სწავლა იელის უნივერსიტეტში

Yale-University-6იელის უნივერსიტეტი, რომლის ისტორიაც სამ საუკუნეზე მეტს ითვლის, არა მხოლოდ აშშ–ის, არამედ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელია. იელი ამერიკული ელიტის სამჭედლოა და ასეთ ადგილას სწავლა, რასაკვირველია, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ეს უნივერსიტეტი მრავალმა მეცნიერების, ხელოვნებისა თუ პოლიტიკის ცნობილმა მოღვაწემ დაამთავრა.

იელის სტუდენტებს შორის იყვნენ სემუელ მორზე (მორზეს ანბანის გამომგონებელი), დანიელი ფსიქოლოგი ბენჯამინ samuel-finley-breese-morseსპოკი (თანამედროვე დანიელი ფსიქოლოგები დღემდე მისი წიგნებით სწავლობენ), მწერალი სინკლერ ლიუისი, ეკონომისტი ჯორჯ აქერლოფი, კომპანია „პეპსის“ პრეზიდენტი ინდრა კრიშნამურტი ნუიი, კომპანია „ბოინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯეიმს მაკნერნი, რიჩარდ ჩეინი, ჯონ კერი (ჯორჯ ბუშის მეტოქე 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე), ჰილარი კლინტონი. ეს სია საკმაოდ გრძელია, თუმცა საკმარისია ვთქვათ, რომ 1989 წლიდან მოყოლებული აშშ–ის პრეზიდენტების უმრავლესობას იელის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული.

იელი აშშ–ის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტია და მის სტუდენტებს წელიწადში დაახლოებით 50 ათასი დოლარის გადახდა უხდებათ, თუმცა ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს.

იელის უნივერსიტეტს 12 ქვედანაყოფი აქვს: იელის კოლეჯი (4 წლიანი სწავლა ბაკალავრის ხარისხით), სხვადასხვა სპეციალობის (ზუსტი, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებები) და ათი პროფესიული ფაკულტეტი, სადაც სხვადასხვა სფეროს (იურისპრუდენცია, მედიცინა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, თეოლოგია, არქიტექტურა, მუსიკა, გამომსახველობითი ხელოვნება, სამსახიობო ოსტატობა) სპეციალისტებს ამზადებენ.

Yale-University-4იელის უნივერსიტეტის პროგრამა პედაგოგიური ხელოვნების შედევრია (საწინააღმდეგო შემთხვევაში უნივერსიტეტი ასეთი პრესტიჟული არ იქნებოდა და ვერც ელიტურ კადრებს მოამზადებდა). აქ დამსახურებული მეცნიერები და პროფესორები ასწავლიან – მათი აბსოლუტური უმრავლესობა უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტია.

უცხოელ სტუდენტებს უნივერსიტეტის დაარსების მომენტში აქ სწავლის უფლება არ ქონდათ. ეს იყო მხოლოდ ამერიკელებისთვის განკუთვნილი უმაღლესი სასწავლებელი. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის იელის კარი XIX საუკუნის 30–იან წლებში გაიღო და დღეს მათი რიცხვი უნივერსიტეტის მსმენელთა თითქმის 16%–ია.

Yale-University-1პრობლემა ერთია – იელის უნივერსიტეტი დაახლოებით 11 ათას ადამიანს იტევს, იქ სწავლის მსურველი კი გაცილებით მეტია. თუმცა არც ყველა მსურველს აქვს იელში სწავლის საფასურის გადახდის საშუალება.

კარგი ამბავიც გვაქვს, იელის უნივერსიტეტში სწავლა სრულიად უფასოდაც შეგიძლიათ. ინტერნეტში ასტრონომიის, ინგლისური ენის, ფილოსოფიის, ფიზიკის, პოლიტოლოგიის, ფსიქოლოგიისა და თეოლოგიის კურსები იელის პროგრამის მიხედვით ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

Yale-University-3ყველა კურსს აქვს შესავალი მონაცემები და მითითებულია ინფორმაცია ლექტორის შესახებ, ძირითადად, მეცნიერების მოცემულ სფეროში მისი მიღწევები. ლექციების ჩამოტვირთვა შეიძლება MP3 ფორმატში, ვიდეო–რგოლის ან flah ფორმით. ვინც ინგლისური ენა კარგად არ იცის, მათ მასალის ტექსტურ რეჟიმში სწავლის საშუალებაც აქვთ.

2007 წლიდან ინტერნეტში იდება შვიდი კურსის (ამ კურსებში შედის „ძველი აღთქმის შესავალი“, „ფიზიკის საფუძვლები“, „პოლიტიკური ფილოსოფიის შესავალი“) ვიდეოჩანაწერები, კონსპექტები და სტენოგრამები. ეს ყველაფერი სრულიად უფასოა, იელის უნივერსიტეტს კი პროექტი დაახლოებით 1 მლნ დოლარი უჯდება.

Yale-University-2აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ინტერნეტში არსებული კურსები იელის უნივერსიტეტში სწავლად მაინც არ მიიჩნევა, სამაგიეროდ, იელში სწავლების სისტემასა და მანერასთან გაცნობისა და იმ რამდენიმე კურსის გავლის საშუალებას გაძლევთ, რასაც იელის უნივერსიტეტის ბედნიერი სტუდენტები ესწრებიან. რასაკვირველია, ინტერნეტით დიპლომსაც ვერ აიღებთ. თუმცა იელის კურსების გაცნობის საშუალებაც დიდი მიღწევაა მათთვის, ვისაც ამ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა უნდა, მაგრამ ამას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს.

Yale-University-5იელის უნივერსიტეტის ბედნიერი სტუდენტების ნამდვილად შეიძლება შეგვშურდეს. იელის დიპლომის წინ ღიაა თითქმის ყველა კარი და ის პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი სამსახურის გარანტიაა. და რაც ყველაზე მთავარია, იელში სწავლა დამოუკიდებლად აზროვნებას გაჩვევთ, ასევე აზროვნების ფარგლებს გლობალურამდე აფართოვებს. ბუნებრივია, იელის უნივერსიტეტის დიპლომის მქონეებს მთელ მსოფლიოში აფასებენ. იელის დიპლომი სპეციალისტის ხარისხის ნიშანია.

Yale-University-6

Advertisements
Comments
One Response to “სწავლა იელის უნივერსიტეტში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] უნდა გამოიჩინოთ. ამ თვეში თევზების ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ დონეზეა, ამიტომ ეცადეთ […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე