სინგაპური: სახლი წიგნის მაღაზიაში

ბოლო დროს ყოფილი ინდუსტრიული ფართების საცხოვრებელ სახლებად გადაკეთება დიზაინის მოდურ მიმართულებად იქცა. ჩვენ უკვე წარმოგიდგინეთ ყოფილი ფერმისა და ყოფილი ქარხნის შენობებში მოწყობილი აპარტამენტების ინტერიერები, დღეს კი დავათვალიეროთ არაჩვეულებრივი სახლი, რომელიც სინგაპურში, ყოფილ  წიგნის მაღაზიაშია განთავსებული.

2

ეს ისტორიული შენობა 1920 წელსაა აგებული, წლების წინ აქ ფუნქციონირებდა წიგნების მაღაზია Lucky, რომლის პირველ სართულზე სავაჭრო დარბაზი იყო განლაგებული, მეორეზე კი წიგნების საწყობი. 

რამდენიმე წლის წინ წყვილმა, რომელიც ამ რაიონში გაიზარდა, წიგნის მაღაზიის მიტოვებული შენობა და ეზო იყიდა. მათი შეკვეთით, ფართის რეკონსტრუქცია და დიზაინი საპროექტო ბიურომ CHANG Architects განახორციელა.

ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ისტორიული შენობების გადაკეთება მხოლოდ ერთი პირობით შეიძლება – ფასადი უცვლელი უნდა დარჩეს. შესაბამისად, წიგნის მაღაზიის ფასადს მხოლოდ მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა.

3

რაც შეეხება ინტერიერს – ის კარდინალურად შეიცვალა.  პირველ რიგში, აიღეს ზედმეტი შიდა ტიხრები, რათა სივრცის ეფექტისთვის გაესვათ ხაზი.

სამაგიეროდ, შეინარჩუნეს აგურით ნაშენი კედლები და ხის ხარიხები, ხოლო სადაც გამაგრება იყო საჭირო, ხით მოპირკეთებული საყრდენები გააკეთეს.

1

გარდა ამისა, შენობას უკანა ეზოს მხრიდან ერთი ფლიგელი დაემატა, რომელიც მისაღებ ოთახს შეუერთდა. ინტერიერი მინინმალისტურ სტილში მოეწყო. ოთახებში მხოლოდ აუცილებელი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. კედლების გასაფორმებლად რამდენიმე ფოტო და ნახატია გამოყენებული, დეკორის სხვა ნივთებს აქ ვერ ნახავთ.

საბოლოოო ჯამში წიგნის მაღაზიაში მოწყობილი სახლი საკმაოდ ლამაზი და ფუნქციური გამოვიდა.

დაათვალიერეთ ფოტოები ჩვენს გალერეაში:

4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე