პიროვნების ანალიზი ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების მეთოდებით

ტრადიციული ფსიქოლოგიის მეთოდები, როგორც წესი, საკმაოდ რთული და ფორმალიზებულია საიმისოდ, რომ მათი გამოყენება ადამიანმა სპეციალური მომზადების გარეშე შეძლოს. უფრო მარტივი და მოსახერხებელია გამოყენებითი ფსიქოლოგიის ახალი მიმართულების – ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდები. სამსახურში აყვანისას კანდიდატის პიროვნების თავისებურებების ანალიზისთვის რეკომენდებულია მეტაპროგრამების გამოყენება. nlp7 მეტაპროგრამა – ესაა თავისებური „შაბლონი“, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქცევის მოდელი იგება. შეიძლება ითქვას, რომ მეტაპროგრამა ქცევითი ჩვევების ერთობლიობაა. ყოველი მეტაპროგრამა აგებულია პოლარობის პრინციპით და არსებითად, წარმოადგენს ქცევის ორ საპირისპირო მოდელს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და დინამიკურ წონასწორობაში თანაარსებობენ. რეალურად, ყოველი კონკრეტული ადამიანის ქცევის მოდელი მეტაპროგრამის არც ერთ პოლუსს არ ემთხვევა და მათ შორის შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება.

nlp5 მეტაპროგრამა „პროაქტიური/რეფლექსური“ ასახავს ადამიანის ქცევის მანერას ინიციატივის გათვალისწინე ბით (ადამიანიგადაწყვეტილების მიღების დროს ან ინიციატივის საკუთარ თავზე აღებისკენაა მიდრეკილი ან პასიური როლით კმაყოფილდება). ადამიანის ქცევის ამ მეტაპროგრამის გამოყენებით ანალიზი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, გამოდგება თუ არა კანდიდატი ხელმძღვანელი თანამდებობისთვის. პროაქტიური ადამიანი გარემოს შეცვლას ესწრაფვის და ასეთ ტიპაჟს შეეფერება პოზიცია, სადაც გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაა საჭირო.

რეფლექსურ პიროვნებას უფრო ანალიზისა და ექსპერტული შეფასებისადმი აქვს მიდრეკილება. „პროაქტიური/რეფლექსური“ მეტაპროგრამით კვლევისთვის უნდა დასვათ კითხვა: „როგორ გეგმავთ სამუშაოს შესრულებას ახალ ადგილზე?“. პროაქტიური ადამიანი საუბარში გამოიჩენს ინიციატივას, მისი ლაპარაკი და მოძრაობა რწმენით სავსე იქნება, ყურადღების კონცენტრირებას პროცესზე მოახდენს. მისი საკვანძო სიტყვათშეთანხმებებია – „მე ვაკეთებ“, „მე მივდივარ“, „მე ავიღებ საკუთარ თავზე“. რეფლექსური ადამიანი პასიურად ელოდება, სანამ რაიმეს გაკეთებას შესთავაზებენ. მისი საკვანძო სიტყვათშეთანხმებებია – „მე ვნახავ“, „მე შევხედავ“, „მე ვცდი“. nlp9 მეტაპროგრამა „შიდა/გარე რეფერენცია“ ადამიანის მოტივაციის წყაროს განსაზღვრავს: მოვლენების შეფასებისას იგი ან საკუთარ კრიტერიუმებზე აკეთებს ორიენტირებას ან სხვა ადამიანების კრიტერიუმებზე. შიდა რეფერენციის მქონე ადამიანი, რომელიც მოვლენების შეფასებისას საკუთარ კრიტერიუმებს იყენებს, იშვიათად იღებს სხვის მოსაზრებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტება თავად მასშია. ასეთი ადამიანი ხელმძღვანელის თანამდებობას კარგად გაართმევს თავს, მისი მუშაობის ეფექტურობისთვის აუცილებელია გარკვეული ძალაუფლების დელეგირება. ასეთი თანამშრომელი სიტუაციის ანალიზისას შიდა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს, ამიტომაც იგი დაბრკოლებებისადმი „მდგრადია“ და დინამიურად ცვალებად პირობებშიც ეფექტურად მუშაობს. nlp6

გარე რეფერენციის მქონე ადამიანს კი ურჩევნია მითითებები სხვისგან მიიღოს, მას გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობის გარშემომყოფებზე გადაკისრებაც სჩვევია. ასეთ პიროვნებას სამუშაოს შესრულებისთვის ინსტრუქციები ჭირდება, იგი დინამიურად ცვალებად სიტუაციაში ნაკლებეფექტურია, რადგან საქმის გასაკეთებლად გარშემომყოფთაგან ქმედების სისწორის დადასტურებას საჭიროებს. ასეთი ადამიანი ეფექტურად ასრულებს რუტინულ სამუშაოს, რომელსაც ხარისხის მუდმივი კონტროლი ჭირდება. იგი მგრძნობიარეა შექებისა და გაკიცხვისადმი. ადამიანის ამ მეტაპროგრამისადმი მიკუთვნებულობის გასარკვევად დაუსვით მას კითხვა: „როგორ გაიგებთ, კარგად შეასრულეთ თუ არა სამუშაო?“.

შიდარეფერენციულ ადამიანს მისსავე შიდა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლია დამოუკიდებლად გაარკვიოს, რამდენად ხარისხიანადაა შესრულებული სამუშაო. გარერეფერენციული ადამიანი კი პირიქით, უპასუხებს, რომ სამუშაო კარგად იქნება გაკეთებული, თუ ამას გარშემომყოფებიც დაადასტურებენ. nlp2

მეტაპროგრამა „პროცესის ადამიანი/შესაძლებლობის ადამიანი“ ასახავს ადამიანის აზროვნებისა და საქმიანობის სტერეოტიპს არჩევანის შესაძლებლობის რეალიზაციის გათვალისწინებით. შესაძლებლობის ადამიანს ყოველთვის ურჩევნია არჩევანის შესაძლებლობა ქონდეს, იგი გადაწყვეტილების მიღების არასტანდარტულ მეთოდებს ამჯობინებს და სძულს რუტინა. ასეთი ადამიანი, როგორც წესი, ახალი პროექტის ხელმძღვანელის როლში ძალიან ეფექტურია. თუ ახალი თანამშრომელი „გარღვევის“ განსახორციელებლად გჭირდებათ – იგი თქვენ წინაშეა.

პროცესის ადამიანი მოქმედების ზუსტად გაწერილ და დამტკიცებულ ალგორითმებს, შემოწმებულ, დადგენილ პროცედურებს  იყენებს. მას ურჩევნია აკეთოს ის, რაც „სწორია“. იგი ნაკლებეფექტურია სიტუაციებში, სადაც ქმედების ცნობილი ალგორითმი გათვალისწინებული არ არის და უფრო ეფექტურია იქ, სადაც ზუსტად დამუშავებული და შემოწმებული პროცედურების გამოყენებაა საჭირო. ??????????????????????????????????????პროცესის ადამიანი კარგად იმუშავებს იმ თანამდებობაზე, რომელიც განმეორებით ქმედებებს მოითხოვს. თუ კარგი მბეჭდავი, კონვეიერის თანამშრომელი გჭირდებათ – ასეთი ტიპაჟი საუკეთესო არჩევანი იქნება. მას შეუძლია შესანიშნავად შეასრულოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობაც, რომელსაც არასდროს დაავიწყდება ყოველი შემომსვლელისთვის დოკუმენტების შემოწმება, სამუშაო დღის ბოლოს გაკონტროლება, დაკეტილია თუ არა ყველა კარი და ფანჯარა და ა.შ.

მეტაპროგრამა „ადამიანი შესაძლებლობა/ადამიანი პროცესის“ განსაზღვრისთვის უნდა დაისვას კითხვა: „რა ცვლილებები ხდებოდა თქვენს სამსახურში?“. პროცესის ადამიანი მოძრაობას ერთი შტრიხით, არსებითი ცვლილებების გარეშე აღწერს, ხოლო შესაძლებლობების ადამიანის მონათხრობიდან თქვენ იოლად დაადგენთ, რომ ის მიდრეკილია ცვლილებებისკენ და შესაბამისად, ამით ყოველთვის კმაყოფილია. nlp4

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე