრო მხიარული ვარ.

– ნაკლებად სერიოზული? სხვა პატარა მსახიობებისგან განსხვავებით, თქვენ კოლეჯი დაამთავრეთ და ახლა უნივერსიტეტში სწავლობთ.

– ისტორია და სამართალი ძალიან მიყვარს. ჩემი მშობლები ადვოკატები არიან და მინდა ჩემ წინაც მაქსიმალურად მეტი კარი იყოს ღია. სწავლა მომწონს, მაგრამ კინოს ვაღმერთებ.

emma-4– შეგიძლიათ კი ჰარი პოტერის გარეშე ცხოვრება?

– რასაკვირველია! ჩემი მშობლები გაცილებულები არიან, დედის მეგობარს ორი შვილი ყავს და მეც მასთან ერთად ვცხოვრობ. მამაჩემიც ხელახლა დაქორწინდა და ნახევარძმაც მყავს. ასე რომ, სულ ოთხი ძმა და ორი ტყუპი და მყავს. სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბიჭების გარემოცვაში ვარ, როგორც პრინცესა! ბევრი მეგობრები მყავს, მაგრამ მათ ჩემი მთლად კარგად არ ესმით. დარწმუნებული ვარ, რომ გოგოს და ბიჭს შორის მეგობრობა შეუძლებელია: ზედმეტად ბევრი სასიყვარულო ცდუნებაა. და მაინც, ბიჭებთან ბევრი პლატონური ურთიერთობა მქონია…

გული მელევა სასიყვარულო ისტორიებისგან

emma-5– გადაღებებისა და სწავლის გარდა რითი ხართ დაკავებული?

– დავდივარ რესტორნებში, დისკოტეკებზე მეგობრებთან ერთად, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ. კინოს ფანი ვარ! ძალიან მინდა ვუდი ალენთან გადაღება, მომწონს მისი „ვიკი კრისტინა ბარსელონა“. ჰიუ გრანტსაც ვიცნობ და იგი ჩემთვის კლასისა და იუმორის სიმბოლო. ჰიუს მონაწილეობით ერთ რომანტიკულ კომედიასაც არ ვაცდენ. „ნოთინგ ჰილი“ ჩემი საყვარელი ფილმია. რაღა დაგიმალოთ და სასიყვარულო ისტორიების ყურება მიტაცებს, თან ვსწავლობ მსახიობებისგან. ჯულია რობერთსი ჩემი ერთ ერთი ფავორიტია – იგი ლამაზი, ბუნებრივი და იდუმალი ქალია. ქეით ბლანშეტი, ჯულიანა მური და ნატალი პორტმანი – ჩემი მისაბაძი იდეალები არიან.

emma-9– გაქვთ თუ არა ტანსაცმლის საკუთარი მარკა?

– დიახ, ეს ტანსაცმელი ორგანული მასალისგანაა შეკერილი, მარკა კი ჩემი ასაკის ხალხზეა ორიენტირებული. მოგების 100% ქველმოქმედებაზე იხარჯება.

twilight_breaking– რას ფიქრობთ „ბინდის“ საგაზე?

– სტეფანი მეიერის წიგნები წაკითხული მაქვს. მკითხველი მათზე დამოკიდებული მალევე ხდება, თუმცა ჩემი აზრით, „ჰარი პოტერში“ გაცილებით მეტი სიღრმე და მოქმედებაა.

emma-joan– შეხვედრილხართ ჯოან როულინგს?

– რასაკვირველია, და ბევრჯერაც. მას დიდ პატივს ვცემ, არა მხოლოდ მწერლური ნამუშევრების გამო, არამედ როგორც პიროვნებას. მან საშუალება მისცა ფილმს ისეთი ყოფილიყო, როგორიც გამოვიდა და კინემატოგრაფისტებზე ზეწოლის მოხდენა არ უცდია. გარდა ამისა, ჩემს იმპროვიზაციებს მხარს უჭერდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო…

emma-3

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე