ავტორუჯი – გამოყენების წესები

sunburn-2ავტორუჯი შეუცვლელი საშუალებაა მათთვის, ვისაც დიდხანს მზის აბაზანების მიღება არ უყვარს ან ეშინია და არც სოლარიუმში სიარული ხიბლავს. ავტორუჯი მაშინაც შეიძლება გამოგადგეთ, თუ ახალი ჩასული ხართ ზღვისპირეთში, ბუნებრივი ნარუჯის მიღება ჯერ ვერ მოასწარით და გარშემომყოფებისგან თქვენი ფერმკრთალი სახითა და ქათქათა თეთრი ფეხებით არ გინდათ გამოირჩეოდეთ.

თითქოს ასახსნელიც არაფერია, ავტორუჯი როგორ უნდა წაისვათ, მაგრამ თუ გინდათ, რომ მუქი ფერი თქვენს კანზე თანაბრად განაწილდეს და დიდხანსაც შეინარჩუნოთ, ეს პროცედურა ყველა წესის დაცვით უნდა შეასრულოთ.

sunburn-3თავიდან ავტორუჯის წასასმელად კარგად უნდა მოემზადოთ. ამისთვის აიკარით თმები, თუმცა ძალიან არ გადაიჭიმოთ, რადგან თუ ავტორუჯი თავის კანის ნაწილზე მოგიხვდათ, ლამაზი არ იქნება, მაგრამ თუ თმას ცოტა მაინც შეეხო, ამით არაფერი დაშავდება.

ავტორუჯის ლამაზად და თანაბრად გადასანაწილებლად, სანამ მას წაისვამთ, აუცილებელია ხელებისა და ფეხების სახსრებზე, ხელისა და ფეხის თითებს შორის, ხელისგულზე და ტერფზე, ასევე იდაყვებზე ნებისმიერი დამარბილებელი კრემი წაისვათ. საქმე ისაა, რომ ამ ადგილებში კანი თხელი და მშრალია, ამიტომაც ფერს გაცილებით მალე იღებს, ვიდრე სხვა ადგილები. დამარბილებელი კრემი კი ავტორუჯის მოქმედების დროს შეანელებს და მისი ფერი მთელ სხეულზე თანაბრად გადანაწილდება.

ახლა თავად ავტორუჯის წასმას შეუდექით. უმჯობესია, თუ დიდი სარკის წინ დადგებით და ავტორუჯს სხეულზე ზემოდან ქვემოთ მიმართულებით წაისვამთ. პირველი ფენა თხელი უნდა იყოს, რის შემდეგაც 1-2 საათი მოიცადეთ და პროცედურა ისევ გაიმეორეთ, სანამ თქვენი კანი სასურველ ფერს არ მიიღებს. ორჯერ წასმა მოგცემთ შანსს, რომ ფერი თანაბარი იყოს და არც ლაქები დაგეტყოთ. კანი იდაყვებსა და მუხლებზე ყველაზე ბოლოს დაიფერეთ, რადგან სხეულის მშრალი მონაკვეთები ავტორუჯს გაცილებით უკეთ იწოვს  და უფრო მუქად შეიძლება შეიღებოს. მათ დასამუშავებლად ხელებსა და ტანზე შერჩენილი ავტორუჯიც შეიძლება გეყოთ.

sunburn-1თუ კანზე ანთება გაქვთ ან გაღიზიანებულია, ავტორუჯის წასმა არ ღირს. დაელოდეთ, სანამ ანთებითი პროცესი გაივლის.

უნდა გაითვალისწინოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. ავტორუჯის წასმამდე აბაზანა მიიღეთ და სახისა და სხეულის ფილინგი გაიკეთეთ, რის შემდეგაც ავტორუჯი კანს გაცილებით თანაბრად დაეფინება.

ავტორუჯის წასმის შემდეგ კარგად უნდა დაიბანოთ ხელები და თუ ხელისგულები მაინც ზედმეტად შეიღება, შეეცადეთ ფერი ჯაგრისით ჩამოიხეხოთ ან კბილის პასტით გათეთრება სცადოთ. ასევე ამ დროს გამოსადეგია ლიმნის წვენი და თმის საღებავის მოსაშორებელი სპეციალური სითხეც.

ენდეთ Friday რჩევებს და სასიამოვნო მუქი ფერის ნარუჯი გარანტირებული გაქვთ ყოველგვარი მზეზე ხრუკვისა და სოლარიუმის გარეშეც.

sunburn-4

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე