დაუპატიჟებელი სტუმრები: როგორ მოვიშოროთ თავიდან

„დედამთილი ჩამომდის სტუმრად. რამდენიმე კვირით ხომ არავინ წაიყვანთ?!“

ფრაზა ქალების ფორუმიდან

guests-7

გიყვართ სტუმრები? რასაკვირველია, აქ არ ვგულისხმობთ დაქალს, რომელმაც ჭიქა ყავის დასალევად შემოიბინა და არც მეგობრებს, ვისთან ერთადაც სიამოვნებით ერთობით. საუბარია სტუმრის კლასიკურ გაგებაზე – ვის მერეც რჩება ცარიელი მაცივარი, თქვენი საყვარელი შინაური ცხოველი სრულ ისტერიკაშია და თქვენც გიყალიბდებათ მტკიცე გადაწყვეტილება: „ეს მეტად აღარასდროს განმეორდება!“

guests-1შემოსევა

არასასურველი სტუმრების თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ, რას ლაპარაკობთ. საუბარში, სიტყვის მასალად, ხშირად შეიძლება ჩაურთოთ: „ნუ დაიკარგები ხოლმე, როგორმე მესტუმრე“. ეს თქვენთვის ჩვეულებრივი, არაფრისმთქმელი სიტყვებია, მოსაუბრემ კი შეიძლება ჩემოდნის ჩალაგება დაიწყოს.

წესი #1: არავინ მოიპატიჟოთ ზრდილობის გულისთვის ან დაპატიჟების შინაარსიანი ფრაზები უბრალოდ, სიტყვის მასალად არასდროს გამოიყენოთ.

მე თქვენთან ვრჩები

ჩვენს დროში, როცა პირადი სივრცე ლამის საკრალური ცნება გახდა, რამდენიმე დღით შეკედლების თხოვნა ეშაფოტზე ასვლის თხოვნის ტოლფასია.

თუ სტუმრად ნათესავი ორ აბიტურიენტ შვილთან ერთად ჩამოდის და თქვენთან „მხოლოდ ორი კვირა“ აპირებს

guests-5

ცხოვრებას, უარის თქმა უხერხულია. ბინის ქირაობის შეთავაზებაც არ გამოდის – ნათესავები ვერ გაგიგებენ. ასეთ

შემთხვევებში უფრო ნაკლები „ბოროტება“ მოტყუება იქნება, ვითომ რემონტის გაკეთებას აპირებთ, ვიდრე სახლში შემოუშვათ, ის „ორი კვირა“ გაღიზიანებისგან კბილები აღრჭიალოთ და ბოლოს აფეთქდეთ.

წესი #2: ჯობს თავიდანვე უთხრათ უარი, ვიდრე მერე მოგიწიოთ ფიქრი, ტაქტიანად როგორ გაისტუმროთ სახლიდან.

უთხარით პოტენციურ არასასურველ სტუმარს, რომ რემონტის გაკეთებას გეგმავთ ან მიემგზავრებით და ბინა დროებით უნდა გააქირაოთ და თუ სავარაუდო სტუმრებთან კარგი დამოკიდებულება გაქვთ, თქვენს სახლში მიღების ნაცვლად, ალბათ გიჯობთ დასაქირავებელი ბინის მოძებნაში დაეხმაროთ და ქირის გადახდაშიც კი შეეშველოთ.

guests-3

გამარჯობა, მე დეიდაშენი ვარ

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული დისკომფორტი პირადი სივრცის საზღვრების დარღვევით აიხსნება. ეს ბუნებრივი გრძნობაა და სამარცხვინო მასში არაფერია. სტუმრების ვიზიტით მოყენებული უხერხულობის მინიმიზებისთვის თავიდანვე მკაცრად დააყენეთ საკითხი – ვინ არის სახლში უფროსი. არ შეცვალოთ დღის რეჟიმი. სახლში თქვენი განრიგი და წესები უნდა შენარჩუნდეს. თუ სტუმრობა დიდხანს გაგრძელდა, შეგიძლიათ სტუმრებს ბინის დალაგება, პროდუქტების შეძენა და სხვა სამეურნეო საქმეები გაუნაწილოთ.

თუ სტუმრების „შემოსევა“ თავიდან ვერ აიცილეთ და ისინი უკვე მეორე კვირაა თქვენს ლოგინებში წვანან, სუფთა პირსახოცებს ითხოვენ, თქვენს სუნამოს ისხამენ და თქვენს საყვარელ კატას აწვალებენ, ე.ი. საზღვრების აქტიურად დაცვის დრო მოვიდა:

guests-6

  • შეწყვიტეთ მათთვის სადილების მზადება, გართობაზე ზრუნვა და მათთან ერთად ყავის შუაღამემდე სმა;
  • კითხეთ სტუმრებს გამგზავრების ზუსტი თარიღის შესახებ;
  • შესთავაზეთ ბილეთების შესაძენად წაყვანა;
  • გამოიყენეთ იგივე ტაქტიკა: უთხარით, რომ სტუმრების შემდეგ „პარტიას“ ელოდებით და დროულად „გაათავისუფლონ ტერიტორია“.

წესი #3: თქვენს სახლში კვირაზე მეტხანს მცხოვრები სტუმარი – უკვე სტუმარი აღარ არის. ასე, რომ, თამამად გადააკისრეთ მას სახლის სამუშაოს ნაწილი, პროდუქტების შეძენა და სხვა სამეურნეო საქმეებიც გაუნაწილეთ.

guests-2

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე