დროის მენეჯმენტი – რამდენიმე საკვანძო წესი

დღეს დროის მენეჯმენტის სრულყოფილად ფლობა საქმიანი ადამიანისთვის ისევე აუცილებელია, როგორც დაწყებითი განათლების მიღება. დროის მენეჯმენტი ნიშნავს სამუშაო დროის ეფექტურად მართვას და გეგმის დალაგებას მისი მაქსიმალური ხარისხით შესრულებისთვის.

დროის მართვის თეორიები და მეთოდიკები უამრავია, თუმცა ყველა ამ სწავლების არსი ისაა, რომ დროის მართვა შეუძლებელია, ის ჩვენი სურვილებისა და მოსაზრებებისგან დამოუკიდებლად მიდის. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ისე განვკარგოთ ჩვენ ხელთ არსებული დრო, რომ უმიზნოდ დაკარგული წლები არ დაგვენანოს.

time-management-3რატომ ერგება რომელიმე კონკრეტული მეთოდიკა ერთ ადამიანს და სრულიად გამოუსადეგარია მეორისთვის? დროის მენეჯმენტს ნაციონალური თავისებურებებიც კი ახასიათებს. არსებობენ ე.წ. პოლიაქტიური კულტურები, რომელთაც ცხოვრების თავიანთი წესი აქვთ. ასეთი ხალხი ყველაფერს ზოგადად გეგმავს, შეუძლია რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთოს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს იმუშაოს და არა მხოლოდ მკაცრად სამუშაოსთვის განკუთვნილ საათებში, საკმაოდ არაპუნქტუალურია და ხშირად ცვლის გეგმებს. ასეთ ხალხებს შეგვიძლია სლავური წარმოშობის ერები მივაკუთვნოთ.

time-management-5მონოაქტიური კულტურები, მაგალითად, ამერიკელები და ევროპელები, სულ სხვა კანონებით ცხოვრობენ. მათი უმკაცრესი წესი ასეთია – დრო ფულია. მათი დრო სწორხაზოვანია, აწმყოს კი მოხერხებულად „ფუთავენ“ და ნაწილებად ყოფენ.

რეაქტიული კულტურებისთვის, რომელთაც აღმოსავლეთის ხალხები შეიძლება მივაკუთვნოთ, დამახასიათებელია დროის მიმართ ადამიანების ადაპტაცია, თავად დრო მათთვის ციკლურია, წრეზე ტრიალებს, ეს ხალხი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას გაურბის და შეუძლია მშვიდად ელოდოს „უკეთეს დროს“. დროისადმი მათ დამოკიდებულებას აღმოსავლური სიბრძნე კარგად გამოხატავს – როდესაც ღმერთი დროს ქმნიდა, ის არასაკმარისად შექმნა.

დროის  მენეჯმენტის მეთოდიკა და წესებიც ამ თავისებურებების გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ.

წესი პირველი: პარკინსონის კანონის თანახმად, სამუშაო მისთვის გამოყოფილ მთელ დროს იკავებს. თუ დაისახეთ მიზნად, რომ სტატია ერთ საათში დაწეროთ – მას სწორედ ამ დროში დაწერთ, ხოლო თუ წინასწარვე მთელი დღის დათმობა გადაწყვიტეთ – იცოდეთ, რომ მთელ დღეს სტატიის წერაში გაატარებთ. თუ რაიმე საქმისთვის მთელი დღის დათმობა დაგეგმეთ, იმედიც ნუ გექნებათ, რომ ამ საქმეს ნახევარ დღეში გაართმევთ თავს. ამ კანონის არცოდნას ბუნდოვან მომავალში მიზნების დრეიფამდე მივყავართ.

წესი მეორე: მომდევნო დღე ყოველთვის წინა დღეს დაგეგმეთ, კვირა კი წინა კვირის პარასკევს და გეგმების timen-management-2კორექტირება მხოლოდ ფორს-მაჟორული და გაუთვალისწინებელი სიტუაციების გამო შეცვალეთ. საქმეების გადადება მუდმივად არ შეიძლება გრძელდებოდეს, ეს ბოლოს არაეფექტურებამდე მიგვიყვანს.

წესი მესამე: საქმეები მნიშვნელობისა და გადაუდებლობის მიხედვით უნდა გაანაწილოთ. ყოველთვის დაიცავით წესი „საქმე უნდა მემორჩილებოდეს მე და არა მე ვემორჩილებოდე საქმეს“. ჯერ გააკეთეთ ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმეები, შემდეგ ნაკლებმნიშვნელოვანი და სასწრაფო და ბოლოს მნიშვნელოვანი და არც ისე სასწრაფო. სასწრაფო, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი საქმეები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ – მოახდინოთ მათი დელეგირება ან შეკვეცა. უმნიშვნელო და არასასწრაფო საქმეების კეთება საერთოდ არ ღირს, თუ მას არ გააკეთებთ, არაფერი მოხდება და რატომ უნდა ხარჯოთ თქვენი დრო უმნიშვნელო წვრილმანებისთვის?

წესი მეოთხე: პირველ რიგში გააკეთეთ საქმე, რომელიც მნიშვნელოვანი, სასწრაფო და ნაკლებ სასიამოვნოა. ალბათ ძალით საქმის კეთება ყველას არ შეუძლია, მაგრამ ხშირად სწორედ ასეთ საქმეებზეა ჩვენი წარმატება დამოკიდებული.

timen-management-7წესი მეხუთე: პატეროს პრინციპის 80/20-ის მიხედვით, საქმეების მხოლოდ 20%-ს მოაქვს 80%-იანი შედეგი. აი, ზუსტად ამ საქმეებით უნდა დაიწყოთ, თუმცა როგორც წესი, ისინი შევიწროებულნი არიან რაღაც წვრილმანებით. პრიორიტეტული საქმეების განსაზღვრისთვის უპასუხეთ მარტივ კითხვას – რა საქმეებს მოაქვს ყველაზე ნაკლები რეზულტატი და რამდენ დროს ხარჯავთ მათთვის დღეში. ასე მოიშორებთ ყველანაირ ხარვეზს.

წესი მეექვსე: ნურასოდეს გაკიცხავთ და გალანძღავთ თავს უმოქმედობისთვის. ჯობს არაფერი გააკეთოთ, ვიდრე დრო ფუჭ საქმეებზე დახარჯოთ, რაც სარგებელს არ მოგიტანთ. უმოქმედობის პერიოდში ჯობს ცხოვრების არსზე დაფიქრდეთ და მიზნები დაისახოთ.

წესი მეშვიდე: შეადგინეთ თქვენი დროის „მტაცებლების“ სია. ინტერნეტი, უბრალო საუბარი ტელეფონზე, მოსაწყენი თათბირები, რიგში დგომა. დროის მტაცებელია ყველა ის მოვლენა, რაც გაიძულებთ ელოდოთ, სდიოთ და ცხოვრების ნაწილს გპარავთ. საცობები გზებზე, არაპუნქტუალური კლიენტები, ცუდი მომსახურე პერსონალი. მათთან სხვადასხვანაირად შეიძლება ბრძოლა, ამიტომაც ჯობს მტერს კარგად იცნობდეთ და მაშინ მასთან ბრძოლის მეთოდსაც უფრო იოლად შეარჩევთ.

წესი მერვე: ყოველთვის გამოყავით ბუფერული დრო – პაუზა ორ შეხვედრას შორის, ეს პირველი შეხვედრისგან დასვენებისა და მეორესთვის აზრების მოკრების საშუალებას მოგცემთ.

time-management-4

წესი მეცხრე: დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეებისთვის დამატებითი დროის გამოსაყოფად შეგიძლიათ ოდნავ შეცვალოთ დასვენების გრაფიკი – დაიძინეთ ერთი საათით გვიან და ადექით ერთი საათით ადრე. ასე დღეში დამატებით ორი საათი გაგიჩნდებათ.

წესი მეათე: დაყავით დიდი საქმე რამდენიმე პატარა საქმედ. ამ პრინციპს „სპილოს ლუკმა-ლუკმა შეჭმის პრინციპი“ ქვია. ამ წესის გამოყენება რთული ამოცანის შედარებით იოლად და დაუძაბავად შესრულების საშუალებას მოგცემთ.

დროის მენეჯმენტის ეფექტურობის შემთხვევაში სრულდება რამდენიმე პირობა:

  • შედეგით კმაყოფილი ხართ, ანუ დასახული მიზნისკენ შეუფერხებლად მიიწევთ;
  • თავისუფალი ხართ სასწრაფო და უმნიშვნელო, უინტერესო საქმეებისგან.

უნდა გვესმოდეს, რომ იდეალი მიუღწეველია და ყოველი ადამიანისთვის ბედნიერება არა დანიშნულების საბოლოო პუნქტი, არამედ მისკენ მიმავალი გზა, თავად პროცესია. რაც უფრო კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით, რაც უფრო თავისუფალი ბრძანდებით – მით უფრო მაღალია თქვენი ეფექტურობა.

????????

Advertisements
Comments
One Response to “დროის მენეჯმენტი – რამდენიმე საკვანძო წესი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] გერმანელი ძალიან ფრთხილად, პუნქტუალურად და გულდასმით ააწყობს. მოლაპარაკების […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე