ვიზიტი სილამაზის სალონში – სილამაზე და სიამოვნება

ძალიან კარგია, თუ სილამაზის სალონში მუდმივად ერთი სტილისტის მომსახურებით სარგებლობთ, რომელსაც თქვენი თმის თავისებურებებიც ახსოვს და ისიც კარგად იცის, რას ელით შეცვლილი ვარცხნილობისგან.

??????????????????????

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა შერჩეული პროფესიონალი სტილისტი არ გყავთ? ალბათ ხშირად სარგებლობთ იმ მეგობრის ან ნაცნობის რეკომენდაციით შერჩეული პარიკმახერის მომსახურებით, რომლის თმის ვარცხნილობაც ყოველთვის მოგწონდათ, თუმცა ეს არ არის 100%-იანი გარანტია, რომ ამ ოსტატის „ხელობა“ თქვენს თავსაც მოუხდება. დღის წესრიგში ერთადერთი კითხვა დგას: როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სილამაზის სალონი და სტილისტი?

beauty-salon-6

რჩევა #1: არ დაგავიწყდეთ, რომ ვარცხნილობის კეთების პროცესში თავს მყუდროდ და კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. ნუ შეხვალთ პირველივე სალონში, რომელიც გარედან მოგეწონებათ, ჯერ დარწმუნდით, რომ ის შიგნიდანაც ისეთივე მიმზიდველია. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გარემოს, სტილისტის იარაღებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებსაც ოსტატები იყენებენ.

beauty-salon-2

თუ ყველაფერი მოგწონთ, შეგიძლიათ მშვიდად შედგათ ფეხი შერჩეულ სილამაზის სალონში. პირველი ვიზიტისთვის გაიკეთეთ თქვენთვის სახასიათო მაკიაჟი და ასევე ჩაიცვით, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ გამოცდილი სტილისტების უმრავლესობა კარგი ფსიქოლოგიცაა და ეს შტრიხი მათ თქვენი ხასიათის განსაზღვრისა და შემდგომში თქვენი ვარცხნილობის კარგად და შესაფერისად გაკეთებაში დაეხმარებათ.

რჩევა #2: პირველი ვიზიტის დროს დიდი ყურადღება დაუთმეთ საუბრებს. თანამედროვე და ლამაზი ვარცხნილობა ერთობლივი შემოქმედების შედეგია, ამიტომაც თქვენი და სტილისტის თანამშრომლობაში ურთიერთგაგებაც უნდა წარმოიქმნას. კარგი, გამოცდილი პარიკმახერი თქვენი სურვილების სმენის პარალელურად თქვენი თმის ტიპს, შესაძლებლობებსა და მდგომარეობას განსაზღვრავს. ეცადეთ გასაგებად აუხსნათ, რა გინდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებრობისა და საბოლოოდ, უარყოფითი შედეგის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. თუ ვარცხნილობა ჯერ მოფიქრებული არ გაქვთ, ერთად დაათვალიერეთ სპეციალური ჟურნალები, რაც ყველა სილამაზის სალონის აუცილებელი ატრიბუტია.

beauty-salon-1

ნუ დაუჯერებთ პარიკმახერის რჩევას, თუ მისი შერჩეული ვარცხნილობა მაინცდამაინც არ მოგწონთ, ის შეიძლება სალონიდან გამოსვლისთანავე შეგძულდეთ და შესასწორებლად ისევ სალონში დაბრუნებაზე ან სხვა სტილისტის ძებნაზე დაიწყოთ ფიქრი. ნამდვილ სპეციალისტს თქვენი თმის შემოკლების გარდა, შეუძლია დაგეხმაროთ მისი ისეთი იერსახის განსაზღვრაში, რაც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენს ტემპერამენტს, განწყობას, ჩაცმულობასა და ოცნებებსაც კი.

რჩევა #3: სანამ სტილისტი მაკრატელს მოკიდებს ხელს, მოუყევით, როგორ იყენებთ თმას, რადგან თქვენი ვარცხნილობა იმ დროზეა დამოკიდებული, რომელსაც თმის მოვლას ყოველდღიურად უთმობთ.

beauty-salon-4

რჩევა #4: აუცილებლად დააკვირდით როგორ გილაგებთ ოსტატი თმას და ამ დროს რამდენ გელსა და მუსს იყენებს. ამ მომენტში დანახული სახლის პირობებში ვარცხნილობის დაყენებისას დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, ოსტატის ხელით გაკეთებული ვარცხნილობა დამხმარე საშუალებების მინიმალური რაოდენობის მოხმარებას საჭიროებს.

beauty-salon-3

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ დავდივართ სილამაზის სალონში, თუ დღეს ბევრ მაღაზიაში იშოვით თმის სახლის პირობებში შეღებვისა თუ ქიმიურად დახვევის საშუალებებს? პასუხი უმარტივესია: სილამაზის სალონში ვარცხნილობის კეთებისას თქვენ იძენთ არა მხოლოდ კოსმეტიკურ პროდუქტს, არამედ ხელოვნების ნაწილს, რომელსაც პროფესიონალი ოსტატები ფლობენ. ტექნიკისა და გამოცდილების დახმარებით სილამაზის სალონის სტილისტი ზუსტად თქვენი და თქვენი თმისთვის შესაფერის ვარცხნილობას შეგირჩევთ.

beauty-salon-8

Advertisements
Comments
3 Responses to “ვიზიტი სილამაზის სალონში – სილამაზე და სიამოვნება”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ლამაზად და თანაბრად გადასანაწილებლად, სანამ […]

  2. […] არანაკლებ სამჯერ გამოვიყენოთ. გამოცდილი სპეციალისტის ხელში კი შედეგი არაჩვეულებრივი […]

  3. […] თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ლიმნის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე