სწავლა იტალიაში

რა ასოციაციებს იწვევს იტალია? მზე, ზღვის პროდუქტები, ვენეცია, Bellissimo, რომი, სოფი ლორენი. ამ ყველაფრის გარდა კი იტალია თავისი ტემპერამენტიანი ხალხით, მუსიკისა და ფერწერისადმი სიყვარულით, ცხელი მზითა და სურნელოვანი ჰაერით – იტალია, რომელიც დასვენებისთვის შექმნილ ქვეყანას გაქვს – ევროპული განათლების აკვანია.

Edu-Italy-3

ევროპის პირველი უნივერსიტეტი სწორედ აქ, ძალიან დიდი ხნის წინ, XI საუკუნეში გაიხსნა. მხოლოდ ასიოდე წლის შემდეგ მიბაძეს ინგლისელებმა იტალიალებს და ოქსფორდი დააარსეს (XII საუკუნე) და კიდევ ერთი საუკუნის შემდეგ ფრანგებმა – სორბონა, რომელიც მხოლოდ XIII საუკუნეში დაარსდა.

იტალია ბევრი მეცნიერების დედაა და ასობით სწავლულიც გაუზრდია. იტალიური უნივერსიტეტები ძირითადად ჰუმანიტარული და ესთეტური დისციპლინების ხარჯზე გახდა ცნობილი. დიზაინის, მოდის, ისტორიის, ლიტერატურის, Edu-Italy-4სამუზეუმო საქმისა და ფილოსოფიის სფეროში იტალიური დიპლომი დღემდე ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა.

უმაღლესი განათლებისადმი იტალიაში საკმაოდ სპეციფიკური დამოკიდებულებაა. აქ არ ფიქრობენ, რომ ახალგაზრდამ ჯერ უნივერსიტეტში უნდა დაიწყოს სწავლა და მხოლოდ შემდეგ განსაზღვროს, ცხოვრებაში რა გზას დაადგება. ტემპერამენტიანი იტალიელები სრულიად ცივად და პრაგმატულად იქცევიან – თუ რაიმე გჭირდება, კეთილი ინებე, იშრომე და სასურველი შენი ოფლით მოიპოვე. იტალიელ სტუდენტებს შორის ახალგაზრდას ვერ შეხვდებით. იტალიელი studente – მოწიფული ადამიანია, რომელსაც სწავლისთვის ფულის შოვნა თავისით შეუძლია.

განათლების იტალიური სისტემა ასეთია: 14 წლამდე ბავშვი დაწყებით და საშუალო სკოლაში სავალდებულო განათლებას იღებს. შემდეგ სკოლის მოსწავლე პროფესიულ სკოლაში, ინსტიტუტში ან ლიცეუმში აბარებს. იტალიაში რამდენიმე მიმართულების ლიცეუმი არსებობს: კლასიკური (liceo classico), ტექნიკური (liceo tecnico), საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (liceo scientifico), მხატვრული (liceo artistico) და ლინგვისტური (liceo linguistico). უნივერსიტეტში მოხვედრა მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგ შეიძლება.

იტალიურ უნივერსიტეტებში სწავლების ორი საფეხურია: პირველი – 2-3-წლიანი ბაკალავრის ხარისხს შეესაბამება,Edu-Italy-7 რომლის გავლის შემდეგ სტუდენტი Diploma universitario-ს იღებს. მომდევნო საფეხური კი უკვე მაგისტრის ხარისხია. მისი დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს laurea-ს – უმაღლესი განათლების დიპლომს. თუმცა ეს მხოლოდ სწავლის დასრულებისა და სადიპლომო ნამუშევრის (tesi di laurea) წარმატებული დაცვის შემდეგაა შესაძლებელი.

იტალიაში აკადემიური წელი ოქტომბერ-ნოემბერში იწყება, მაისში მთავრდება და სამ სესიას – საშემოდგომო, ზამთრისა და ზაფხულის სესიებს მოიცავს. სასწავლო პროცესი ძირითადად დამოუკიდებლად სწავლაზეა ორიენტირებული, სასწავლო გეგმა უმთავრესად ლექციებისგან შედგება. ცოდნის შემოწმებისა და დაზუსტების ინიციატივა სესიებს შორის შუალედებში თავად სტუდენტისგან უნდა მოდიოდეს. პროფესორები მხოლოდ სტუდენტებთან შეხვედრის დროს ნიშნავენ, რომლის განმავლობაშიც წარმოქმნილ საკითხებზე მსჯელობენ და ლიტერატურასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევენ. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტს განსაკუთრებით რთულ საგანში პირადი კურატორიც შეიძლება ყავდეს.

Edu-Italy-2

გამოცდები ამ ქვეყნის უნივერსიტეტებში ცალკე თემაა, ზარმაცებისთვის კი სამწუხაროც. აქ არ არსებობს საგამოცდო ბილეთი – მას უზარმაზარი, წერილობითი ტესტი ან პროფესორთან გასაუბრება ცვლის. მოკლე პასუხებითაც იოლად ვერ გახვალთ და კიდევ, „შპარგალკის“ გამოყენება თუ მოგივათ აზრად, უნივერსიტეტის კედლებს თვალის ელვის სისწრაფით დაგატოვებინებენ.

თუმცა თუ სტუდენტმა გამოცდისთვის მომზადება ან ნაშრომის ვადაში დაწერა ვერ მოასწრო, დაუყოვებლივ გარიცხვა არ ემუქრება: მას იმდენ დროს მისცემენ, რამდენიც ჭირდება (ჩვეულებრივ, ნახევარ წელიწადს) და ლოგიკის ფარგლებშიც ჯდება. რომელი საგნის გამოცდა როდის ჩააბაროს, გარდა ზოგიერთი სავალდებულო საგნისა ცალკეულ ფაკულტეტებზე, ამას სტუდენტი თავად წყვეტს: განათლების იტალიურ სისტემაში სავალდებულო მომენტები მინიმუმამდეა დაყვანილი, აქ ყველა ინდივიდუალური გრაფიკით სწავლობს.

იტალიურ უნივერსიტეტში მოხვედრისთვის პირველი აუცილებელი პირობა სრულწლოვანებაა. განათლების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებზე უნდა ესვას აპოსტილი –  სპეციალური შტამპი, რომელიც საზღვარგარეთ ვარგისად აღიარებისთვის დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს.

იტალიაში სწავლის მსურველმა მაისის თვეში სპეციალიზებულ იტალიური კულტურის ცენტრში უნდა ჩააბაროს საჭირო

Edu-Italy-1

დოკუმენტები, რომლის სიის დაზუსტებაც შერჩეული უნივერსიტეტის ვებგვერდზე შეიძლება. თუმცა ჩვეულებრივ აუცილებელი დოკუმენტებია: განცხადება და იტალიურ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული დოკუმენტები განათლების მიღების შესახებ. შემდეგ საბუთები უნივერსიტეტის მიმღებ კომისიაში იგზავნება და აგვისტოში უნივერსიტეტის წარმომადგენლები შერჩეულ სტუდენტებს თავად დაუკავშირდებიან. თუ გაგიმართლათ და თქვენი განცხადება მიიღეს, გამოცდა-გასაუბრებაზე დაგიბარებენ. ეს გამოცდა ენის ცოდნისა და კულტურის ზოგადი დონის შემოწმებაზეა ორიენტირებული. იტალიაში სწავლისთვის ენა საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა იცოდეთ – გამოცდაში 9 ქულიდან 6 მაინც უნდა მიიღოთ.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ (სხვათა შორის, ეს საფეხური არც ისეთი იოლი გადასალახია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს) მომდევნო ნაბიჯი სპეციალობის პროფილურ საგნებში მისაღები გამოცდებია. კონკურსი ძალიან მაღალია, კორუფცია კი იტალიის განათლების სისტემაში ფაქტობრივად არ არსებობს. თუ ეს საფეხურიც გადალახეთ, მხოლოდ ვიზისა და სხვა ქვეყნიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტების გაფორმებაღა დაგრჩებათ, რაც 5 ნოემბრამდე უნდა მოასწროთ.

Edu-Italy-8

Advertisements
Comments
2 Responses to “სწავლა იტალიაში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] მიიჩნევა. სწორედ მის გისოსებში გაყო სტუდენტმა „ჯადოსნური კალოშიდან“ თავი და უკან […]

  2. […] ბიოგრაფიები ადასტურებს, რომ ფორმალურ განათლებას ხშირად არანაირი კავშირი არ აქვს […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე