საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან

business-rel-9საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო საქმიანი ეტიკეტის წესებს ემორჩილება. თუმცა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისას ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ნაციონალური თავისებურებებისა და ქცევის ნორმების გათვალისწინება აუცილებელია.

ეროვნული განსხვავებები და თავისებურებები, როგორც წესი, კონფლიქტურ სიტუაციებს არ იწვევს, თუმცა business-rel-4კულტურული ტრადიციების მკვეთრი სხვაობისას მხარეებს უჯობთ ერთიანი ნორმები და წესები დაიცვან. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები არა მხოლოდ მოლაპარაკებებს ატარებენ განსხვავებულად, არამედ ერთმანეთსა და სიტუაციასაც სრულიად სხვადასხვანაირად აღიქვამენ.

დღესაც საქმისწარმოებაში, საქმიან ეთიკაში, ურთიერთობის წარმოებაში სხვაობები ქვეყნებისა და კონტინენტების მიხედვით არსებობს. ეს თავისებურებები ცხოვრების მოწყობითა და ტრადიციებით, ისტორიით, მორალური ნორმებით და სხვადასხვა ქვეყნების კლიმატითაც კი არის განპირობებული.

ამიტომაც უცხოელ პარტნიორთან საქმიანი ურთიერთობის მთავარი წესია – სანამ მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებით, მისი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები და საქმიანი ეტიკეტი გულდასმით უნდა შეისწავლოთ.

საერთაშორისო ურთიერთობისას ენობრივი ბარიერის არსებობის დროს პირველ ადგილზე მიმიკა და ჟესტები გადმოდის. და ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური შტრიხების ცოდნა, რადგან მაგალითად, იაპონელის მისალმების ჟესტი ევროპელმა შეიძლება დამშვიდობების ჟესტად აღიქვას, ხოლო თავის დაქნევას თანხმობის ნიშნად ბულგარეთში უარყოფად მიიღებენ.

ინდოეთსა და პაკისტანში მოსაუბრისთვის ხელის შეხება დაუშვებელია, მაშინ როცა ევროპელებისა და ამერიკელებისთვის ხელის ჩამორთმევა, მხარზე ხელის დატყაპუნება და ასეთი ჟესტები სრულიად ნორმალურად მიიჩნევა. იტალიელი და ლათინურ ამერიკელი საუბრისას ხელშეუხებლობას სულაც სიცივედ და არამეგობრულობის ნიშნად აღიქვამს. იაპონელი კი პირიქით, ხელის ნებისმიერ შეხებას აგრესიად და გაუზრდელობად მიიჩნევს.

business-rel-7მარჯვენა თუ მარცხენა ხელის გამოყენებაც კი სხვადსხვა ხალხში სხვადასხვა როლს თამაშობს. ევროპაში ყურადღებას არავინ აქცევს, ფული, დოკუმენტები თუ სხვა რომელი ხელით მიაწოდეს. ისლამის მიმდევარი ხალხები კი მარცხენა ხელს, და სხვათა შორის, ფეხსაც, უწმინდურად მიიჩნევენ, ამიტომ მარცხენა ხელით მიწოდებული საჩუქარიც კი შეიძლება შეურაცხყოფად აღიქვან. ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებში ფეხის ფეხზე გადადება მიღებული არ არის.

სხვადასხვა ხალხები საქმიანი მოლაპარაკების წარმოების დროს ერთმანეთისგან სხვადასხვა მანძილზე სხდებიან. მაგალითად, ამერიკელისთვის ჩვეულებრივი მანძილი 60 სმ.-ია, მაშინ როცა ლათინურამერიკელი ან არაბი მოსაუბრესთან, თუნდაც ქალთან, მაქსიმალურად ახლოს დაჯდება. ამან კი შესაძლოა ადამიანის კომფორტის ზონა დაარღვიოს.

business-rel-6საუბრისას ხმის სიმაღლეც სხვადსხვაა. ინგლისელები დაბალ ხმაზე და თავშეკავებულად ლაპარაკობენ, ამერიკელმა კი შეიძლება იყვიროს კიდეც და თავისი ემოციები ხმის მეტად ბობოქარი ტემბრით გამოხატოს.

საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური მონაწილეები ცდლობენ ერთიანი ნორმები და წესები დაიცვან, თუმცა ეროვნულ და კულტურულ თავისებურებებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობები დღემდე არსებობს, ამიტომაც როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავთ, მისი ქვეყნის ხალხს შორის პიროვნული ურთიერთობის ზოგადი პრინციპები მაინც უნდა შეისწავლოთ.

business-rel-5მსოფლიოში საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობის საფუძვლად ამერიკული მოდელია აღებული – საქმიანი ურთიერთობის ღია და დემოკრატიული ფორმა. ამ მიდგომის პრაგმატიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ საუბარი ან მოლაპარაკება მაქსიმალურად კონკრეტულია და ის გარკვეული შეთანხმების მიღწევამდე გრძელდება.

ამერიკელთა დელეგაციაში არაპროფესიონალს იშვიათად შეხვდებით. საქმიანი შეხვედრის ყველა მონაწილე მთლიანადაა მოლაპარაკების თემაში გათვითცნობიერებული. თუმცა ამერიკულ მოდელს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. ისინი ზედმეტად შეუპოვრები არიან და მიიჩნევენ, რომ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მათ წესებსა და კანონებს უნდა იზიარებდეს.

???????????????????????????????????????ფრანგები უფრო კორექტულები არიან. მათი საქმიანი ცხოვრება უამრავ კავშირებსა და პირად კონტაქტებს მოიცავს. ფრანგები დასაბუთებულად იცავენ თავიანთ თვალსაზრისს, თუმცა ვაჭრობა არ უყვართ. საბოლოოდ ყოველთვის გამოდის, რომ ფრანგები საკმაოდ მკვეთრნი არიან მოლაპარაკების დროს და სათადარიგო ვარიანტი არ აქვთ ხოლმე.

ინგლისელები თავშეკავებული მოსაუბრეები არიან და ზედმეტ ყურადღებას აქცევენ ეტიკეტისა და პროტოკოლის ყველა მუხლის დაცვას. ისინი არასდროს მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. მოლაპარაკების მიმდინარეობისას ბრიტანელების დუმილი მოსაუბრემ შეიძლება შეცდომით თანხმობად მიიჩნიოს, თუმცა ინგლისელისთვის ოპონენტის მოთმენით მოსმენა მასთან თანხმობას ყოველთვის არ ნიშნავს. პუნქტუალობა და ყაირათიანობა ბრიტანელისთვის ტაბუა, რომელსაც არასდროს დაარღვევს. ისინი მკვეთრ დაპირისპირებას დიდი ხელოვნებით უვლიან გვერდს და ღია კონფრონტაციაზე არასდროს გადადიან.

??????????????????გერმანელებს ყველაფერში წესრიგი უყვართ და გამონაკლისი არც საერთაშორისო კავშირებია. უცხოელ Rockefellerპარტნიორთან საქმიან ურთიერთობას გერმანელი ძალიან ფრთხილად, პუნქტუალურად და გულდასმით ააწყობს. მოლაპარაკების წარმართვის გერმანული სტილი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაა. გერმანელები ყოველთვის მოითხოვენ ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობების ბოლომდე დაცვას და მათი დარღვევის შემთხვევაში დიდი ჯარიმების გადახდის დაკისრებას.

ნებისმიერ საქმიან ურთიერთობაში სერიოზული და მნიშვნელოვანი შედეგების მიღება მეგობრულობისა და ღია პოლიტიკის ფორმირებით შეიძლება. თუ ამასთან ერთად უცხოელი საქმიანი პარტნიორის მენტალიტეტსა და ტრადიციებსაც გაითვალისწინებთ, ურთიერთობის წარმოება რთული არ იქნება.

„ადამიანებთან ურთიერთობის უნარი – ეს საქონელია და მე მასში გადავიხდი ყველაზე მეტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რაიმეში“, – ამბობდა ჯონ როკფელერი.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე