ჯოან როულინგის ცხოვრება ჰარი პოტერთან ერთად

ჯოან როულინგი

დაბადების თარიღი: 31.07.1965

დაბადების ადგილი: იეითი, გლოსთერშირის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი

მოქალაქეობა: დიდი ბრიტანეთი

rowling-4

მდივანი

ჯოანი მთელი ცხოვრება იგონებდა ფანტასტიკურ ისტორიებს, რის გამოც უმცროს დას დიანას ძალიან უყვარდა. 6 წლისამ პირველი მოთხრობა დაწერა, რომელიც კურდღელზე იყო და სახელადაც „კურდღელი“ ერქვა. მერეც ჯოანმა rowling-7უამრავი მოთხრობა შეთხზა, კოლოფებში ჩალაგებულ ხელნაწერებს კი ქალაქიდან ქალაქში დაატარებდა. სკოლის მეგობრებსაც უყვარდათ ჯოანის ამბების სმენა, ამიტომაც სქელშუშებიან სათვალედაკოსებული პუტკუნა გოგონა ყველგან პოპულარული ხდებოდა. წერისადმი სიყვარულის წყალობით სკოლაშიც და კოლეჯშიც ინგლისურში ყოველთვის კარგ ნიშნებს იღებდა, აი, მის დამქირავებლებს კი სულაც არ მოწონდათ, რომ მდივანს თავისი მოვალეობების შესრულების ნაცვლად რვეული ეჭირა ხელში და შიგ რაღაცას ჯღაბნიდა. ამიტომაც ფრანგული ენის შესანიშნავი ცოდნის მიუხედავად, მაინც არაერთხელ დარჩა უმუშევრად.

1990 წელს ჯოანი 25 წლის იყო, ლონდონში ცხოვრობდა და დროდადრო მეგობარ მამაკაცს მანჩესტერში სტუმრობდა. რამდენიმე საათის განმავლობაში თვალწინ მუდმივად ერთფეროვან ინგლისურ პეიზაჟს უყურებდა – მინდვრები, მწვანე გორაკები, ძროხები. ერთ დღეს, როცა მატარებელს რაღაც გაუფუჭდა და მთელი შემადგენლობა ინგლისის ლამაზ rowling-9მინდვრებში გაეჩხირა, ჯოანს უცნაური რამ გადახდა თავს. იგი იმედდაკარგული იხედებოდა ფანჯრაში, როცა უცებ მის წარმოსახვაში შავთმიანი, სათვალიანი და შუბლზე შრამაღბეჭდილი ბიჭის სახება წარმოიშვა. ჯოანმა ჯერ არც იცოდა, საიდან იყო ეს შრამი, მაგრამ მშვენივრად მიხვდა, რომ ეს ბიჭი ჯადოქარი იყო და მას მალე მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მიიწვევდნენ, სადაც ყველაფერი დაიწყებოდა… ჯოანი სახლში მისვლისთანავე საწერ მაგიდას მიუჯდა. ეს დღე ჯერ კიდევ არ იყო მისი წარმატების დასაწყისი, პირიქით, წინ დიდი უსიამოვნებები ელოდა…

1990 წელს გაფანტული სკლეროზისგან ჯოანის დედა დაიღუპა, იგი ძალიან ახალგაზრდა – 45 წლის იყო. მალევე მანჩესტერში (ჯოანმა გადაწყვიტა, საყვარელ ადამიანთან უფრო ახლოს დასახლებულიყო) მდებარე მისი ბინა გაქურდეს და დედის ნაჩუქარი ნივთები მოპარეს. ჯოანი საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა და რატომღაც ურთიერთობა მალევე გაუფუჭდათ. მორიგი ჩხუბის შემდეგ ჯოანი ქალაქის გარეუბნის პატარა სასტუმროში გადაბარგდა, სადაც საშინლაც ციოდა, თუმცა სიმშვიდე იყო და წერაში ხელს არაფერი უშლიდა.

გასხივოსნების იმ საოცარი წუთის შემდეგ ჯოანს სასაცილო, სათვალიანი ბიჭუნას სახება აღარ სცილდებოდა. ჯომ გადაწყვიტა, ბიჭისთვის ჰარი – მისი საყვარელი სახელი დაერქმია. გვარიც თავისთავად გადაწყდა. 5 წლის ჯოანის საუკეთესო მეგობრები და-ძმა – იან და ვიკი პოტერები იყვნენ. ჯოს სულ შურდა მათი გვარის ლამაზი ჟღერადობის. ოდესღაც სამივე კუდიანების და ჯადოქრების კოსტიუმებს იცვამდნენ და საშინელ მაგიურ შელოცვებს იგონებდნენ. და ბოლოს და ბოლოს, ჯოანმა მათი შესანიშნავი გვარის მოპარვა შეძლო.

rowling-3

მოტყუებული ცოლი

თითქოსდა საინტერესო შინაგანი ცხოვრების მიუხედავად, ჯოანი მუდმივად ცხოვრებისეულ ჭაობში ეფლობოდა ხოლმე. 1991 წელს იგი ინგლისურის მასწავლებლად პორტუგალიაში გაემგზავრა. ჯოანის სტუდენტების ასაკი 8-დან 62 წლამდე იყო. უმცროსები, როგორც ოდესღაც კლასელები, მის გვარს ათასნაირად ატრიალებდნენ, ახლა როულინგს სიტყვა „სტოუნზი“ დაუმატეს.

გაკვეთილებს შორის შესვენებაზე ჯო კაფეში ჯდებოდა, ყავას სვამდა და წიგნის წერას აგრძელებდა. საღამოს მეცადინეობამდე კი მთელი დღის ჩანაწერები კომპიუტერში გადაქონდა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მეგობრებთან ერთად რომელიმე ბარში მიდიოდა. 1992 წლის მარტში ერთ-ერთ ასეთ საღამოს მას ახალგაზრდა, Arantesსიმპატიური პორტუგალიელი გაეცნო და აღმოჩნდა, რომ იგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, ძალიან უყვარს კითხვა და ახლახანს ზუსტად ჯეინ ოსტინის „გონება და გრძნობა“ წაიკითხა. ჯოანის ნაცნობებს შორის ეს პირველი მამაკაცი იყო, რომელმაც ამ, პრინციპში, ქალური რომანის წაკითხვა შეძლო. მალე ისინი ერთად დასახლდნენ ოროთახიან ბინაში, სადაც ჯოანმა სხვა ნივთებთან ერთად „ბეჭდების მბრძანებლის“ გაცვეთილი ტომებიც მიიტანა. საღამოობით ჯოანი და ჟორჟი კვლავინდებურად ბარებში დადიოდნენ. ერთხელ ჯოანმა შენიშნა, რომ უკვე ათი წუთია მაგიდასთან  მარტო ზის, ჟორჟი კი არსად ჩანს. მან მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ მისი მეგობარი დარბაზის მეორე ბოლოში ვიღაც გოგონას მეგობრულად ელაპარაკება. ჯო მივარდა მასთან, ხელი მოკიდა და ქუჩაში გაათრია. გარეთ ჯოანი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს – მას მუცელი მოეშალა.

1992 წლის 16 ოქტომბერს ჟორჟი და ჯოანი დაქორწინდნენ, ჯო ისევ ფეხმძიმედ იყო. ქორწილზე მშობლებთან ერთად დიანა და მისი მეუღლეც ჩამოვიდნენ. მალე ჟორჟი ჯარში გაიწვიეს და იგი რამდენიმე თვის განმავლობაში სახლში არ იყო. ამ დროში ჯოანმა „ფილოსოფიური ქვის“ პირველი სამი თავი დაწერა. ჯარიდან დაბრუნებულმა ჟორჟმა სამსახურის შოვნა დიდხანს ვერ მოახერხა და ჯოანი გაკვეთილებს თითქმის შვილის დაბადებამდე ატარებდა. ჯესიკა 1993 წლის 27 ივლისს გაჩნდა. სექტემბერში კი, მორიგი სკანდალის შემდეგ ჯოანმა მათი ბინის კარი სამუდამოდ გამოიჯახუნა. დილის 5 საათი იყო, მის ხელებში კი სამი თვის გოგონას ეძინა. ჯოანი ედინბურგში დასთან გაემგზავრა.

მარტოხელა დედა

დიანასთან გატარებული საშობაო არდადეგების შემდეგ ჯომ პატარა ბინა იქირავა, სადაც მასთან და ჯესიკასთან ერთად თაგვებიც ცხოვრობდნენ. ერთადერთი საარსებო წყარო სახელმწიფო შემწეობა იყო. თუმცა საწერი რვეულის ყიდვა ჯოს მაინც შეეძლო, პამპერსებს კი ყოველთვის ვერ ყიდულობდა. არც წესიერი საჭმლისთვის ყოფნიდა ფული. ჯოანი ყოველდღე სეირნობდა ედინბურგის ქუჩებში, სანამ ეტლში ჩათბუნებულ ჯესიკას არ ჩაეძინებოდა. შემდეგ კი პატარა კაფე „ნიკოლსონსში“ თითო ფინჯან ყავას მიუჯდებოდა. აქ ჯოანს შეეძლო ყავისა და წყლის გარდა არაფერი შეეკვეთა და იმდენ ხანს მჯდარიყო, სანამ მოესურვებოდა – დიანას ქმარი კაფეს ერთ-ერთ მფლობელი გახლდათ.

dementor

საღამოობით, როცა ჯესიკას უკვე ეძინა, იატაკის ქვეშ კი თაგვები შარიშურობდნენ, ჯოს ხანდახან ეჩვენებოდა, რომ მის ცხოვრებაში შავი პერიოდი არასდროს დამთავრდებოდა. სწორედ მაშინ დაიხატა მის გონებაში აზკაბანის საშინელი მცველის – დემენტორის პერსონაჟი, რომელიც ადამიანებს სიხარულსა და იმედს სწოვდა.

ჟორჟი რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა – პორტუგალიიდან ცოლთან შესარიგებლად ჩამოვიდა, მაგრამ ჯოანს მისი აღარაფერი უნდოდა. მას უკვე მოფიქრებული ქონდა ჰარი პოტერის თავგადასავლის სიუჟეტი – თითო ამბავი ჰოგვორტის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში სწავლის თითო წლისთვის და ბოლო წიგნის დასკვნითი თავიც დაწერილი იყო. ჰარის შესახებ პირველად ჯოანის უმცროსმა დამ, დიანამ გაიგო. როცა ჯო დას წიგნის შინაარსს უყვებოდა, დიანა სიცილით კვდებოდა. და ჯომ გადაწყვეტილება მიიღო. მან ხელნაწერი მეორადი ნივთების მაღაზიაში შეძენილ საბეჭდ მანქანაზე გადაბეჭდა და ერთ ლიტერატულ აგენტს და ერთ გამომცემელს გაუგზავნა. პასუხი ორივესგან უარყოფითი იყო. მომდევნო ხანებშიც ჯოანს არაერთხელ მოუხდა მსგავსი პასუხის მოსმენა: ძალიან რთულია ბავშვებისთვის, ძალიან გრძელია და „რაღაც მსგავსი უკვე წაგვიკითხავს“.

Bloomsbury1995 წელს მისი აგენტი კრისტოფერ ლითლი გახდა. მან „ჰარი“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წაიღო და მალე გამომცემლობა „ბლუმსბერიმ“ ჯოანს ავანსი – 2250 დოლარი გადაუხადა. 1997 წელს ჯომ შოტლანდიის ხელოვნების საბჭოსგან 12 ათას დოლარიანი გრანტი მიიღო წიგნის დასამთავრებლად და ბოლოს და ბოლოს, კომპიუტერი შეიძინა. პირველი წიგნი 1997 წლის ივნისში გამოვიდა. ამერიკელებმა მისი გამოცემის უფლება 110 ათას დოლარად იყიდეს. 2000 წლის ზაფხულისთვის პირველი სამი წიგნი უკვე 35 მილიონ ეგზემპლარად გამოცემული და მსოფლიოს 35 ენაზე ნათარგმნი იყო. ციებცხელება დაიწყო! ჯოანმა ბოლოს და ბოლოს შეძლო სკოლაში ფრანგულის სწავლებისთვის თავი დაენებებინა.

ჯოანი ისევ ყოველდღე დადიოდა კაფე „ნიკოლსონსში“ – იქ წერა ძალიან მოსახერხებელი იყო, თუმცა აქ მისს როულინგსrowling-2 უკვე ჟურნალისტები ელოდნენ. აბა როგორ! მისი ცხოვრების შესახებ კინოსცენარები იწერებოდა, თუმცა დრამას ერთი არსებითი ნაწილი არ ყოფნიდა: ჯოანს წარუმატებელი ქორწინების დეტალები არავისთვის უამბნია.

ერთ მშვენიერ კვირა დილას კი მის ახალ სახლში ტელეფონი აწკრიალდა…

მილიონერი

ბრიტანელმა რეპორტიორებმა ჟორჟი არანტესი პარიზის გარეუბანში იპოვეს. იგი ახალი გამოწერილი იყო კლინიკიდან, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან იკურნებოდა და სიამოვნებით დათანხმდა ინტერვიუს მიცემაზე. არანტესის თქმით, იგი პირველი იყო, ვინც ცოლის გენიალურობა შეაფასა „ჰარი პოტერიდან“ ნაწყვეტების წაკითხვის შემდეგ. და ჟორჟიმ სინანულით აღიარა, რომ ჯოანი ლამის სახლიდან გამოაგდო.

გაზეთის წაკითხვის შემდეგ ჯოანმა შვებით ამოისუნთქა. მან იცოდა, რომ ეს ოდესმე აუცილებლად მოხდებოდა და აი,

ring

ეს დღეც დადგა. ახლა იგი თავისუფალი იყო, თუმცა იმ დღეს მუშაობა ვეღარ შეძლო. და პირველად ცხოვრებაში ჯოანი საიუველირო მაღაზიაში წავიდა. მას უკვე შეეძლო, ფასით არ დაინტერესებულიყო და უბრალოდ ის აერჩია, რაც მოეწონებოდა – ბეჭედი უზარმაზარი აქვამარინით – თვალის ფერის შესაფერისად.

საღამოს მისმა ახალმა მეგობარმა, დოქტორმა ნეილ მიურეიმ შენაძენი შენიშნა და გაოცება ვერ დამალა: „ამ ბეჭდით შეგიძლია ვინმე დიდი შრამით დაასაჩუქრო“. კმაყოფილმა ჯოანმა ლამაზი ქვა გაწმინდა და განაცხადა: „ეს ბეჭედი ყოველთვის შემახსენებს, რომ ვერავინ ვეღარასოდეს დამამცირებს“.

2001 წლის 26 დეკემბერს ჯოან როულინგი ნეილ მიურეის გაყვა ცოლად და შვილიც მალე  შეეძინათ. მეორე ბავშვის დაბადებამდე ჯოანმა ჰარი პოტერის თავგადასავლის მეხუთე წიგნის დამთავრება მოასწრო. დღეისთვის „ჰარი პოტერის თავგადასავალი“ მსოფლიოს 74 ენაზეა ნათარგმნი და გაყიდულია 400 მილიონ ეგზემპლარზე მეტი.

books1

პ.ს. ჯოან როულინგისგან: „ყველას უნდა კარგი და კომფორტული ცხოვრება ქონდეს. ბუდას ოთხი დიადი ჭეშმარიტებიდან პირველი ამბობს: ცხოვრება ტანჯვაა. ეს სიტყვები ძალიან მომწონს. ცხოვრება არ არის ვალდებული, თქვენთვის მოსახერხებელი იყოს. ეს სიტყვები მამშვიდებს – მეც და ყველას, ვინც ცხოვრებაში აიხლართა. გამოსავალს აუცილებლად იპოვით. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ რაიმე უსიამოვნებას აუცილებლად გადავეყრები, მხოლოდ იმედი მაქვს, ის ასეთი მასშტაბური არ იქნება“.

rowling-5

Advertisements
Comments
One Response to “ჯოან როულინგის ცხოვრება ჰარი პოტერთან ერთად”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] გადაღებული, რომელთა გახსენებაზეც მწერალს (როგორც თავად ამბობს) კრუნჩხვები […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე