როგორ შევინახოთ თაფლი

storing-honey-1თაფლი სრულ სიბნელეში უნდა ინახებოდეს, რადგან სინათლის ზემოქმედება ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შლის (ეს ყველა საკვებ პროდუქტს ეხება!).

უკეთესი იქნება, თუ თაფლს მჭიდროდ თავდახურულ მინის ჭურჭელში (მაგალითად, ხრახნიან თავსახურიან მინის ქილაში) შეინახავთ, გრილ და ბნელ ადგილას.

დიდხანს შენახვის პირობებში, არამჭიდროდ თავდახურულმა თაფლმა შეიძლება ძლიერად შეიცვალოს კუთრი წონა, საკუთარი წონა და წყლის შემცველობა.

თუ მას მშრალ ადგილას ღია ჭურჭელში შეინახავთ, წყლის შემცველობა 14%-მდე შემცირდება, წონა კი 4-5%-ით. ხოლო თუ თაფლი ტენიან გარემოში ინახება, ის იოლად შეძლებს ჰაერიდან ტენის შეწოვას. 60%-მდე შედარებითი ტენიანობის პირობებში თაფლი წყლიანდება და ტენიანობის გაზრდის კვალობაზე კიდევ უფრო მეტად, რადგან სისველეს ის ჰაერიდან იწოვს. ამასთან ერთად, როგორც წესი თაფლი მჟავდება.

storing-honey-3მშრალ შენობაში, კარგად თავდახურული თაფლი ნებისმიერ ტემპერატურაზე ინახება. მაღალი ტენიანობის შემთხვევაში კი აჯობებს თუ მას +100C ტემპერატურაზე დაბალ (მაგალითად, მაცივარში) ან +270C-ზე მაღალ ტემპერატურაზე (თუმცა არა უმეტეს +30-32) შეინახავთ.

თაფლი გარე სუნებსაც იწოვს, ამიტომ მისი შესანახი ჭურჭელი და გარემო სუფთა უნდა იყოს. დაუშვებელია თაფლთან ახლოს მჟავე კომბოსტოს, შებოლილი თევზის, ბოსტნეულის, ნავთისა და სხვა ძლიერი სუნის მქონე ნივთიერებების შენახვა.

თაფლის შენახვა მინის გარდა, ემალირებულ და თიხის ჭურჭელშიც შეგიძლიათ, თუმცა არა რკინის, სპილენძის ან მოთუთიებულ ჭურჭელში. სპილენძის ან მოთუთიებულ ჭურჭელში შენახვა აკრძალულია, რადგან თაფლი ამ ნივთიერებებთან ქიმიურ რეაქციაში შედის და მომწამვლელი მარილებით ივსება.

არაემალირებული მეტალის ჭურჭელიდან შეგიძლიათ მხოლოდ უჟანგავი ფოლადის ან ალუმინის ჭურჭელში შეინახოთ, თუმცა არაემალირებული ლითონები მაინც არასასურველია.

თაფლის შენახვა ასევე შეგიძლიათ ხის კასრებსა და ყუთებში. ყველაზე კარგი მასალა ამ მიზნისთვის ცაცხვის ხეა. გამოგადგებათ ასევე წიფელი, კედარი და ალვის ხე. წიწვოვანი ჯიშის ხეებისგან დამზადებულ ჭურჭელში შენახული თაფლი ფისის სუნს იძენს, ვერხვისგან დამზადებულში მწარე ხდება, მუხის ხეში შენახული კი შავდება.

storing-honey-4თაფლის შენახვის ვადა, ოპტიმალურ პირობებში, ერთი წელია. შემდეგ ის მიკრობის საწინააღმდეგო თვისებებს კარგავს: გლუკოზისა და ფრუქტოზის რაოდენობა 10-20%-ით მცირდება, B1, B2 და C ვიტამინები იშლება, საქაროზისა და მჟავების რაოდენობა კი იზრდება.

თუ გამაგრებული თაფლის კვლავ თხევადად ქცევა გინდათ, თაფლიანი ჭურჭელი ცხელი წყლით სავსე ქვაბში ჩადეთ და თან ურიეთ. თაფლის პირდაპირ ცეცხლზე გაცხელება რეკომენდებული არ არის. თუმცა გახსოვდეთ, რომ 37-400C-მდე და ზემოთ გაცხელებისას თაფლი კარგავს სასარგებლო (სამკურნალო) თვისებების უმეტეს ნაწილს და ჩვეულებრივ, ფრუქტოზა-გლუკოზიან, ტკბილ მასად იქცევა. ამიტომაც თაფლის ცხელ ჩაიში ან სხვა ცხელ სასმელში ჩამატებას არ გირჩევთ.

450C-ზე ზევით ტემპერატურამდე გაცხელებისას ფრუქტოზის ნაწილი ოქსიმეთილფურფუროლს – ფუტკრებისთვის მავნე ნივთიერებად გადაიქცევა.

თუ მაინც გჭირდებათ კრისტალებად გადაქცეული თაფლის გათხევადება, ის მხოლოდ ცხელი წყლის „აბაზანაში“ უნდა გაათბოთ და თანაც თვალი ადევნოთ, რომ წყლის ტემპერატურამ 500C არ გადააჭარბოს.

storing-honey-2

Advertisements
Comments
2 Responses to “როგორ შევინახოთ თაფლი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] დედაქალაქში გადასასვენებლად თაფლში იქნა ჩადებული, რათა ხანგრძლივი გზის განმავლობაში […]

  2. […] დედაქალაქში გადასასვენებლად თაფლში იქნა ჩადებული, რათა ხანგრძლივი გზის განმავლობაში […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე