Leaf House – კრეატიული არქიტექტურული პროექტი

Leaf House – ეს ორიგინალური კონსტრუქცია არქიტექტურული სტუდია Mareines + Patalano Arquitetura-ს დიზაინერებმა და არქიტექტორებმა რამდენიმე წლის წინ დააპროექტეს.

1საოცარი ბრაზილიური “ყვავილი”  რიო დე ჟანეიროს ახლოს, ულამაზეს პლაჟზეა “დარგული” და ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობათა რიცხვს ეკუთვნის. კონსტრუქციის შექმნის იდეა ინდური წარმოშობის ბრაზილიელ არქიტექტორს გაუჩნდა. 

Leaf House იდეალურია ცხელი ტროპიკული კლიმატისთვის. ფოთლის ფორმის თიხის სახურავი სახლს სიცხისაგან იცავს, მრავალრიცხოვან ვერანდებზე კი ოკეანის სასიამოვნო ნიავი უბერავს.

2სახლში არ არსებობს თუნდაც ერთი კორიდორი – ყოველი სართული, ფაქტობრივად, მთლიანად გახსნილ სივრცეს წარმოადგენს, რაც სახლში ბუნებრივ ვენტილაციასა და შესაბამისად, გრილ ატმოსფეროს ქმნის. 

3ადამიანისა და ბუნების სრული ჰარმონია – ეს არის ძირითადი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც Leaf House აიგო. ოთახების გადასატიხრად სახლში, უმეტესად შუშის კარებია გამოყენებული, რომელთა გადაწევა მარტივადაა შესაძლებელი – შედეგად, სახლში მყოფი თავს აღარ გრძნობს “ოთხ კედელში” გამოკეტილად. 

არასტანდარტული ფორმის აუზი თითქოს შეუმჩნევლად ებმება სახლს, “გაივლის” სასადილო ზონასა და არაჩვეულებრივი წყალმცენარეებითა და ტროპიკული თევზებით სავსე მინიატურულ ტბას უერთდება, შემდეგ კი ტერასაზე “გადის” და უკანა ეზოში “აგრძელებს გზას”.

4სახლის უკანა ეზო არანაკლებ თვალწარმტაცი და კომფორტულია – აქ არის მოწყობილი ულამაზესი ბაღი და კომფორტული დასასვენებელი ზონა ჰამაკებით.

რაც შეეხება ინტერიერს, ის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალითაა მოპირკეთებული. გამოყენებულია ფიჭვი, ევკალიპტი, ბამბუკი და ნატურალური ქვა.

დაათვალიერეთ არაჩვეულებრივი Leaf House-ს ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში: 

5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18

Advertisements
Comments
3 Responses to “Leaf House – კრეატიული არქიტექტურული პროექტი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ეს კრეატიული აზროვნების შედეგია. კრეატიული იდეები დღეს ისეა საჭირო, როგორც […]

  2. […] სახლის ფართი 840 კვადრატულ მეტრს […]

  3. […] სახლის ფართი 840 კვადრატულ მეტრს […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე